სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები
10. ნუ დაემოწაფები თავისი თავის მაქებელს, რათა გონებამდაბლობის (თავმდაბლობის) ნაცვლად ამპარტავნება არ ისწავლო
9. პირი გონებამდაბლისა ჭეშმარიტებას მეტყველებს, ხოლო ჭეშმარიტების მოპირისპირე მსგავსია იმ მსახურისა, უფალს რომ სილა გაარტყა ყბაში (ინ. 18.22)
14. ვინც ოდესღაც ბრმა იყო, თვალი აახილა მან და დაინახა რა უფალი, აღიარა იგი არათუ კვლავაც დავითის ძედ, არამედ – ღვთის ძედ, და თაყვანი სცა მას(ინ.9.38).
23. ადამიანმა, რომელსაც ბოროტმოქმედება ეწადა, უპირველესად ჩვეულებისამებრ ილოცა გონებით და განგებულებითად დაბრკოლებულმა ბოლოს მრავალი სამადლობელი აღავლინა.
28. ისევე როგორც საქმეებისა და სიტყვების გზით აზრი ცხადდება, ამგვარადვე გულითადი ქველმოქმედებების მეშვეობით - სამომავლო მისაგებელი.
27. სარწმუნოებას წერილი უწოდებს შეუძრავობას (სიმყარეს, უცვლელობას)იმისას, რასაც ვსასოებთ (ებრ.11.1), ხოლო ისინი, რომლებიც ვერ ცნობენ, რომ ქრისტე მკვიდრობს მათში, "გამოუცდელებად" თქვა მან (II კორ. 13.5).
26. საღვთო წერილთა კითხვისას შეიმეცნე ის, რაც დაფარულია მათში, რადგან "რაც კი წინასწარ დაიწერა, ამბობს მოციქული, ჩვენს დასამოძღვრად დაიწერა" (რომ. 15.4).
22. მრავალია ლოცვის სახე, ერთი-მეორეზე უაღმატებულესი, თუმცა ლოცვის არც ერთი სახეობა არ არის საზიანო, გარდა რამ ისეთისა, რაც არ არის ლოცვა, არამედ სატანური ქმედება (როგორც ჩანს, იგულისხმება სატანურ მსახურებაში ჩართული ლოცვები, რაც ... იხილეთ სრულად
24. დავითმა, ნაბალ კარმელიელის მოკვლის მოსურნემ, გაიხსენა საღვთო მისაგებელის შესახებ და, უარყო რა განზრახული, მრავალი სამადლობელი აღავლინა (I მფ. თ. 25). ამასთან, ისიც ვიცით, რაოდენი რამ ჩაიდინა მან, როდესაც დაივიწყა ღმერთი, და არ... იხილეთ სრულად