მარად და ყველაგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..
მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული.
შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა,
ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული.
ზოგი ამბობს, როდის გაბრწყინდება საქართველოო, კი მაგრამ, დალოცვილო! აღსარება თქვი, ეზიარე, ვინ გიშლის ცხონებას?! ფიალა ავსებულია და სადაცაა უფალი გადმოანთხევს, მაგრამ ღვთისმშობელი მალე შეიწყალებს საქართველოს, ოღონდ ის სულ სხვა სიკე...
იხილეთ სრულად
ზოგი ამბობს, როდის გაბრწყინდება საქართველოო, კი მაგრამ, დალოცვილო! აღსარება თქვი, ეზიარე, ვინ გიშლის ცხონებას?! ფიალა ავსებულია და სადაცაა უფალი გადმოანთხევს, მაგრამ ღვთისმშობელი მალე შეიწყალებს საქართველოს, ოღონდ ის სულ სხვა სიკეთე იქნება.
ვფიქრობ, არცერთ წარართულ ქვეყანას არ მოუსმენია ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე ქადაგება ერთი ღმერთის შესახებ. ეს მოხდა მხოლოდ საქართველოში. რატომ გამოირჩია უფალმა საქართველო? იმიტომ, რომ საქართველომ უნდა აღასრულოს მოციქულთა ღვაწლი. ...
იხილეთ სრულად
ვფიქრობ, არცერთ წარართულ ქვეყანას არ მოუსმენია ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე ქადაგება ერთი ღმერთის შესახებ. ეს მოხდა მხოლოდ საქართველოში. რატომ გამოირჩია უფალმა საქართველო? იმიტომ, რომ საქართველომ უნდა აღასრულოს მოციქულთა ღვაწლი. მან უნდა გააგრძელოს ქადაგება ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ, რასაც ამქვეყნად ჯერ ებრაელები, შემდეგ კი ქრისტეს წმინდა მოციქულები აკეთებდნენ. ეს არის საქართველოს მთავარი იდეა, მისი ძირითადი დანიშნულება. საქართველომ ყველგან უნდა...
"ვეფხისტყაოსანი" არის არამხოლოდ მსოფიო დონის ლიტერატურული შედევრი, როგორც მას კაცობრიობა აღიარებს, არამედ უაღრესად სასულიერო - საეკლესიო ნაწარმოებიც!.. უდიდესი პოეტური ხელოვნებით შაირებში შეფარულია დიდი სულიერი სიბრძნე, საიდუმლო დ...
იხილეთ სრულად
"ვეფხისტყაოსანი" არის არამხოლოდ მსოფიო დონის ლიტერატურული შედევრი, როგორც მას კაცობრიობა აღიარებს, არამედ უაღრესად სასულიერო - საეკლესიო ნაწარმოებიც!.. უდიდესი პოეტური ხელოვნებით შაირებში შეფარულია დიდი სულიერი სიბრძნე, საიდუმლო და წინასწარმეტყველება ბოლო ჟამის საქართველოს გაბრწყინებაზე. "ვეფხისტყაოსანი" არის ქართული სულის უკიდეგანო სამყარო. სულიერების ისეთი სიმაღლე, რომელსაც დღემდე ვერ მიაღწია მსოფლიოში ვერცერთმა ერმა და აწი მითუმეტეს!..
ეს არის...
დიდება ღმერთსა სრულმყოფელსა ყოვლისა კეთილისასა!
დიდი ისტორიული დღე გაგვითენდა. 26 მაისი სამუდამოდ და საშვილიშვილოდ დარჩება ფრიად მნიშვნელოვან დღედ. აღსრულდა ჩვენი უდიდესი ნატვრა, ჩვენ ნეტარხსენებულთა წინაპართა მუდმივი ლტოლვი...
იხილეთ სრულად
დიდება ღმერთსა სრულმყოფელსა ყოვლისა კეთილისასა!
დიდი ისტორიული დღე გაგვითენდა. 26 მაისი სამუდამოდ და საშვილიშვილოდ დარჩება ფრიად მნიშვნელოვან დღედ. აღსრულდა ჩვენი უდიდესი ნატვრა, ჩვენ ნეტარხსენებულთა წინაპართა მუდმივი ლტოლვილება. ღმერთმა განუსველოს იმ თავდადებულ მამულიშვილებს, რომელთაც თავი შესწირეს სამშობლოს კეთილდღეობისთვის და თავგანწირულად იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის განთავისუფლებისათვის. დიდი წვალების შემდეგ იშვა ჩვენი თავისუფლება, და ობლის კვერი...
დიდგორის ომი თავისი ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობით უდიდესი ომია. მაშინ საქართველომ საღმრთო ომში გაიმარჯვა. ომის წარმოების როგორც სტრატეგული, ისე ტაქტიკური და სულიერი თვალსაზზრისით მან, თავისი განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მს...
იხილეთ სრულად
დიდგორის ომი თავისი ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობით უდიდესი ომია. მაშინ საქართველომ საღმრთო ომში გაიმარჯვა. ომის წარმოების როგორც სტრატეგული, ისე ტაქტიკური და სულიერი თვალსაზზრისით მან, თავისი განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მსოფლიო ისტორიაში. მაშინ დიდგორზე წყდებოდა არამარტო ქართველთა ბედი, არამედ მთელი მართლმადიდებელი საქრისტიანოსი!.. ეს ომი ჯერ კიდევ არა არის სრულყოფილად შესწავლილი. და რომ ამბობთ, ვიღაც გამოჩნდა და რაღაც ეეწვებაო. გეტყვით მ...
გარდაიცვლება თუ არა ვინმე მოღვაწე ჩვენს სამშობლოში, ჩვენ ვიწყებთ გოდებას, ვთხზავთ მრავალს ლამაზად მოკაზმულ სიტყვებს, მჭერმეტყველებაში ერთმანეთს ვეჯიბრებით, განსვენებულის ღირსებებს ხშირად ერთი-ორად-სამად და მეტადაც ვაზვიადებთ, იმის...
იხილეთ სრულად
გარდაიცვლება თუ არა ვინმე მოღვაწე ჩვენს სამშობლოში, ჩვენ ვიწყებთ გოდებას, ვთხზავთ მრავალს ლამაზად მოკაზმულ სიტყვებს, მჭერმეტყველებაში ერთმანეთს ვეჯიბრებით, განსვენებულის ღირსებებს ხშირად ერთი-ორად-სამად და მეტადაც ვაზვიადებთ, იმის დაკარგვით ჩვენს ქვეყანას ვთვლით დაობლებულად, დაღუპულად, - და ამით გვინდა გამოვიჩინოთ მამულიშვილობა, სიყვარული სამშობლოსადმი. თვალწინ ვიყენებთ ისტორიას ჩვენის ერისას, განათლებულ ცხოვრებას ჩვენის უძველესის წინაპრებისას, წ...
გაგვითენდა! როგორც არის, ცა გაგვეხსნა! ბოლოს ჩვენთვისაც დაირეკა ბრწყინვალე აღდგომის სალიტანიო მხიარული ზარები! საქართველო აღდგა, ჩვენი სათაყვანო სამშობლო უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის გამოცხადებული!
როგორც მკვდრეთით აღდ...
იხილეთ სრულად
გაგვითენდა! როგორც არის, ცა გაგვეხსნა! ბოლოს ჩვენთვისაც დაირეკა ბრწყინვალე აღდგომის სალიტანიო მხიარული ზარები! საქართველო აღდგა, ჩვენი სათაყვანო სამშობლო უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის გამოცხადებული!
როგორც მკვდრეთით აღდგომილსა ქრისტემ თვისი საფლავის კარიდან გადააგორა ლოდი, ისე დღევანდელმა საქართველომ მოიხსნა მონობა, ასი წლის განმავლობაში მძიმე ლოდად რომ აწვა მკერდზე, ულმობელად, რომ ბორკავდა მას და უსულო ცხედარს ამსგავსებდა...
ასეტი ბედნიერებ...
არავინა ვართ დღეს საქართველოში მყოფნი, რომ არ ვიცოდეთ საქართევლოს დასჯა. და არც ასეთი ვინმე ვართ, რომ ცოდვიდამ ხელს ვიღებდეთ. ღვთის სიმართლისაგან დასჯილნი, წმინდათ წერილისაგან მხილებული და სვინიდისისაგან შეჭმული ყველანი ყველას ვამ...
იხილეთ სრულად
არავინა ვართ დღეს საქართველოში მყოფნი, რომ არ ვიცოდეთ საქართევლოს დასჯა. და არც ასეთი ვინმე ვართ, რომ ცოდვიდამ ხელს ვიღებდეთ. ღვთის სიმართლისაგან დასჯილნი, წმინდათ წერილისაგან მხილებული და სვინიდისისაგან შეჭმული ყველანი ყველას ვამყტუნებთ და თვითონ კი უფრო მცოდველნი ვართ. და ვაი სიბრმესა და დაბნელებასა ულხინებელსა, რომ ყველანი მცოდველნი ვართ და ცოდვიდამ ხელს არ ვიღებთ. ნისლისავით შესქალებული ცოდვა ყველას თვალთ წინ გვიდგა, სიმაღლით ღვთის წინ აღმავა...