რაკიღა ღმერთია აზრი დამფუძნებელი, ცოცხალი და მაცხოვნებელი, სწორედ რომ ცოდავს კაცი, თუკი თავისი ფიქრებით განზე უდგას იპოსტასურ აზრს და მხოლოდ ამსოფლიური, ხრწნადი საგნებით იფარგლება, ასეთ ყოფაში მას საკუთარი სულიც უბრალო ნივთად ექცე...
იხილეთ სრულად
რაკიღა ღმერთია აზრი დამფუძნებელი, ცოცხალი და მაცხოვნებელი, სწორედ რომ ცოდავს კაცი, თუკი თავისი ფიქრებით განზე უდგას იპოსტასურ აზრს და მხოლოდ ამსოფლიური, ხრწნადი საგნებით იფარგლება, ასეთ ყოფაში მას საკუთარი სულიც უბრალო ნივთად ექცევა. განსაკუთრებით კი ისინი სცოდავენ, რომლებიც ღვთისმსახურებისას ან სახლში ლოცვისას თავისი ფიქრებით სულ სხვაგან დაჰქრიან. ასეთები უკიდურესად შეურაცხყოფენ ღვთაებას, რომელსაც ჩაჭიდებული უნდა იყოს ჩვენი აზრი
link
კაცის სიტყვას, თქვენც ხედავთ, სიკვდილი არ უწერია. უკვდავია იგი იმ სიტყვით, რომელიც აქ რჩება და ამგვარად იგი სიკვდილის შემდეგაც მეტყველებს. მეც გავალ ამ სოფლიდან, ჩემი სიტყვა კი აქ დარჩება, ილაპარაკებს. რამდენი ასეთი უკვდავი სიტყვა...
იხილეთ სრულად
კაცის სიტყვას, თქვენც ხედავთ, სიკვდილი არ უწერია. უკვდავია იგი იმ სიტყვით, რომელიც აქ რჩება და ამგვარად იგი სიკვდილის შემდეგაც მეტყველებს. მეც გავალ ამ სოფლიდან, ჩემი სიტყვა კი აქ დარჩება, ილაპარაკებს. რამდენი ასეთი უკვდავი სიტყვაა ამსოფლად დატოვებული: კაცი (ავტორი ამ სიტყვისა) აქ აღარაა, მისი სიტყვა კი აგრძელებს სიცოცხლეს და ხანდახან ამ სიტყვით ლაპარაკობს მთელი ერი. ნახეთ, რა ძალა აქვს ადამიანის სიტყვასაც კი! და მით უმეტეს, ღვთის სიტყვას, რომელი...
link
ასწავლე თავს მუდმივად ღვთის წინაშე სიარული, თვალწინ გყავდეს ყოველთვის უფალი, როგორც რომ გონი ყოველგანმსუფევი, როგორაც რომ სიტყვა ცოცხალი და მამოძრავებელი, როგორაც რომ სული მაცხოვნებელი. წმინდა წერილია სამკვიდრებელი გონებისა, სიტ...
იხილეთ სრულად
ასწავლე თავს მუდმივად ღვთის წინაშე სიარული, თვალწინ გყავდეს ყოველთვის უფალი, როგორც რომ გონი ყოველგანმსუფევი, როგორაც რომ სიტყვა ცოცხალი და მამოძრავებელი, როგორაც რომ სული მაცხოვნებელი. წმინდა წერილია სამკვიდრებელი გონებისა, სიტყვისა და სულისა - სამსახოვანი ღვთისა. აქ ვლინდება იგი ნათლად - "სიტყუათა რომელთა გეტყვით თქუენ სულ არიან და ცხოვრება" - (იოან.6,63) - ბრძანებს უფალი. წმინდა მამების ნაშრომები - ესეც გონის, სიტყვისა და სულის იპოსტასური გა...
link
როგორ ხედავენ წმინდა მამები ჩვენს გასაჭირს? რანაირად ესმით ჩვენი ლოცვა? ასეთი შედარება მოვიყვანოთ. ვთქვათ, მზეში ჩასახლდით, გაერთიანდით მასთან. მზე თავისი სხივებით მთელ სოფელს ანათებს, უციცქნესი კენჭი რომ კენჭია, იმასაც სწვდება და...
იხილეთ სრულად
როგორ ხედავენ წმინდა მამები ჩვენს გასაჭირს? რანაირად ესმით ჩვენი ლოცვა? ასეთი შედარება მოვიყვანოთ. ვთქვათ, მზეში ჩასახლდით, გაერთიანდით მასთან. მზე თავისი სხივებით მთელ სოფელს ანათებს, უციცქნესი კენჭი რომ კენჭია, იმასაც სწვდება და თქვენ, როგორც ერთ-ერთი სხივი მზისა, მზიდან დაჰყურებთ მიწას, თუმცა მზესთან შედარებით ერთი პატარა სხივი ხართ მხოლოდ. თქვენნაირი სხივების წარმოუდგენელი სიმრავლე თავს იყრის მზეში და ეს სხივებიც მზისდარად მონაწილეობენ სოფლის...
link