ასე რომ, გონიერი ლოცვის გარეშე გამოსავალი არ არსებობს. ულოცველობა არ ძალგვიძს, რადგან ჩვენი სულიერი ბუნება ლოცვას მოითხოვს. ღმერთთან მიახლება კი სხვაგვარად არ ხელგვეწიფება, თუ არა გონიერი ლოცვით, რამეთუ ღმერთი გონიერია. არსებობს გ...
იხილეთ სრულად
ასე რომ, გონიერი ლოცვის გარეშე გამოსავალი არ არსებობს. ულოცველობა არ ძალგვიძს, რადგან ჩვენი სულიერი ბუნება ლოცვას მოითხოვს. ღმერთთან მიახლება კი სხვაგვარად არ ხელგვეწიფება, თუ არა გონიერი ლოცვით, რამეთუ ღმერთი გონიერია. არსებობს გონიერი, სიტყვიერად და გარეგნულად აღსრულებული ლოცვა - პირადი იქნება ეს, თუ საეკლესიო - და არის ასევე ლოცვა გონიერი, თავისთავადი, ყოველგვარი გარეგნული ფორმისა და სხეულის მდგომარეობისაგან დამოუკიდებელი, მაგრამ საქმის არსი ი...
ვინც არ ფლობს გონიერი შინაგანი ლოცვის უნარს, მას არ ძალუძს არანაირი ლოცვა, რამეთუ მხოლოდ გონიერი ლოცვაა ჭეშმარიტი ლოცვა, ღვთისთვის სათნო და სასიამოვნო, თუ ასეთი ლოვის სულით არ აღევლინება საეკლესიო და პირადი ლოცვები, მაშინ მლოცველო...
იხილეთ სრულად
ვინც არ ფლობს გონიერი შინაგანი ლოცვის უნარს, მას არ ძალუძს არანაირი ლოცვა, რამეთუ მხოლოდ გონიერი ლოცვაა ჭეშმარიტი ლოცვა, ღვთისთვის სათნო და სასიამოვნო, თუ ასეთი ლოვის სულით არ აღევლინება საეკლესიო და პირადი ლოცვები, მაშინ მლოცველობას მხოლოდ გარეგნული სახე აქვს და შინაარსით ის ლოცვა არაა.
მაინც რა არის ლოცვა? ლოცვა არის გონებისა და გულის ღვთისაკენ ამაღლება. მისდამი მადლიერების გამოსახატავად და მის სადიდებლად, რომელიც გულისხმობს სულიერ სიკეთეთა და...
პირველი საფეხური გულისხმობს გარეგნულ ლოცვას - კითხვით, დგომით და მუხლთადრეკით გამოხატულს. თუმცა ამ დროს ყურადღება იფანტება, გული ლოცვაში არ მონაწილეობს, განწყობა არ არის. ამიტომ საჭიროა მოთმინება, შრომა და ოფლისღვრა. ეს ნუ შეგაშინ...
იხილეთ სრულად
პირველი საფეხური გულისხმობს გარეგნულ ლოცვას - კითხვით, დგომით და მუხლთადრეკით გამოხატულს. თუმცა ამ დროს ყურადღება იფანტება, გული ლოცვაში არ მონაწილეობს, განწყობა არ არის. ამიტომ საჭიროა მოთმინება, შრომა და ოფლისღვრა. ეს ნუ შეგაშინებს, დადექი მშვიდად და დაიწყე ლოცვა. ეს ქმედითი ლოცვაა.
მეორე საფეხური კი ყურადღებით ლოცვაა. ლოცვისას გონება ეჩვევა აზრების მოკრებას და აცნობიერებს წარმოთქმულ სიტყვებს. ყურადღება ამ დროს შერწყმულია ლოცვის სიტყვებთან და წ...
მინდა საკუთარი სიამოვნებით ვიცხოვრო! – ასე ამბობს სხეულის მონა, – და ცხოვრობს კიდეც ამგვარად. მისი სული სხეულსა და გრძნობებშია ჩაფლული. ზეცაზე, სულიერ საჭიროებებზე, სინდისისა და მოვალეობის მოთხოვნილებებზე არ ფიქრობს, არ უნდა და არ...
იხილეთ სრულად
მინდა საკუთარი სიამოვნებით ვიცხოვრო! – ასე ამბობს სხეულის მონა, – და ცხოვრობს კიდეც ამგვარად. მისი სული სხეულსა და გრძნობებშია ჩაფლული. ზეცაზე, სულიერ საჭიროებებზე, სინდისისა და მოვალეობის მოთხოვნილებებზე არ ფიქრობს, არ უნდა და არც შეუძლია ამაზე ფიქრი (იხ. რომ. 8. 7). მან იცის მხოლოდ სიამოვნებათა სხვადასხვაგვარი სახეობები; მარტო ამაზე შეუძლია საუბარი და მსჯელობა. რამდენი სიკეთეცაა დედამიწაზე, რამდენი მოთხოვნილებაც აქვს მის სხეულს, სიამოვნებათა იმ...
ცხონებისთვის მადლია საჭირო, სად მიიღებ მას ეკლესიის გარეთ? მადლი მოგეცემა წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით, ხოლო ისინი წმიდა ეკლესიაში ინახება. საიდუმლოთა შესასრულებლად საჭიროა სამღვდელოება: ჭეშმარიტი სამღვდელოება კი მხოლოდ ეკლესიაშ...
იხილეთ სრულად
ცხონებისთვის მადლია საჭირო, სად მიიღებ მას ეკლესიის გარეთ? მადლი მოგეცემა წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით, ხოლო ისინი წმიდა ეკლესიაში ინახება. საიდუმლოთა შესასრულებლად საჭიროა სამღვდელოება: ჭეშმარიტი სამღვდელოება კი მხოლოდ ეკლესიაშია. გამოდის რომ, ვინც ეკლესიის გარეშეა, არც სამღვდელოება გააჩნია, არც საიდუმლოებები და არც მადლი.
ჩვენი ცხონება დამოკიდებულია მამა ღმერთის კეთილ ნებაზე, ძე ღმერთის დამსახურებასა და სული წმიდის მადლზე“. ამიტომაა, მართლმადიდებელთა ღმრთისმსახურების თითქმის ყველა ლოცვა სამების: მამის, ძისა და სული წმიდის განდიდებით რომ მთავრდება.
კი მაგრამ, ვინღა ცხონდება? იკითხავს ვინმე, როცა წარმოიდგენს თვითგამოსწორების მთელ სირთულეებს. ამგვარ შეკითხვაზე მაცხოვრის პასუხით ვუპასუხებთ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს (მთ. 19, 25–26).
აი, როგორ იზრდება ჩვენში ბოროტება პატარა, თითქმის შეუმჩნეველი თესლისაგან. გულის ფსკერზე, როგორც უკვე შევნიშნეთ, დევს ბოროტების თესლი – თავის მოყვარეობა; მისგან მოდის მისი ძალით სავსე ბოროტების სამი ვარჯი – მისი სამი სახესხვაობა: თ...
იხილეთ სრულად
აი, როგორ იზრდება ჩვენში ბოროტება პატარა, თითქმის შეუმჩნეველი თესლისაგან. გულის ფსკერზე, როგორც უკვე შევნიშნეთ, დევს ბოროტების თესლი – თავის მოყვარეობა; მისგან მოდის მისი ძალით სავსე ბოროტების სამი ვარჯი – მისი სამი სახესხვაობა: თვითგანდიდება, ანგარება, გრძნობებს აყოლა, რომელნიც თავის მხრივ წარმოშობენ უკვე ვნებებისა და მანკიერ მიდრეკილებათა ურიცხვ სიმრავლეს; როგორც ხეს გამოაქვს მრავალი რტო და ყლორტი, ასევე ჩვენში წარმოიქმნება ბოროტების მთლიანი ხე...
მინდა ყველაფერი მე მეკუთვნოდეს! ასე ფიქრობს ანგარებიანი და ესაა ძირეული ზნეობრივი ბოროტების მეორე რტო. მასში უფრო შესამჩნევად იხსნება თავმოყვარეობის სული. იგი, თითქოს თვითონ პირადად მოქმედებს აქ: ანგარებიანი ადამიანი სიტყვას არ იტ...
იხილეთ სრულად
მინდა ყველაფერი მე მეკუთვნოდეს! ასე ფიქრობს ანგარებიანი და ესაა ძირეული ზნეობრივი ბოროტების მეორე რტო. მასში უფრო შესამჩნევად იხსნება თავმოყვარეობის სული. იგი, თითქოს თვითონ პირადად მოქმედებს აქ: ანგარებიანი ადამიანი სიტყვას არ იტყვის, ნაბიჯს არ გადადგამს და მოძრაობას არ გააკეთებს ისე, რომ იქიდან რაიმე სარგებელი არ ნახოს. ისე აქვს ყველაფერი გათვლილი, ყველაფერი მოწესრიგებული, ყველაფერს ისეთი მიმართულება აქვს მიცემული, რომ დროსაც, ადგილსაც, საგნებს...
ვინ არის ჩემნაირი! – რომელ სულს არ უგრძვნია თავის თავში ამგვარი მოძრაობა? მარტო იმათ კი არა, ვინც მაღალი სრულყოფილებით არიან დაჯილდოვებულნი ბუნებისაგან, ანდა ვინც თავიანთი შრომით მოასწრო გაეკეთებინა რაღაც მნიშვნელოვანი და სასარგებ...
იხილეთ სრულად
ვინ არის ჩემნაირი! – რომელ სულს არ უგრძვნია თავის თავში ამგვარი მოძრაობა? მარტო იმათ კი არა, ვინც მაღალი სრულყოფილებით არიან დაჯილდოვებულნი ბუნებისაგან, ანდა ვინც თავიანთი შრომით მოასწრო გაეკეთებინა რაღაც მნიშვნელოვანი და სასარგებლო საზოგადოებისათვის, თვითგანდიდება ყველა ასაკში, ყველა წოდებისა და მდგომარეობის ადამიანში იჩენს თავს; თვალყურს ადევნებს ადამიანს განვითარების ყველა გონებრივი და ზნეობრივი ხარისხების სრულყოფით; იგი არ ემორჩილება არანაირ ...