ღვთის განკაცების არსი - ადამიანის ღმერთთან შეერთება - ქრისტიანული რწმენის გარეშე ვერ განხორციელდება. რწმენა ანიჭებს ჩვენს ყოფას ღვთიურ აზრს. ოღონდ რწმენა არა ცივი და მკვდარი, არამედ ცოცხალი და მოქმედი, რომელიც ქველი საქმით იცნობა.
სკოლა და, ზოგადად, სასწავლებელი მარტო ცოდნას კი არ უნდა აძლევდეს მოზარდს, არამედ მან უნდა აღზარდოს იგი და თავისი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ ჩამოაყალიბოს.
თუკი გლობალიზაცია აღქმული იქნება, როგორც მხოლოდ უძლიერესის ძალაუფლება, მას სტაბილურობა არ მოჰყვება, პირიქით, მსოფლიოს მოიცავს დაძაბულობა. ასე რომ არ მოხდეს, გლობალიზაციის შესაძლო ნეგატიური გამოვლინებანი უნდა აღმოიფხვრას: ბატონობის...
იხილეთ სრულად
თუკი გლობალიზაცია აღქმული იქნება, როგორც მხოლოდ უძლიერესის ძალაუფლება, მას სტაბილურობა არ მოჰყვება, პირიქით, მსოფლიოს მოიცავს დაძაბულობა. ასე რომ არ მოხდეს, გლობალიზაციის შესაძლო ნეგატიური გამოვლინებანი უნდა აღმოიფხვრას: ბატონობის პოლიტიკა ურთიერთნდობის, თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების პოლიტიკით უნდა შეიცვალოს, კონფლიქტური ან თავდაცვითი ტაქტიკა სამართლიან, ურთიერთხელსაყრელ და კონსტრუქციულ დიალოგად უნდა იქცეს.
ისტორიულად ჩვენ დაყოფის ცოდვა მოგვდგამს. შური და გაუტანლობა გვთიშავდა საუკუნეთა მანძილზე. ასეა ახლაც. ჩვენ ვერ დავძლიეთ ეს სენი. უფალი გვეხმარება, მწუხარებისა და დიდი ტკივილის ფასად აღვიძებს ჩვენს ეროვნულ სულს, გვკრავს და გვაერთია...
იხილეთ სრულად
ისტორიულად ჩვენ დაყოფის ცოდვა მოგვდგამს. შური და გაუტანლობა გვთიშავდა საუკუნეთა მანძილზე. ასეა ახლაც. ჩვენ ვერ დავძლიეთ ეს სენი. უფალი გვეხმარება, მწუხარებისა და დიდი ტკივილის ფასად აღვიძებს ჩვენს ეროვნულ სულს, გვკრავს და გვაერთიანებს. ამაშია ჩვენი გადარჩენა. მივყვეთ ამ გზას, მოვუხმოთ სიბრძნეს, სიმშვიდეს, თორემ განსაცდელი გაცილებით დიდი შეიძლება გვერგოს.
ახალი წლის სიხარული ქრისტიანისთვის არის გამოხატულება იმის შეგნებისა, რომ ჩვენ გვეძლევა საშუალება კვლავ ვემსახუროთ ღმერთს, ერს, მოყვასს, ვიმოღვაწეოთ და ვიშრომოთ სულის ასამაღლებლად, ზნეობის განსაწმენდად, რომ მეტი მადლით შევიმოსოთ, ა...
იხილეთ სრულად
ახალი წლის სიხარული ქრისტიანისთვის არის გამოხატულება იმის შეგნებისა, რომ ჩვენ გვეძლევა საშუალება კვლავ ვემსახუროთ ღმერთს, ერს, მოყვასს, ვიმოღვაწეოთ და ვიშრომოთ სულის ასამაღლებლად, ზნეობის განსაწმენდად, რომ მეტი მადლით შევიმოსოთ, ახალი წყალობით აღვივსოთ.
ყველამ უნდა იცოდეს, ვინ არის იგი, რისთვისაა მოწოდებული, საით მიდის, რისკენ ისწრაფვის? ჩვენი ცხოვრების მიზანი და გზა შეიძლება იყოს სულიერიც და მიწიერიც.
სულიერ ურთიერთობაში კომფორტს განსაკუთრებით ისინი საჭიროებენ, რომელთაც ეკლესიური ცხოვრება ახალი დაწყებული აქვთ. შემდგომ ეტაპზე ადამიანისთვის მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს, ვის ეტყვის იგი აღსარებას; მან იცის, რომ თუ რწმენით მიმართავს მ...
იხილეთ სრულად
სულიერ ურთიერთობაში კომფორტს განსაკუთრებით ისინი საჭიროებენ, რომელთაც ეკლესიური ცხოვრება ახალი დაწყებული აქვთ. შემდგომ ეტაპზე ადამიანისთვის მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს, ვის ეტყვის იგი აღსარებას; მან იცის, რომ თუ რწმენით მიმართავს მოძღვარს, უბრალო მღვდლისგანაც საოცარ სიბრძნეს მოისმენს