სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

სრულყოფილი მამა ის არის, ვინც სულის ერთნაირი მდგომარეობით, მადლიერებით იღებს ღვთის ყოვლისმჭვრეტელი ხელიდან თავისი ცხოვრების როგორც ბედნიერ, ისე სამწუხარო ცვლილებებს. სრულყოფილი მამა ის არის, ვინც სულის ერთნაირი

მოდის თქვენთან ღიმილით ბედნიერება, რათა საჩუქრებით აგავსოთ? - გაუწოდეთ მას ხელი. აპირებს ის თქვენგან გაფრენას? გულგრილად დაუბრუნეთ თავისი საჩუქრები და ნუ ინანებთ, თუ იგი გაგშორდებათ. მხოლოდ ბავშვებს სჩვევიათ, ყველა სათამაშო გადაყარონ, როდესაც ერთს ართმევენ. მოდის თქვენთან ღიმილით ბედნიერება, რათა

ადამიანური საქმეების ბედნიერი დინებაც ნუ წარმოშობს შენს სულში განუსაზღვრელ სიხარულს; მწუხარებაც ნუ დაამცირებს მის სიმხნევეს და ამაღლებულობას - წუწუნითა და წუხილით. ადამიანური საქმეების ბედნიერი დინებაც ნუ

ისე მოიპოვე, როგორც არანაირი საჭიროება არ გქონდეს; ისე დაკარგე, თითქოს ზედმეტს აძლევდე. ისე მოიპოვე, როგორც არანაირი საჭიროება არ

დღევანდელი ცხოვრების დიდ სიხარულებსაც კი მწუხარების ჩრდილი დასდევს, როგორც სურათი არ არსებობს ჩრდილის გარეშე. დღევანდელი ცხოვრების დიდ სიხარულებსაც კი

რომელი ცხოვრებისეული სიტკბოა, მწუხარება რომ არ ახლდეს თან? რომელი ცხოვრებისეული სიტკბოა, მწუხარება რომ

როგორ შეიძლება, გიყვარდეს ადამიანური ცხოვრება, როდესაც მასში ამდენი მწუხარებაა და ასე აღსავსეა თავდასხმებითა და უბედურებებით? როგორ შეიძლება, გიყვარდეს ადამიანური

იმას, რომ ადამიანური ცხოვრება ტირილით არის აღსავსე, ნათლად ხედავ მაშინ, როდესაც დედის საშოდან გამოსვლისთანავე ტირიან ჩვილები და მაშინაც, როდესაც საბრალო ადამიანს სიკვდილის მერე დაიტირებენ. იმას, რომ ადამიანური ცხოვრება ტირილით არის

დაღვარო ცრემლები ანდა შენ დაგიტირონ - აი, ჩვენი მიწიერი ხვედრი! ბუნებამ დაგვაყენა მეგობრების კუბოებს შორის, ანდა იმ კუბოსთან, რომელიც ჩვენს ჩასანთქავად არის მზად. დაღვარო ცრემლები ანდა შენ დაგიტირონ - აი

ჩვენი ცხოვრება აღსავსეა წარსულზე დარდით, ახლანდელის შრომით და მომავლის შიშით. ჩვენი ცხოვრება აღსავსეა წარსულზე დარდით

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2