ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები

ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

მიწას ვატარებთ, მიწაზე დავდივართ და მიწად მივიქცევით მიწას ვატარებთ, მიწაზე დავდივართ და მიწად

ეშმაკი ღმერთს ადამიანების წინაშე ადანაშაულებს, ადამიანებს - ღვთის წინაშე და ადამიანებს - თვით ადამიანების წინაშე. ეშმაკი ღმერთს ადამიანების წინაშე

ეშმაკი იმიტომაც შთააგონებს ზოგიერთს იმის ფიქრს, თითქოს გეენია არ არსებობს, რომ მასში ჩააგდოს. ეშმაკი იმიტომაც შთააგონებს ზოგიერთს იმის

როდესაც ცხოველს თვალებს აუხვევენ, მაშინ იგი წრიულად დადის; მას რომ თვალები ახვეული არ ჰქონდეს, იგი ასე არ ივლიდა; ასევეა ეშმაკიც: თუ შეძლებს, ადამიანს თვალები დაუბნელოს, ცოდვის ყველა სახეობაში აგდებს მას. როდესაც ადამიანს თვალები გახელილი აქვს, იგი თავს არიდებს ეშმაკის საცდურებს. როდესაც ცხოველს თვალებს აუხვევენ, მაშინ იგი

თვით ღმერთია გულღია, რამეთუ გონიერი ქმნილებები შექმნა, რომელთათვისაც შეეძლო, საკუთარი სრულყოფილება გაეხსნა. თვით ღმერთია გულღია, რამეთუ გონიერი

ოქროსშემცველი მიწის გროვის შემყურე უცოდინარს სძაგს იგი, ხოლო ვინც იცის, არ სძულს - მისი შემცველი ოქროს ნამცეცების გამო. ამის მსგავსად, როდესაც უყურებ ადამიანს, რომელსაც აქვს არასასიამოვნო გარეგნობა - გაუნათლებლობის, უხეშობის, უწესრიგობის, ნაკლოვანების, - უყურადღებო ადამიანს სძაგს იგი, ყურადღებიანს კი ებრალება, მაგრამ არ სძულს, იმიტომ, რომ თვით ამ უსახურ ბელტშიც არის ოქრო - არსება ადამიანისა და განსაკუთრებით - მისი სული. ოქროსშემცველი მიწის გროვის შემყურე უცოდინარს

ადამიანი ღმერთი არ არის; მაგრამ მისი არსებობის მიზანი, უფლის მცნების მიხედვით, ღვთის მსგავსებაა (ლევ. 11, 45; მათე 5, 48). ადამიანი ღმერთი არ არის; მაგრამ მისი

რაც მეტად უახლოვდება ადამიანი ღმერთს, მით მეტად ხედავს საკუთარ ცოდვილობას რაც მეტად უახლოვდება ადამიანი ღმერთს, მით

რაც უფრო მახვილი მხედველობა გვაქვს, მით მეტად შევიცნობთ, რამდენად შორს ვართ ზეცისაგან. ამრიგადვე, რაც მეტად წარვემატებით სათნოებაში, მით მეტად ვისწავლით შეცნობას იმისას, რაოდენ დიდი მანძილია ღმერთსა და ჩვენს შორის. რაც უფრო მახვილი მხედველობა გვაქვს, მით მეტად

ჩვენი სრულყოფილება სრულყოფის განუწყვეტელი პროცესია ჩვენი სრულყოფილება სრულყოფის განუწყვეტელი

ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

2