სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ყოველდღიურად მოკვდი, რათა მარადიულად იცოცხლო ყოველდღიურად მოკვდი, რათა მარადიულად იცოცხლო

რაც ერთი წვეთია უსაზღვრო ნაკადულთან შედარებით, ის არის ამჟამინდელი ცხოვრება - მომავალთან შედარებით. რაც ერთი წვეთია უსაზღვრო ნაკადულთან

უფალმა ჩვენი ცხოვრების დღეები შეამცირა, რათა ჩვენი ცოდვების რიცხვი უფრო არ გაზრდილიყო. უფალმა ჩვენი ცხოვრების დღეები შეამცირა, რათა

ცხოვრება ხანმოკლეა და სწრაფად გარბის, - გვასწავლის გამოცდილება; შეაყოვნე იგი სიკეთით, - გვასწავლის გონება. ცხოვრება ხანმოკლეა და სწრაფად გარბის, -

ჩვენი გონება სწრაფწარმავალია, მაგრამ მასში მოვიპოვებთ ან ვკარგავთ მარადიულ ცხოვრებას. ჩვენი გონება სწრაფწარმავალია, მაგრამ მასში

ჩვენს ცხოვრებას ვუყუროთ ისე, როგორც არცთუ ხანგრძლივ დილას იმ დიდი დღისა, რომელსაც საღამო არა აქვს და, შესაძლოა, სულ მალე გაბრწყინდება კიდეც რომელიმე ჩვენთაგანისთვის: ან სასუფევლის ნეტარებაში, ან ჯოჯოხეთის უფსკრულში, იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვაგებდით ჩვენს აზრებსა და გრძნობებს, სურვილებსა და ქმედებებს. ჩვენს ცხოვრებას ვუყუროთ ისე, როგორც არცთუ

იფხიზლე, ძმაო! შენ მოკვდავი და წარმავალი ხარ: ნუ მოისურვებ, ამ მცირე დროის გამო მარადიული ცხოვრება დაკარგო. იფხიზლე, ძმაო! შენ მოკვდავი და წარმავალი ხარ:

ნუ მიაჯაჭვავ შენს გულს მიწიერ ცხოვრებას, იმიტომ, რომ იგი ხანმოკლე და არარაობაა მომავალ, მარადიულ ცხოვრებასთან შედარებით; იმისთვისაც, რომ მისი ეს მოკლე დინება მხოლოდ სიხარულით არაა აღსავსე, არამედ - მწუხარებებით, ზღვის ტალღების მსგავსად, სადაც ისინი ერთმანეთს ენაცვლებიან. ნუ მიაჯაჭვავ შენს გულს მიწიერ ცხოვრებას

ჩრდილსა და ბორბალს ჰგავს ცხოვრებისეული მწუხარება და სიხარული, რადგან ჩრდილივით მარადიული არ არის და ბორბალივით ბრუნავს. ჩრდილსა და ბორბალს ჰგავს ცხოვრებისეული

ზედმეტად არც სიხარულია საჭირო და არც მწუხარება, არც დრტვინვა, რადგან სიხარული და მწუხარება ცხოვრებაში არამარადიულია და ერთმანეთს მოსდევს. ზედმეტად არც სიხარულია საჭირო და მწუხარება

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2