
34. სული მანკიერია იმის გამო, რომ იგი თავისი ბუნებისამებრ არ მოქმედებს და ამიტომ მასში ვნებიანი გულისთქმანი წარმოიქმნება. ბუნებისამებრ კი სული მაშინ მოქმედებს, როცა მის ვნებიან ძალებზე, ე.ი. გულისწყრომასა და გულისთქმაზე, საგნების ... იხილეთ სრულად
34. სული მანკიერია იმის გამო, რომ იგი თავისი ბუნებისამებრ არ მოქმედებს და ამიტომ მასში ვნებიანი გულისთქმანი წარმოიქმნება. ბუნებისამებრ კი სული მაშინ მოქმედებს, როცა მის ვნებიან ძალებზე, ე.ი. გულისწყრომასა და გულისთქმაზე, საგნების ... იხილეთ სრულად
35. სხეულის მანკიერება არის საქმით აღსრულებული ცოდვა
36. მდუმარება მას უყვარს, ვინც მიწიერს არ ელტვის; ყველა ადამიანი მას უყვარს, ვისაც რაიმე ადამიანური არ უყვარს; და ღვთისა და ღვთიურის ცოდნა მას გააჩნია, ვინც ვერ ცდუნდება ვერც სხვისი დაცემით და ვერც სხვისით აღძრული ეჭვის გულისთქმის... იხილეთ სრულად
37. მნიშვნელოვანია საგნებისადმი ვნების უქონლობა, მაგრამ გაცილებით უკეთესია, როცა უბიწო ხარ მათზე ფიქრის ჟამს.
38. სიყვარული და თავშეკავება გონებას უბიწოდ იცავს საგნებთან ურთიერთობაშიც და მათზე ფიქრის დროსაც.
39. ღვთისმოყვარულის გონება არა საგნებისა და მათზე ფიქრის, არამედ იმ ვნების წინააღმდეგ იბრძვის, რომელიც ფიქრებს ახლავს, ე.ი. ის ეწინააღმდეგება არა დედაკაცს, ან მაწუხებელს და მათ წარმოსახვას, არამედ ვნებებს, რომლებიც ამ წარმოსახვებს... იხილეთ სრულად
40. დემონების წინააღმდეგ მონაზვნის ბრძოლას წარმოადგენს ის, რომ ვნებები ფიქრებისაგან განაცალკეოს, რამეთუ, ამის გარეშე, იგი ვერ შეძლებს საგნებისადმი უბიწოდ ცქერას.
41. საგანი სხვაა, ფიქრი - სხვა და ვნება - სხვა. მაგალითად, საგანია მამაკაცი, დედაკაცი და სხვა, ფიქრი - მათი უბიწოდ წარმოსახვა, ვნება - მათი ან უგონო სიყვარული, ან განუსჯელი სიძულვილი. ამგვარ ვნებებს ებრძვის მონაზონი.
42. ვნებიანი ფიქრი რთულია, რადგან ვნებისა და ფიქრისაგან შედგება. ჩამოვაშოროთ ფიქრს ვნება და დარჩება უმწიკვლო ფიქრი. თუ ეს გსურს, მაშინ სულიერი სიყვარულისა და თავშეკავების მეშვეობით ჩამოაშორე.
43. სათნოებანი გონებას ვნებათაგან განაშორებს, სულიერი ჭვრეტა კი -უმნიშვნელო აზრებისაგან, ხოლო წმიდა ლოცვა მას თავად ღმერთთან მიიყვანს.