ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
გაფრთხილდით, რომ საქმემ დღის განმავლობაში ბაგეებით ლოცვა არ მოგპაროთ. ხმამაღლა იმეორეთ ჩვენი იესოს ყოვლადდიდებული, ტკბილი სახელი და უფალი თქვენს საშველად და სანუგეშებლად მოსვლას არ დააყოვნებს. და რა არის ისეთი, რისი გამოსწორება და... იხილეთ სრულად
აუცილებელია მღვიძარება და უწყვეტი ლოცვა, რომ ჩვენში დაბუდებული ბოროტებისგან გავთავისუფლდეთ და ის სულიერი სიკეთით შევცვალოთ.
როცა სულის სიწმინდეზე ვიზრუნებთ, მასში დამკვიდრდება ღმერთი დიდებისა და სული იქცევა უფლის წმინდა, ბრწყინვალე ტაძრად, რომელიც ღვთისადმი უწყვეტი ლოცვის საკმევლის სურნელებას აფრქვევს.
რადაც არ უნდა დაგიჯდეს, იზრუნე, რომ გონება სუფთად დაიცვა, ცოდვის ყოველი გულისსიტყვა და წარმოდგენა მაშინვე განაგდე მრისხანებით და გულმხურვალე ლოცვით. „გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ" (ეფეს. 4, 26).
უდებებით ნუ ვილოცებთ, არამედ მხურვალე სულით (რომ. 12, 11), გულის სიღრმიდან შევღაღადოთ: „მოძღვარო, მიხსენი, ვიღუპები“ (ლუკ. 8, 24) . მცირე შრომა დაგვჭირდება, თუკი ბრძოლას თავიდანვე შევუდგებით, ხოლო თუ გულისსიტყვებს მივუშვებთ და მომ... იხილეთ სრულად
დრო მცირეა და როდის ამოიწურება, არ ვიცით. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, ყოველი ბოროტი გულისსიტყვა მრისხანებითა და მხურვალე ლოცვით განვაგდოთ ჩვენგან; ხოლო თუ ცრემლსაც დავღვრით, დიდ სარგებელს ვნახავთ, რადგან ცრემლები სულს განწმენდს და თოვლ... იხილეთ სრულად