წმიდა მამები ხშირად შეგვახსენებენ ეკლესიის მნიშვნელობას მორწმუნის ცხოვრებაში. როგორც ვთქვით, ადამიანი უპირველეს ყოვლისა, მასში მოიპოვებს სულიწმიდის მადლსა და ნამდვილ თავისუფლებას, ადვილად სძლევს სიძულვილის, უნდობლობისა და გაუტანლო...
იხილეთ სრულად
წმიდა მამები ხშირად შეგვახსენებენ ეკლესიის მნიშვნელობას მორწმუნის ცხოვრებაში. როგორც ვთქვით, ადამიანი უპირველეს ყოვლისა, მასში მოიპოვებს სულიწმიდის მადლსა და ნამდვილ თავისუფლებას, ადვილად სძლევს სიძულვილის, უნდობლობისა და გაუტანლობის ატმოსფეროს, სიმარტოვის მძიმე განცდასა და ყველანაირ მძიმე შიშს.
ცხოვრება ფართო არჩევანს გვთავაზობს და ეშმაკი ყოველნაირად ცდილობს ცოდვებში ჩაგვითრიოს, რათა ღვთიურ მადლს განგვაშოროს და ამქვეყნიურ საცდურთა საშუალებით მარადიული სასუფეველი დაგვაკარგვინოს; ან უნდა დავამარცხოთ ჩვენი თავი და ჩვენზე გა...
იხილეთ სრულად
ცხოვრება ფართო არჩევანს გვთავაზობს და ეშმაკი ყოველნაირად ცდილობს ცოდვებში ჩაგვითრიოს, რათა ღვთიურ მადლს განგვაშოროს და ამქვეყნიურ საცდურთა საშუალებით მარადიული სასუფეველი დაგვაკარგვინოს; ან უნდა დავამარცხოთ ჩვენი თავი და ჩვენზე გაბატონებული მიწიერი ვნებანი, ანდა უნდა ბიწიერებისა და ბოროტების მთესველად ვიქცეთ.
ვინც ეკლესიის წიაღში არ იმყოფებიან, შორს არიან ჭეშმარიტი მშვიდობისა და სიყვარულის, უფლის მადლისა და სიხარულისაგან. მათთვის ჯოჯოხეთი უკვე ამქვეყნიდანვე იწყება. ამქვეყნიდანვე იწყება ღვთისსათნო ადამიანთა ზეაღსვლა ცისკენ და ეს პროცესი...
იხილეთ სრულად
ვინც ეკლესიის წიაღში არ იმყოფებიან, შორს არიან ჭეშმარიტი მშვიდობისა და სიყვარულის, უფლის მადლისა და სიხარულისაგან. მათთვის ჯოჯოხეთი უკვე ამქვეყნიდანვე იწყება. ამქვეყნიდანვე იწყება ღვთისსათნო ადამიანთა ზეაღსვლა ცისკენ და ეს პროცესი მსგავსია ებრაელთა მოგზაურობისა ეგვიპტიდან აღთქმული მიწისკენ.
თუ ჩვენ სერიოზულად არ მოვეკიდებით რელიგიურ-ზნეობრივ საკითხებს, თუ ჩვენ ხალხს არ დავუბრუნებთ მართლმადიდებელ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ვერაფრით გავარღვევთ ჩაკეტილ წრეს და ვერ შევძლებთ ადამიანების და აქედან გამომდინარე მთელი ერის სულიერ...
იხილეთ სრულად
თუ ჩვენ სერიოზულად არ მოვეკიდებით რელიგიურ-ზნეობრივ საკითხებს, თუ ჩვენ ხალხს არ დავუბრუნებთ მართლმადიდებელ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ვერაფრით გავარღვევთ ჩაკეტილ წრეს და ვერ შევძლებთ ადამიანების და აქედან გამომდინარე მთელი ერის სულიერ განახლებასა და გადარჩენას.