წმ. იოანე კრონშტადტელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე კრონშტადტელი | გამონათქვამები
არ იფიქროთ, რომ რწმენა, ჩვენთვის, მღვდელთათვის, არაა განმაცხოველებელი, არ გეგონოთ, ფარისევლურად ვემსახურებოდეთ ღმერთს, არა. ჩვენ სწორედ ის ხალხი ვართ, ვინაც პირველი შეიგრძნობს წყალობას ღვთისას და გამოცდილებით, ვიცით, ვინაა და რას ...
იხილეთ სრულად
არ იფიქროთ, რომ რწმენა, ჩვენთვის, მღვდელთათვის, არაა განმაცხოველებელი, არ გეგონოთ, ფარისევლურად ვემსახურებოდეთ ღმერთს, არა. ჩვენ სწორედ ის ხალხი ვართ, ვინაც პირველი შეიგრძნობს წყალობას ღვთისას და გამოცდილებით, ვიცით, ვინაა და რას ნიშნავს ჩვენთვის ღმერთი, მისი საიდუმლოებები, ყოვლადწმინდა დედა და წმინდანები. მაგალითად, ცხოველსმყოფელი საიდუმლოს, მაცხოვრის სისხლისა და ხორცის ზიარებისას ძალიან ხშირად შემიგვრძნია ამ საიდუმლოს ცხოველსმყოფელი ძალა, მყუდრ...
link
კაცი გულს სარწმუნოების ალით თუ არ შეითბობს, უზრუნველობამ იქნებ რწმენაც ჩაუქროს და ქრისტიანობა მთელი თავისი საიდუმლოებებით, იქნება კიდეც მოკვდეს ჩვენში. მტერსაც სწორედ ეგ უნდა და ამიტომაა, ცდილობს, ჩააქროს გულში რწმენა და დაავიწყოს...
იხილეთ სრულად
კაცი გულს სარწმუნოების ალით თუ არ შეითბობს, უზრუნველობამ იქნებ რწმენაც ჩაუქროს და ქრისტიანობა მთელი თავისი საიდუმლოებებით, იქნება კიდეც მოკვდეს ჩვენში. მტერსაც სწორედ ეგ უნდა და ამიტომაა, ცდილობს, ჩააქროს გულში რწმენა და დაავიწყოს გულს ჭეშმარიტებები ქრისტიანობისა. ესაა მიზეზი, რომ ჩვენს გარშემოც ვხედავთ ისეთებს, ქრისტიანები ჰქვიათ და საქმით სრული წარმართები არიან.
link
ჩვენ იმიტომ ძალგვიძს აზროვნება, რომ აზრს არ გააჩნია ზღვარი, იმიტომ ვსუნთქვთ ასე თავისუფლად, რომ ჰაერის სივრცე არაა შემოფარგლული. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ყველა რიგიანი და ნათელი აზრი, ნებისმიერ საგანთან დაკავშირებული, შთაგონებადაა ...
იხილეთ სრულად
ჩვენ იმიტომ ძალგვიძს აზროვნება, რომ აზრს არ გააჩნია ზღვარი, იმიტომ ვსუნთქვთ ასე თავისუფლად, რომ ჰაერის სივრცე არაა შემოფარგლული. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ყველა რიგიანი და ნათელი აზრი, ნებისმიერ საგანთან დაკავშირებული, შთაგონებადაა მიჩნეული. ჩვენი აზრის დინებაც, გნებავთ სვლა თქვით, სწორედ რომ მოაზროვნე, ზღვარდაუდებელი სულის არსებობითაა განპირობებული. და რას ამბობს მოციქული? "არა თუ თავით თვისით შემზლებელ ვართ შერაცხვად რასმე, რეცათუ ჩუენგან, არამედ...
link
თუკი გულს თანაგრძნობა უჩნდება მზაკვრული ფიქრების მიმართ და ბოროტებისაგან მოჩენილი აზრი, რომ იტყვიან, პირდაპირ ცდილობს გადაიბიროს და წალეკოს გული, რწმენის მტკიცე ქვიდან ვარ და რწმენა რომ არა, არარაობა ვიქნებოდი. თქვი: უმწეო ვარ და ...
იხილეთ სრულად
თუკი გულს თანაგრძნობა უჩნდება მზაკვრული ფიქრების მიმართ და ბოროტებისაგან მოჩენილი აზრი, რომ იტყვიან, პირდაპირ ცდილობს გადაიბიროს და წალეკოს გული, რწმენის მტკიცე ქვიდან ვარ და რწმენა რომ არა, არარაობა ვიქნებოდი. თქვი: უმწეო ვარ და ქრისტეს სახელითაა, სული რომ მიდგას, ნუგეში მაქვს და მხიარულება, იგია გულს რომ მიხსნის და მალაღებს. მის გარეშე მკვდარი ვარ, შფოთი და ძრწოლა გაუდის გულს. ქრისტეთია, სული მიდგას, ჯვარია ჩემი სიმშვიდე და ნუგეში.
link
როცა ძლიერია განსაცდელი, ცდუნება ცოდვის ჩადენისა, ცოცხლად შეიგრძენით და გაიაზრეთ, რა სასტიკად არისხებს ღმერთს ცოდვა, გაიხსენეთ, როგორ სძაგს მას ურჯულოება: "რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უშჯულოებაი, არა დაიმკვიდროს...
იხილეთ სრულად
როცა ძლიერია განსაცდელი, ცდუნება ცოდვის ჩადენისა, ცოცხლად შეიგრძენით და გაიაზრეთ, რა სასტიკად არისხებს ღმერთს ცოდვა, გაიხსენეთ, როგორ სძაგს მას ურჯულოება: "რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უშჯულოებაი, არა დაიმკვიდროს შენთანა უკეთურმან" - (ფს.5,5) და უფრო უკეთ რომ შევიგრძნოთ ეს, წარმოიდგინეთ სახე სამართლიანი, მკაცრი და მოსიყვარულე მამისა, რომელიც თავია იჯახისა და ცდილობს შვილები პატიოსან და კეთილზნეობრივ ადამიანებად აღზარდოს, რათა ის...
link
როგორაც სუნთქვაა აუცილებელი გვამისათვის, რაკიღა სუნთქვის გარეშე კაცი ვერ იცოცხლებს, ჩვენმა სულმაც, თუ არ ისუნთქა სული ღვთისა, ნამდვილ სიციცხლით ვერც ის იცოცხლებს. რაც რომ ჰაერია სხეულისათვის, ისაა ღვთის სული ჩვენი სულისათვის. ჰაერ...
იხილეთ სრულად
როგორაც სუნთქვაა აუცილებელი გვამისათვის, რაკიღა სუნთქვის გარეშე კაცი ვერ იცოცხლებს, ჩვენმა სულმაც, თუ არ ისუნთქა სული ღვთისა, ნამდვილ სიციცხლით ვერც ის იცოცხლებს. რაც რომ ჰაერია სხეულისათვის, ისაა ღვთის სული ჩვენი სულისათვის. ჰაერი, ერთგვარად, სახეა ღვთისა სულისა - "სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრის, და ხმაი მისი მესმის" - (იოან.3,8).
link
წმინდანები სიკვდილის შემდეგაც აგრძელებენ სიცოცხლეს. ხშირად მესმის, როგორ გალობს ღვთისმშობელი თავის საოცარ, გულისშემძვრელ საგალობელს, რომელიც მან მთავარანგელოზისაგან მიღებული ხარების შემდეგ, თავისი ნათესავის, ელისაბედის სახლში შეთხ...
იხილეთ სრულად
წმინდანები სიკვდილის შემდეგაც აგრძელებენ სიცოცხლეს. ხშირად მესმის, როგორ გალობს ღვთისმშობელი თავის საოცარ, გულისშემძვრელ საგალობელს, რომელიც მან მთავარანგელოზისაგან მიღებული ხარების შემდეგ, თავისი ნათესავის, ელისაბედის სახლში შეთხზა. მესმის მოსეს საგალობელიც, წმიდა ზაქარიას - წმიდა იოანე ნათლისმცემლის მამის და წმიდა ანნას - წინასწარმეტყველ სამოელის დედის საგალობელი, გალობა სამი ყრმისა და გალობა მარიამისა. ვინ მოთვლის ახალი აღთქმის მამების საგალობ...
link
ლოცვისას უსათუოდ უნდა დავეუფლოთ საკუთარ გულს და მთლიანად ღვთისაკენ მივმართოთ. გული ცივი, ურწმუნო, ცბიერი და ორპირი არ უნდა იყოს. და თუ ასე არ იქნა, რა არის, რის მაქნისია ჩვენი ლოცვა და მარხვა? კარგი იქნება ღვთის მრისხანე ხმის გაგო...
იხილეთ სრულად
ლოცვისას უსათუოდ უნდა დავეუფლოთ საკუთარ გულს და მთლიანად ღვთისაკენ მივმართოთ. გული ცივი, ურწმუნო, ცბიერი და ორპირი არ უნდა იყოს. და თუ ასე არ იქნა, რა არის, რის მაქნისია ჩვენი ლოცვა და მარხვა? კარგი იქნება ღვთის მრისხანე ხმის გაგონება: "მახლობელ არს ჩემდა ერი ესე. პირითა მათითა პატივსმცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან" (მათე 15,8). ჰოდა, ნუ მოადუნებთ სულს ეკლესიაში ყოფნისას, დაე თითოეული ჩვენგანი გაისარჯოს ღვთის სიყვარულისათვ...
link
ჩემი მოსიყვარულე ღმერთი მუდამ ჩემთანაა და როგორ გავაკარო გულს გულძვირობის ჩრდილიც კი? დაე, მოკვდეს ჩემში სახე ყველანაირი ბოროტებისა, დაე, ამევსოს სული უვნებელობის სურნელით. ღვთის სიყვარულმა გძლიოს და დაგამარცხოს შენ, ბოროტო ეშმაკო...
იხილეთ სრულად
ჩემი მოსიყვარულე ღმერთი მუდამ ჩემთანაა და როგორ გავაკარო გულს გულძვირობის ჩრდილიც კი? დაე, მოკვდეს ჩემში სახე ყველანაირი ბოროტებისა, დაე, ამევსოს სული უვნებელობის სურნელით. ღვთის სიყვარულმა გძლიოს და დაგამარცხოს შენ, ბოროტო ეშმაკო, მუდმივად უკეთურებისა და უწმინდურებისაკენ რომ მიბიძგებ. ბოროტის ხსომება უკიდურესად ვნებს სულს, ხორცს სწვავს, აწვალებს და ავიწროებს ადამიანს. გულძვირთაგან არცერთს არ მიესვლება ღვთის სიყვარულის საკურთხეველთან.
link
რას გვაძლევს მარხვა და სინანული, რისთვის ვირჯებით? ცოდვებისაგან გაწმენდას, სულიერ სიმშვიდეს, ღმერთთან სიახლოვეს, მხნეობას, რომ კადნიერება გაგვაჩნდეს ღვთის წინაშე წარდგომისა, აი ამისთვისაა საჭირო. ჰოდა, თუ ასეა, ეს ყოველივე კი ღირს...
იხილეთ სრულად
რას გვაძლევს მარხვა და სინანული, რისთვის ვირჯებით? ცოდვებისაგან გაწმენდას, სულიერ სიმშვიდეს, ღმერთთან სიახლოვეს, მხნეობას, რომ კადნიერება გაგვაჩნდეს ღვთის წინაშე წარდგომისა, აი ამისთვისაა საჭირო. ჰოდა, თუ ასეა, ეს ყოველივე კი ღირს იმად, რომ ვიღვაწოთ და შევინანოთ მთელი გულით. პატიოსანი შრომისათვის კი ფასდაუდებელი ჯილდო გველის. მაგრამ განა ყველას უყვარს ღმერთი, როგორც საკუთარი მამა? განა რამდენია ჩვენს შორის ისეთი, კადნიერებით მიმართოს ზეციერ მამა-...
link