კულტურა და განათლება პარალელურ წრფეთა მსგავსი კი არ არის, არამედ ხშირად თანხვედრი ცნებებია. კულტურისა და განათლების კავშირი ბუნებრივად ბადებს ეკლესიასა და ოჯახთან ურთიერთობის აუცილებელ მოთხოვნილებას. მხოლოდ ასეთ გარემოში შეიძლება ...
იხილეთ სრულად
კულტურა და განათლება პარალელურ წრფეთა მსგავსი კი არ არის, არამედ ხშირად თანხვედრი ცნებებია. კულტურისა და განათლების კავშირი ბუნებრივად ბადებს ეკლესიასა და ოჯახთან ურთიერთობის აუცილებელ მოთხოვნილებას. მხოლოდ ასეთ გარემოში შეიძლება აღიზარდოს ჰარმონიულად განვითარებული პიროვნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ადამიანს სრულფასოვანი წარმოდგენა სამყაროზე და გამოუმუშავდება უნარი კრიტიკულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა.
ცნობილი ფსიქოლოგი ალექსი ლეონტიევი XX ს-ის განათლებას ახასიათებდა, როგორც სულის გაღატაკების პროცესს ინფორმაციით გამდიდრების ხარჯზე. იგივე მდგომარეობაა დღესაც. მთავარი ის კი არ არის, თუ რა რაოდენობის საგანს ვასწავლით ახალგაზრდ...
იხილეთ სრულად
ცნობილი ფსიქოლოგი ალექსი ლეონტიევი XX ს-ის განათლებას ახასიათებდა, როგორც სულის გაღატაკების პროცესს ინფორმაციით გამდიდრების ხარჯზე. იგივე მდგომარეობაა დღესაც.მთავარი ის კი არ არის, თუ რა რაოდენობის საგანს ვასწავლით ახალგაზრდას, არამედ ის, თუ რა შედეგს მოგვცემს ჩვენს მიერ მიცემული ცოდნა, როგორ წაადგება ის ყმაწვილის სულიერ თუ პრაქტიკულ ცხოვრებას. ამიტომაც ვიმეორებ, აუცილებელია დაიძლიოს ზღვარი ოჯახს, ეკლესიას, კულტურასა და განათლებას შორის.
ვის უნდა დაეკისროს მთავარი პასუხისმგებლობა მომავალი თაობის ფორმირებაზე? ამ საქმის მხოლოდ მშობლებზე მინდობა არ იქნება სწორი, რადგან ისინი ხშირად სამსახურით არიან დაკავებულნი და სათანადოდ ვერ იცლიან შვილებისათვის. ვერც მხოლოდ ს...
იხილეთ სრულად
ვის უნდა დაეკისროს მთავარი პასუხისმგებლობა მომავალი თაობის ფორმირებაზე?ამ საქმის მხოლოდ მშობლებზე მინდობა არ იქნება სწორი, რადგან ისინი ხშირად სამსახურით არიან დაკავებულნი და სათანადოდ ვერ იცლიან შვილებისათვის. ვერც მხოლოდ სკოლა აიღებს ამ ტვირთს.ვფიქრობ, ყველაზე ეფექტურია სამი ძალის – ოჯახის, სკოლისა და ეკლესიის შეთანხმებული მოქმედება. უნდა შეიქმნას ავტორიტეტული კომისია და გამოიკვეთოს თითოეულის პასუხისმგებლობა და მოვალეობა. დამღუპველი იქნება შედე...
საქართველო დღეს მრავალი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, სულიერი და სხვა პრობლემის წინაშე დგას, მაგრამ უმთავრესი საზრუნავი მაინც ჩვენი ბავშვების სწორი აღზრდაა, რადგან ოჯახის კეთილდღეობა ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაა.
მტრის და ნებისმიერი პრობლემის წინაშე უშიშრობა და კეთილგონიერება – აი, მთავარი და ძირითადი თვისება ღირსეული კაცისა. ნამდვილი მამაკაცი არის ძლიერი, გამბედავი, გონიერი, ნებისყოფიანი, სამართლიანი პიროვნება.
link
მამაკაცი ბუნებით ლიდერია და ესწრაფვის იყოს წინამძღოლი ოჯახისა. მამაკაცური ძალა ძლიერია და მიზანდასახული. მამაკაცი უნდა გრძნობდეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ღვთის, სამშობლოსა და ოჯახის წინაშე. მან ყოველგვარ მიწიერზე მაღლა, უფლი...
იხილეთ სრულად
მამაკაცი ბუნებით ლიდერია და ესწრაფვის იყოს წინამძღოლი ოჯახისა. მამაკაცური ძალა ძლიერია და მიზანდასახული. მამაკაცი უნდა გრძნობდეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ღვთის, სამშობლოსა და ოჯახის წინაშე. მან ყოველგვარ მიწიერზე მაღლა, უფლის შემდეგ, სამშობლო უნდა დააყენოს და მისი დაცვის მოთხოვნილება უნდა ჰქონდეს, გაჭირვების შემთხვევაში კი – მისთვის თავდადება უნდა შეეძლოს. ასეთი ადამიანები წარსულშიც მრავლად იყვნენ და ჩვენს დროშიც მრავლად არიან.
რა მშვენიერია ქალი, რომელიც გამოირჩევა ღვთისმოშიშებით, სინაზით, სათნოებით, პატიოსნებით, შრომისმოყვარეობით, სიფაქიზით, მზრუნველობით, კეთილგონიერებით. ასეთი ადამიანი სიკეთეს უხვად გასცემს და გარშემომყოფებზეც კეთილისმყოფელ გავლენას ა...
იხილეთ სრულად
რა მშვენიერია ქალი, რომელიც გამოირჩევა ღვთისმოშიშებით, სინაზით, სათნოებით, პატიოსნებით, შრომისმოყვარეობით, სიფაქიზით, მზრუნველობით, კეთილგონიერებით. ასეთი ადამიანი სიკეთეს უხვად გასცემს და გარშემომყოფებზეც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს.
კარგი დიასახლისისათვის მთავარი ოჯახური ბედნიერებაა. ქალი, უპირველეს ყოვლისა, მოსიყვარულე მეუღლე და მზრუნველი დედაა, რომელიც, შვილებს ეკლესიურად და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით ზრდის.
ტრადიციულ ოჯახში ყოველთვის წესრიგია. აქ უფროსები შეუვალი ავტორიტეტით სარგებლობენ, ამასთან, ოჯახის ყოველ წევრს თავისი ფუნქცია, სახე და მოვალეობა აქვს. კარგი დიასახლისისათვის მთავარი ოჯახური ბედნიერებაა. ქალი, უპირველეს ყოვლისა...
იხილეთ სრულად
ტრადიციულ ოჯახში ყოველთვის წესრიგია. აქ უფროსები შეუვალი ავტორიტეტით სარგებლობენ, ამასთან, ოჯახის ყოველ წევრს თავისი ფუნქცია, სახე და მოვალეობა აქვს.კარგი დიასახლისისათვის მთავარი ოჯახური ბედნიერებაა. ქალი, უპირველეს ყოვლისა, მოსიყვარულე მეუღლე და მზრუნველი დედაა, რომელიც, შვილებს ეკლესიურად და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით ზრდის.რა მშვენიერია ქალი, რომელიც გამოირჩევა ღვთისმოშიშებით, სინაზით, სათნოებით, პატიოსნებით, შრომისმოყვარეობით, სიფაქიზით, ...
საერთოდ, ადამიანები ეგოისტები არიან, მაგრამ მშობლების სიყვარულს საოცარი თვისება აქვს: როგორც დედას, ისე მამას სურს, შვილები მათზე უკეთესები იყვნენ, მათზე გონიერები და ჯანმრთელები და მიაღწიონ იმას, რასაც თვითონ ვერ მიაღწიეს. თ...
იხილეთ სრულად
საერთოდ, ადამიანები ეგოისტები არიან, მაგრამ მშობლების სიყვარულს საოცარი თვისება აქვს: როგორც დედას, ისე მამას სურს, შვილები მათზე უკეთესები იყვნენ, მათზე გონიერები და ჯანმრთელები და მიაღწიონ იმას, რასაც თვითონ ვერ მიაღწიეს.თავის მხრივ ბავშვებიც ამქვეყნად ყველაზე კარგებად მშობლებს მიიჩნევენ და ამიტომაც ბაძავენ მათ. დედ-მამის რწმენა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, წესიერება და კულტურა დიდ გავლენას ახდენს პატარებზე.