სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები
1. რადგან არაერთგზის მოისურვეთ იმის გაგება, რჯული როგორ არის სულიერი, თანახმად მოციქულისა (რომ. 7.14), ანთუ რა არის მისი დაცვის მოსურნეთა ცოდნა და საქმე, ამის შესახებ ძალისამებრ ვიტყვით: 2. უპირველესად - იმას, რომ ღმერთი ვუწყით ყო... იხილეთ სრულად
5. მთავრობდეს შენს ყველა განაზრახს ის, ვინც მთავარია ყველა სიკეთისა, რომ ღვთით აღსრულდეს დაგეგმილი.
19. მღვიძარება, ლოცვა და მოახლოებულ განსაცდელთა დათმენა ესაა სწორედ ის შემუსვრილობა, გულისთვის რომ უვნებელია და სასარგებლო, მხოლოდ თუ ანგარების შედეგად არ განვკვეთთ მათ თანაშერთულობას (იგულისხმება, რომ ზემორე სათნოებანი ურთიერთგან... იხილეთ სრულად
18. არსებობს გულის შემუსვრილობა – თანაბარზომიერი და სასარგებლო, რაც ამ გულს ლმობიერს ხდის; ამასთან არსებობს სხვა შემუსვრილობაც გულისა, არათანაბარზომიერი და მავნებელი, რაც განგმირავს მას.
17. გულისზრახვებში ნალოლიავები ბოროტება კადნიერს ხდის გულს, მაგრამ როდესაც ამ ბოროტებას თავშეკავებისა და სასოების გზით აღმოვფხვრით, ამით შეიმუსრება გული (ე.ი. თავმდაბალი და გულმოწყალე ხდება)(მრკ. 10.50–51).
16. ვინც ბრმის მსგავსად განიძარცვა სამოსელი და მიეახლა უფალს, ამგვარი ვინმე მიჰყვება კიდეც მას და უსრულესი დოგმატების მქადაგებელიც ხდება.
15. ნუ ამაღლდები, თუ ლოცვის ჟამს ცრემლს ღვრი, რადგან ეს ქრისტე შეეხო შენს თვალებს და შენც გონებით ზეაღიხილე.
9. პირი გონებამდაბლისა ჭეშმარიტებას მეტყველებს, ხოლო ჭეშმარიტების მოპირისპირე მსგავსია იმ მსახურისა, უფალს რომ სილა გაარტყა ყბაში (ინ. 18.22)
10. ნუ დაემოწაფები თავისი თავის მაქებელს, რათა გონებამდაბლობის (თავმდაბლობის) ნაცვლად ამპარტავნება არ ისწავლო
13. ვინც ხორციელად ლოცულობს და ჯერაც არა აქვს სულიერი ცოდნა, მსგავსია იმ ბრმისა, რომლიც ღაღადებდა და ამბობდა: "დავითის ძეო, შემიწყალე მე" (მრკ. 10.48; ლკ. 18.38).