წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
48. ღვთის მოშიშს ჰყავს თავისი მუდმივი თანამოსაუბრე - სიმდაბლე, და მისი კარნახით ღვთის სიყვარულსა და მადლიერებამდე ამაღლდება. ღმერთი შეახსენებს მას, რომ ადრე წუთისოფლის მოთხოვნილებათა მიხედვით ცხოვრეობდა, შეახსენებს მის სხვადასხვა ცოდვას, სიჭაბუკის ჟამს ჩადენილს და იმას, თუ როგორ იხსნა უფალმა ყოველივე ამისაგან და ვნებებით აღსავსე ცხოვრებიდან როგორ მოაქცია უფლისმიერი ცხოვრებისაკენ. ის შიშით მიიღებს სიყვარულსაც და ღრმა სიმდაბლით მადლობას შესწირავს უფალს, ჩვენი ცხოვრების კეთილისმყოფელსა და ხელმძღვანელს.
47. ვინც ჯერ კიდევ ვერ მოიპოვა სიყვარულით შთაგონებული ღვთის შემეცნება, ის ბევრს ფიქრობს, თუ რას აკეთებს ღვთისნიერს. ხოლო ვინც ამას მიაღწია, გულში იმეორებს პატრიარქ აბრაამის სიტყვებს, რომელიც მაშინ წარმოთქვა, როცა ღვთის გამოცხადების ღირსი გახდა: "აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი, მე, მტვერმა და ნაცარმა" (დაბ.18,27).
თემა: ღვთის შემეცნება, საკუთარი თავის შეცნობაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
46. ვინც ღვთის შემეცნების ღირსი გახდა და სიყვარული მოიპოვა, მის ცოდნას არასდროს დაეუფლება პატივმოყვარეობის სული, ხოლო ვინც ამას ვერ მიაღწია, მას ადვილად შეიპყრობს იგი. ხოლო, თუ ასეთი ადამიანი, რასაც არ უნდა იქმოდეს, ღმრთზე იფიქრებს, ყველაფერს მისთვის გააკეთებს, მაშინ, ღვთის შემწეობით, ადვილად დაძლევს ამ სენს.
42. ღვთის მოყვარული დედამიწაზე ანგელოზივით ცხოვრობს, მარხულობს და ფხიზლობს, გალობს და ლოცულობს და ყველა ადამიანის მიმართ ყოველთვის სიკეთეს განიზრახავს.
თემა: სიყვარული ღვთისადმი, მარხვა, ლოცვა, სიკეთეავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
40. სიყვარულის ღვაწლია: მოყვასისადმი გულმოდგინე სამსახური, სულგრძელობა, მოთმინება და ნივთების გონივრული გამოყენება.
თემა: სიყვარული მოყვასისადმი, სულგრძელება, მოთმინებაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ