წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
28. ღვთის სიყვარულის მომპოვებელი ჰგავს ღვთაებრივ იერემიას, რომელის "არ წუხს, თავისი უფალი ღმერთის მიმდევარი" (იერ.17,16), არამედ ვაჟკაცურად იტანს ყოველგვარ შრომას, შეურაცხყოფას და დამცირებას, არავის მიმართ განიზრახავს ბოროტებას.
თემა: სიყვარული ღვთისადმი, შრომა, შეურაცხყოფა, ლანძღვა, ბოროტებაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
25. ღმერთს, თავისი ბუნებით სახიერსა და უბიწოს, ყველა ადამიანი თანაბრად უყვარს, როგორც თავისი ქმნილება. მაგრამ კეთილს განადიდებს, როგორც ზნეობით თავის მსგავსს, ხოლო უკეთურს შეიწყნარებს თავისი მოწყალების გამო, სჯის მას ამ წუთისოფელში და მოაქცევს. ასევე კეთილგონიერ და უბიწო ადამიანსაც თანაბრად უყვარს ყველა: კეთილი - მისი ბუნებისა და ნების კეთილად წარმართვისათვის, ხოლო უკეთური - როგორც მისი ბუნების, ასევე მისდამი თანაგრძნობის გამო, წყალობს მას, როგორც უგუნურსა და ბნელში მყოფს.
24. მოწყალების გამღები, ბაძავს რა ღმერთს, არ განასხვავებს ბოროტსა და კეთილს, მართალსა და უსამართლოს მათი ხორციელი შეჭირვების ჟამს, არამედ ყველას თანაბრად უნაწილებს საჭიროების მიხედვით; თუმცა კეთილს, თავისი ნების კეთილად წარმართვის გამო, ამჯობინებს მანკიერს.
თემა: მოწყალება, ქველმოქმედებაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
22. ვინც წუთისოფლის ავხორცობას გაურბის, ის თავის თავს ყოველგვარ მიწიერ განსაცდელზე მაღლა აყენებს.
თემა: ვნებები, განსაცდელებიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
21. ვინც თავის სხეულს ტკბობათა და მათგან მომდინარე სნეულებათაგან იცავს, მისი სახით ჰყავს თანაშემწე უმჯობესისათვის სამსახურში.
თემა: სხეული, წუთისოფლის სიამოვნებანიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ