სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები
37. არსებობს მხილება უკეთურებით და შურისძიების მიზნით, და არსებობს მხილება ღვთისმოშიშებით და ჭეშმარიტად.
49. უმეცრება იმას გვიკეთებს, რომ გვაპირისპირებს ჩვენთვის სასარგებლოსთან და გაკადნიერებული ზრდის ბოროტების მიზეზებს.
48. ადამიანთაგან მიღებული შეურაცხყოფა ტანჯვას განაცდევინებს გულს, თუმცა ვინც დაითმენს, სიწმინდის მიზეზად უხდება მას.
47. ყოველგვარი ბოროტება ბოლოვდება აკრძალული სიამოვნებით, ყოველგვარი სათნოება კი - სულიერი ნუგეშისცემით. პირველი მათგანი, იუფლებს რა, აღძრავს "თავისიანებს", ისევე როგორც მეორეც - "თანამონათესავეებს" თავისას.
46. ყოველგვარი სიკეთე უფლისგან მოიწევა განგებულებითად, მაგრამ ეს სიკეთე საიდუმლოდ განელტვის უმადურებს, გრძნობადახშულებს და უსაქმურებს.
45. უმჯობესია ადამიანთაგან შეცდენილობა, ვიდრე - ეშმაკთაგან, ხოლო ვინც ესათნოვა უფალს, ორივე დასძლია მან.
44. მჩაგვრელ ადამიანთა გამო მლოცველი მუსრავს ეშმაკებს, ხოლო ის, ვინც პირველთ წინააღმდეგობას უწევს, მეორეთაგან ხდება დაჭრილი.
38. ნუღარ ამხილებ იმას, ვინც განეშორა ცოდვას და უკვე შეინანა, ხოლო თუ ამბობ, რომ ღვთისნიერებით ამხილებ მას, უპირველესად შენივე ბოროტებანი გახადე ცხადი.