სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ერთმა ძმამ ბერს კითხა: "როგორ მოვიქცე მამაო? სამარცხვინო ზრახვები მანადგურებენ". ბერმა მიუგო: - "როდესაც დედას სურს, რომ ბავშვი ძუძუს მოსწყვიტოს, მწარე ზღვის ხახვს ისვამს. ბავშვი, ჩვეულებისამებრ, მივარდება ძუძუს, მაგრამ სიმწრის გამო სწრაფად განაგდებს. "ასევე, შენც, თუ გსურს, შენი ზრახვები სიმწარით დაფარე". ძმამ კვლავ ჰკითხა: "როგორი სიმწარით უნდა დავფარო?" "სიკვდილის ხსოვნით და მომავალი ცხოვრების სატანჯველზე ფიქრით". - უპასუხა ბერმა. ერთმა ძმამ ბერს კითხა: როგორ მოვიქცე მამაო?

გამოზომილად მიიღე პური და წყალი და სიძვის ეშმაკი გაუჩინარდება გამოზომილად მიიღე პური და წყალი სიძვის ეშმაკი

მუცლის დამთრგუნველ ვნებას ჩაახშობს, მისი გონება კი სიძვის ზრახვებით არ აღივსება. მუცლის დამთრგუნველ ვნებას ჩაახშობს, მისი

თუ მეფე მტრის ქალაქის აღებას მოისურვებს, უპირველეს ყოვლისა, უსპობს მას საარსებო წყაროს: შიმშილით შეწუხებული მოქალაქეები მას ემორჩილებიან. იგივე ემართება ხორციელ სურვილებსაც: თუ ადამიანი მარხვითა და თავშეკავებით იცხოვრებს, ზრახვები მის სულს ვეღარ შეაწუხებენ. თუ მეფე მტრის ქალაქის აღებას მოისურვებს

როგორც ცეცხლი ვერ აღენთება ცეცხლის, ანდა რაიმე სხვა საწვავი საშუალების გარეშე, ასევე, თუ ჩვენს უძლურ ხორცს ნაყროვანებაში არ ჩავაგდებთ, ხორციელი ვნებით არ აღენთება და მშვიდი და ღვთის ნების მორჩილი იქნება როგორც ცეცხლი ვერ აღენთება ცეცხლის, ანდა

მუცლის მაამებელი და ამასთან სიძვის სულის დამარცხების მსურველი ჰგავს ადამიანს, რომელსაც ზეთით ცეცხლის ჩაქრობა სურს. მუცლის მაამებელი და ამასთან სიძვის სულის

ნაყროვანებასა და ფუფუნებაში უბიწოების შენარჩუნების მსურველი ჰგავს ადამიანს, რომელსაც ჭაობში წოლით მოუსურვებია სიწმინდის შენარჩუნება. ნაყროვანებასა და ფუფუნებაში უბიწოების

როდესაც რაიმე ხორციელი სურვილი გწვავს, მოიძულე იგი და შენს სულს უთხარი: "იმითი მძიმდები, რომ სიამოვნებებს გაკლებ? დამშვიდდი, რამეთუ ამით ზეცისა და მისი ყოვლადსასიხარულო მადლის ღირსი გახდები. მცირეოდენი დაითმინე და ნაყოფს მოიმკი" როდესაც რაიმე ხორციელი სურვილი გწვავს

ნურასოდეს გაიხსენებ შენს მიერ ოდესმე ჩადენილ ხორციელ ცოდვებს, რომ მისით კვლავ არ შებღალო შენი სული, არამედ ღმერთს ევედრე და თქვი: - "უფალო, შენ ხედავ ჩემს უწმინდურსა და აურაცხელ ცოდვებს, შენ თავად გამოიძიე ისინი, მათ შესახებ საუბარს მე ვერ გავბედავ, რომ უმეტესად არ განგარისხო!". ნურასოდეს გაიხსენებ შენს მიერ ოდესმე ჩადენილ

ქმარი ცოლის თავია, მაგრამ არა - ბატონი ქმარი ცოლის თავია, მაგრამ არა - ბატონი

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2