თქვენი ყურადღება ეგოიზმზე გაამახვილეთ. ის არის ყველაფრის მიზეზი. დამდაბლდით. მოაშთვეთ ეგოიზმი, რომელიც შხამიანი გველივით მოდის თქვენი სულის დასაგესლად. ნურაფერს დაიტოვებთ შიგნით. მხოლოდ ასე განაქარვებთ ყოველგვარ სატანურ მოქმედებას... იხილეთ სრულად
თქვენი ყურადღება ეგოიზმზე გაამახვილეთ. ის არის ყველაფრის მიზეზი. დამდაბლდით. მოაშთვეთ ეგოიზმი, რომელიც შხამიანი გველივით მოდის თქვენი სულის დასაგესლად. ნურაფერს დაიტოვებთ შიგნით. მხოლოდ ასე განაქარვებთ ყოველგვარ სატანურ მოქმედებას... იხილეთ სრულად
წმინდა ტრიოდიონი იწყება მეზვერისა და ფარისევლის მშვენიერი მაგალითით, რომელიც ნათელყო... იხილეთ სრულად
ამპარტავნებამ გრგვინვით დასცა ზეციერ ანგელოზთა ძალების მთავარი – ლუციფერი – ბნელ ეშმაკად აქცია და საუკუნოდ წარწყმიდა. მაშინ, როცა იესოს სიმდაბლემ – „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქ... იხილეთ სრულად
სიმდაბლისა და ნამდვილი სინანულის გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება, თუნდაც სხვა ბევრი სათნოება ჰქონდეს.
„ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი“ (მათ. 11, 29). ხედავ, შვილო? სიმშვიდე თავმდაბლობის ნაყოფია და ორივე ნეტარ და ღვთიურ განსვენებას მოგვმადლებს.
იესო ქრისტეს სიმდაბლის არდაგი მოირტყით წელზე და ყველაფერში დაემორჩილეთ, რომ თქვენს გულებში ყოველთა ღმერთი მიიღოთ.
სანამ სიმდაბლე არ გვყოფნის, ღმერთი არ შეწყვეტს განსაცდელებით ჩვენს დამდაბლებას, ვიდრე ამ მნიშვნელოვან და მაცხონებელ გაკვეთილს ვისწავლიდეთ.
გათელილ გზაზე სარეველა არ ამოდის; არც თავმდაბალ სულში აღმოცენდება ვნება და ბოროტება.
როგორც შემოდგომის ფოთლები ცვივა სიოს დაბერვისთანავე, ისე ვეცემით ჩვენც უმნიშვნელო განსაცდელისა და გაჭირვების დროს, როცა ღვთის მადლი ჩვენთან ერთად არ იბრძვის, ჩვენი მოკავშირე არ არის. და როდის არის ღვთის მადლი ჩვენი მოკავშირე? მხოლ... იხილეთ სრულად
როცა საზიარებლად მიდიხარ, განიკითხე თავი, როგორც ცოდვილმა, რომელიც მეუფე ქრისტეს მიღების ღირსი არ არის. ზიარებისას უნდა ტიროდე, რომ იესომ შეგიბრალოს შენი ცოდვების გამო.