სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

რაც უფრო მეტხანს ვცხოვრობთ, მით მეტად მცირდება ჩვენი ცხოვრება რაც უფრო მეტხანს ვცხოვრობთ, მით მეტად

ჩვენი ცხოვრება ზღვით მოგზაურს ჰგავს. რომელიც ცურვის დროს გინდ იდგეს, გინდ იჯდეს ან იწვეს - ყოველთვის უახლოვდება ნაპირს და მიდის იქითკენ, საითაც გემი მიისწრაფვის; ასევე ჩვენც: გვძინავს თუ გვღვიძავს, ვწევართ თუ დავდივართ, ყოველ წუთს დასასრულს ვუახლოვდებით. ჩვენი ცხოვრება ზღვით მოგზაურს ჰგავს. რომელიც

მოკვდავო ძმაო! დაე, რაც შეიძლება ხანგრძლივი იყოს შენი სიცოცხლე, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენი სასიკვდილო სარეცელი მაინც ახლოსაა. მოკვდავო ძმაო! დაე, რაც შეიძლება ხანგრძლივი

ჩვენ სწრაფად გვიახლოვდება გაფითრებულ ცხენზე მჯდომი - მისი სახელი სიკვდილია (აპოკ. 6, 8). ჩვენ სწრაფად გვიახლოვდება გაფითრებულ ცხენზე

ადამიანური ცხოვრების დღეს, არცთუ იშვიათად, საღამოზე და შუადღეზე ადრე სიკვდილის ჟამი გვიწევს. ადამიანური ცხოვრების დღეს, არცთუ იშვიათად

"წელნი ჩვენნი ვითარცა დედაზარდლი" (ფს. 9, 10). ობობის საცხოვრებელი, რაც არ უნდა გამაგრებული იყოს იგი, მეყსეულად ინგრევა, როგორც კი ხელი ან რაიმე სხვა შეეხება; ასევეა ჩვენი ცხოვრებაც - მაშინვე შეწყდება მცირეოდენი შემთხვევისაგან, იმისგან, რისგანაც სულ არ მოელი. წელნი ჩვენნი ვითარცა დედაზარდლი (ფს. 9, 10).

ძმანო, ჩვენ ახლა აქ ვართ, და ვინ იცის, რამდენ ხანს იქნება ასე? თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ცხოვრებაში ვდგამთ, არის ის, რომელსაც უკანასკნელი ნაბიჯისკენ მივყავართ. ძმანო, ჩვენ ახლა აქ ვართ, და ვინ იცის, რამდენ

ვაი, სულო ჩემო! რატომ ხარობ ამ ცხოვრებით? რატომ ატარებ მის ისედაც მცირეოდენ დღეებს დაბნეულად? განა არ იცი, რომ სადაცაა მოგიხმობენ? ვაი, სულო ჩემო! რატომ ხარობ ამ ცხოვრებით?

ჩვენი მოვალეობაა, მთელი ცხოვრება ისე გავატაროთ, რომ როდესაც ამ ცხოვრებიდან გაგვიხმობენ, დაუყოვნებლივ ვთქვათ: "ჩემი გული მზად არის" ჩვენი მოვალეობაა, მთელი ცხოვრება ისე

ყველაზე უკეთესი სარგებელი ამ ცხოვრებიდან არის - "ვკვდებოდეთ ყოველდღე", ანუ ყოველდღე ისე ვიცხოვროთ, თითქოს იმ დღეს უნდა მოვკვდეთ. ყველაზე უკეთესი სარგებელი ამ ცხოვრებიდან არის

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2