ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები

ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

აქ, დედამიწაზე, ადამიანისთვის შესაძლებელი სრულყოფილება - მხოლოდ სრულყოფილებისაკენ განუწყვეტელ და გამუდმებულ მისწრაფებაში მდგომარეობს (ფილ. 3, 13-15). აქ, დედამიწაზე, ადამიანისთვის შესაძლებელი

ადამიანი სულისა და სხეულისაგან შედგება. ამიტომ ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან, როგორც ყოვლადსრულყოფილ არსებასთან, ჩვენი ყოფიერების, ცხონებისა და ნეტარების (შემოქმედთან) მიზეზთან, უნდა გამოვხატოთ არა მხოლოდ სულიერად, არამედ - სხეულითაც, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღვთის თაყვანისცემა არა მხოლოდ შინაგანი, არამედ გარეგნულიც უნდა იყოს. ადამიანი სულისა და სხეულისაგან შედგება.

ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის დაღუპვა და იღუპავს კიდეც, მაგრამ გადარჩენა თავისით არ ძალუძს. ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის დაღუპვა და

მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ჩვენ კი ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ჩვენ კი

განა გასაოცარია, რომ იქ, სადაც ღმერთი საუბრობს, ზოგჯერ ადამიანური ცნობიერება არ კმარა?! რაოენ ხშირია, რომ ბავშვს არ ესმის სრულყოფილად ის, რასაც მას სრულწლოვანი ეუბნება. განა გასაოცარია, რომ იქ, სადაც ღმერთი

ნამდვილი ადამიანები ზრუნავენ, რომ მათმა ცხოვრებამ ღირსეული ნაყოფი გამოიღოს და არა მეზობელთა ქება-დიდებისათვის. დიდება ექოს მსგავსად მათი თანმდევია და თუკი ექო ყოველთვის მაინც არ ისმის მიწაზე, იგი უცილობლად ჰპოვებს გამოძახილს ზეცაში. რადგანაც ცხოვრება ნამდვილი ადამიანისა დაკავშირებულია მარადიულობასა და ზეცასთან. როცა ქრისტე სიკეთეს იქმოდა, იგი ხშირად გადაჭრით კრძალავდა ამაზე საუბარს. უფლის წმიდანებმა აითვისეს ეს მეცნიერება და ადამიანურ დიდებას გაურბოდნენ ისე, როგორც ცეცხლს. ნამდვილი ადამიანები ზრუნავენ, რომ მათმა

როგორც მაგნიტი ყველაფერს კი არ იზიდავს, რასაც უახლოვდება, არამედ - მხოლოდ რკინას, ასევე უფალი, თუმცა ყველას უახლოვდება, ვისაც ეს შეუძლია და რაღაც ნათესაობას გრძნობენ მასთან (ანუ საკუთარი ნებისა და გრძნობების თანხმობას უფალთან, რომელსაც ყველას ცხონება სურს). როგორც მაგნიტი ყველაფერს კი არ იზიდავს, რასაც

მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, შორს ვიყოთ ღვთის სულისგან, ღვთის სულს კი არ შეუძლია ჩვენგან შორს იყოს. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, შორს ვიყოთ ღვთის

ღმერთმა იცის, ყოველი ადამიანის საჭიროება, ძალების საზომი და ყოველი მათგანის უძლურება. ღმერთმა იცის, ყოველი ადამიანის საჭიროება

ღვთის სამსჯავრო განსხვავდება ადამიანთა სამსჯავროებისაგან. გულმოწყალე და უხვადმოყვარე უფალი მრისხანების ვნებას რომ დამორჩილებოდა და თავისი ღვთაებრივი დიდებულების ყოველგვარი შეურაცხყოფისათვის ყველა ადგილზევე დაესაჯა, მაშინ მთელი კაცთა მოდგმა დიდი ხნის წინათ ამოწყდებოდა ღვთის სამსჯავრო განსხვავდება ადამიანთა

ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

2