ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
სიყვარული სხვისთვის ცხოვრებაა, იგი მზადყოფნაა მოყვასისადმი არამარტო თანადგომის, არამედ თავგანწირვისთვისაც. სახარებაში ვკითხულობთ: "არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრებისთვის" (ინ. 15,13).
ჩვენ არ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა არის სიყვარული, ისევე, როგორც არ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა არის არსი ღვთისა. ერთი კია, იმისათვის, რომ აღორძინდეს სიყვარული, აუცილებელია, სულ მცირე, ორთა კავშირი მაინც, რადგან როცა ერთი გასცემს ა... იხილეთ სრულად
მაცხოვარი გვარიგებს: "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა" - ეს არის პირველი და უმთავრესი მცნება და მეორე, მსგავსი ამისი: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" (... იხილეთ სრულად
ყოფნა-არყოფნის მარადიული კითხვა აღელვებდა ადამიანებს საუკუნეთა წინაც, აღელვებს დღესაც და ასევე იქნება, ალბათ, მომავალშიც. ურწმუნონი ფიქრობენ, თითქოს ჩვენი არსებობა შემთხვევითობაზეა დამოკიდებული, რითაც ისინი აზრს უკარგავენ მიწიერ ყ... იხილეთ სრულად
ნამდვილი მართლმადიდებელი ის კი არ არის, რომელიც მხოლოდ აზროვნებს მართლმადიდებლურად, არამედ ის, ვინც კიდევაც აზროვნებს და კიდევაც ცხოვრობს ამ წესით. მხოლოდ ასეთი პიროვნება შეიმოსება სულიწმიდის მადლით, რადგან მაცხოვრის სწავლება არ ა... იხილეთ სრულად
მართლმადიდებლობა მისტიური სხეულია მაცხოვრისა. "შემოქმედმა ყველაფერი ფეხქვეშ დაუმორჩილა ქრისტეს და მისცა მთავრობა ყოველი ეკლესიისა, რომელიც არის მისი სხეული" (ეფ.1,22-23), წერს პავლე მოციქული.
მართლმადიდებლობა ერთადერთია და შეუცვლელი, რადგან იგია მომცველი და მემკვიდრე ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ტრადიციისა.
სულიწმინდის მადლს მთელი სისავსით ატარებს მართლმადიდებელი ეკლესია. მართლმადიდებლობა არის ადამიანური გონებით შეურყვნელი უფლისმიერი სწავლება რწმენისა და სარწმუნოებრივი ცხოვრების შესახებ, რომელიც ჩვენ უშუალოდ წმიდა მოციქულთაგან გადმოგ... იხილეთ სრულად
ყოველი ადამიანი მოწოდებულია, რათა თავის თავთან ყოველდღიური შრომით მიაღწიოს სულიერ და ინტელექტუალურ სრულყოფას. სულიერება მხოლოდ სულიწმინდის წყალობით ეძლევა ამა თუ იმ პიროვნებას და "სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი"... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი სინანული სულიერი განწმენდისა და ამაღლების ხანგრძლივი პროცესის შედეგია; ეს არ არის ერთი და ორი დღის, ან თუნდაც რამდენიმე თვის შრომა; არამედ იგია ღვაწლი მთელი ცხოვრებისა.