სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები
27. სარწმუნოებას წერილი უწოდებს შეუძრავობას (სიმყარეს, უცვლელობას)იმისას, რასაც ვსასოებთ (ებრ.11.1), ხოლო ისინი, რომლებიც ვერ ცნობენ, რომ ქრისტე მკვიდრობს მათში, "გამოუცდელებად" თქვა მან (II კორ. 13.5).
28. ისევე როგორც საქმეებისა და სიტყვების გზით აზრი ცხადდება, ამგვარადვე გულითადი ქველმოქმედებების მეშვეობით - სამომავლო მისაგებელი.
29. მოწყალე გული, ცხადია, შეწყალებული იქნება, სააწინააღმდეგო შემთხვევაში კი შედეგიც განსხვავებულია
36. ვინც ხოტბათა ნიაღვარში ცილისწამებასა და ძაგებას ფარავს, ამგვარი ვინმე ძნელად გამოსავლენია უმარტივესთათვის. მისი მსგავსია, აგრეთვე, ის, ვინც ცუდმედიდობს თავმდაბლური სახით. ესენი თუმცა კარგა ხანს ახერხებენ მზაკვრულად გადასძლიონ ... იხილეთ სრულად
35. არის საქმე, გარეგნულად აღსრულებული როგორც კარგი, რომლის აღმსრულებელსაც კეთილი მიზანი არა აქვს, და არის საქმე, აღსრულებული როგორც ცუდი, რომლის აღმსრულებელსაც კეთილი აქვს მიზანი. ამასთან, მავანნი არა მხოლოდ საქმეებს აკეთებენ, არ... იხილეთ სრულად
34. რომლებსაც თავიანთი თავი ქრისტეს ყველა მცნების მოვალედ არ შეურაცხავთ, ამგვარნი ღვთის რჯულს ხორციელად აღმოიკითხავენ, ვერ იმეცნებენ კი ვერც იმას, რას ამბობენ, ვერც თუ იმას, რის შესახებ ასაბუთებენ (I ტიმ. 1.7). ამიტომაც ჰგონიათ, რ... იხილეთ სრულად
32. თავისუფლების რჯული ჭეშმარიტი ცოდნის კვალობაზე ამოიკითხება, შეიმეცნება კი მცნებათა აღსრულების გზით, ხოლო აღივსება ქრისტეს მოწყალებათა მიერ.
33. რაჟამს სინდისი გვაიძულებს, რომ წარვემატოთ ღვთის ყველა მცნებაში, მაშინ შევიცნობთ, რომ უბიწოა რჯული უფლისა (ფს. 18.8), რაც თუმცა ჩვენეულ კეთილთა შორისაც მოიღვაწება, მაგრამ ღვთის წყალობათა გარეშე ადამიანთა შორის სრულქმნა არ ძალუძ... იხილეთ სრულად
30. თავისუფლების რჯული ასწავლის ყოველგვარ ჭეშმარიტებას და თუმცა მრავალნი კუთხულობენ ხსენებულ რჯულს ცოდნისმიერად (იგულისხმება, რომ "თავისუფლების სჯულს" ანუ ახალ აღთქმას ბევრი აღმოიკითხავს გაცნობიერებულად, გააზრებულად, თუმცა საქმით ... იხილეთ სრულად
31. ნუ ეძებ თავისუფლების რჯულის სრულქმნილებას ადამიანურ სათნოებებში, რადგან ამათში არ ვლინდება სრულქმნილი რჯული, ვინაიდან ხსენებული რჯულის სრულქმნილება ქრისტეს ჯვარშია დაფარული.