წმ. იოანე კრონშტადტელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე კრონშტადტელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე კრონშტადტელი | გამონათქვამები
წარმოდგენა და წარმოსახვა გულის, ანუ იგივე სულის ხედვაა და იგი ჭვრეტს ან ქმნის გარკვეულ საგანს. ამიტომაა მყისიერება და სისწრაფე სულიერების დამახასიათებელი ნიშანი. ეს იგივე ფოტოსურათია, რომელსაც სული გარკვეული საგნისგან იღებს. გონებ... იხილეთ სრულად
უმთავრესი სულიერი მადლია ჩვენს მიერ ეკლესიაში მიღებული: რწმენა, ლოცვა, აღსარება, ზიარება. აგრეთვე – მარხვა და მოწყალება გაღებული მოყვასისათვის.
მლოცველნო, მიეცით ღმერთს თქვენი გული, გული მოსიყვარულე და გულწრფელი, ანუ ის გული, თქვენი შვილები, მშობლები, კეთილისმყოფელნი და მეგობრები რომ გიყვართ, რომელიც ნამდვილ სიტკბოებას, სუფთა სიყვარულს გრძნობს.
ჩვენი ცხოვნების მტერმა - ეშმაკმა დაბადა მრავალი ცრუ მოძღვრება, ერესი, სექტა და განხეთქილება, რომელთა მეშვეობითაც სამუდამოდ აშორებს ადამიანებს უფლისაგან.
როგორ ფრთხილად უნდა წარმოვთქვათ სიტყვები უფლის შესახებ, როგორი სიმდაბლით, წინდახედულობით, რომ არ განვარისხოთ ღმერთი - სიტყვა, მამითა და სულითა წმიდითა.
რა არის ადამიანთა სულები? ეს იგივე სული ან ღვთაებრივი სუნთქვაა, რომელიც ღმერთმა ადამს შთაბერა და მისგან წამოსული დღევანდლამდე განეფინება მთელ კაცთა მოდგმას. ამიტომაც ყველა ადამიანი ერთი კაცის ტოლფასია, ისინი კაცობრიობის ერთი ხის შ... იხილეთ სრულად
თუკი კაცის აზრთა წყობასა, სურვილსა და გადაწყევილებაში, სიტყვასა და საქმეში - ყველგან ღმერთი მოდის პირველი, ეს იმას ნიშნავს, რომ მის გულს აქვე დაუმკვიდრებია სასუფეველი და მაშინ იგი ყველგან ხედავს ღმერთს: აზრთა სამეფოში, მოქმედებასა... იხილეთ სრულად
ჩვენს ხელთაა ზუსტი ბარომეტრი, რომელიც სულიერი ცხოვრების ცვლილებას გვიჩვენებს, - ეს ბარომეტრი ჩვენი გული გახლავთ. გნებავთ კომპასი უწოდეთ, რომელსაც ცურვისას იყენებენ ზღვაში გასულები. ის გვიჩვენებს, საით მივდივართ, სულიერისკენ, აღმოს... იხილეთ სრულად
ჩვენს სხეულში გამუდმებული ბრძოლაა სიცოცხლესა და სიკვდილს, კეთელსა და ბოროტს, სენსა და სიმრთელეს შორის. სიკვდილს გარკვეულ დრომდე ეწინააღმდეგება სხეულის სიცოცხლისუნარიანობა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს სიკვდილი იმარჯვებს; მოგეხსენებათ, რო... იხილეთ სრულად
ვაი, რომ ბევრმა ვერ შეძლო დიდი ნიჭი - თავისუფლება, რომელიც ადამიანებს ღმერთმა უბოძა და კაცის ხელთაა ნება: კეთილი იქნება, თუ ბოროტი. დაცემულს კი ბოროტისკენ უფრო უადვილდება სიარული, ვიდრე კეთილისაკენ. შემოქმედს საყვედურობენ ამის გამ... იხილეთ სრულად