სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ჩვენი ცხოვრების დასაწყისი უცოდინრობაში გადის; შუა პერიოდში იგი საზრუნავებით იტვირთება, ბოლოს კი სიბერის უძლურებით მთავრდება. ჩვენი ცხოვრების დასაწყისი უცოდინრობაში გადის;

ტყუილად როდი ჰქონდათ თითქმის ყველა ხალხს ძველი გარდამოცემა, რომ ადამიანის მიწიერი მდგომარეობა მისი დაცემა ანდა დასჯაა; ეს გარდამოცემა გულის გრძნობაზეა დამოკიდებული. ავადმყოფობა მოგველის აქ შესვლისა და გასვლის დროს; შუალედში კი, ჯანმრთელობის გაფურჩქვნის ხანში, გულითადი მწუხარებების გველი იმალება. ტყუილად როდი ჰქონდათ თითქმის ყველა ხალხს

მთელი ჩვენი ცხოვრება იმისგან შედგება, რაც ჯერ კიდევ არ არის და რაც უკვე აღარ არის ანუ - სურვილებისა და იმედგაცრუებებისგან. მთელი ჩვენი ცხოვრება იმისგან შედგება, რაც ჯერ

ძველი აღთქმის ერთი მართალი, რომელმაც ცხოვრებაში მრავალი მწუხარება გამოიარა, სამართლიანად ამბობდა, რომ ადამიანის ცხოვრება ომია (იობი 7, 1), ანდა ბრძოლა - ეშმაკთან და სოფელთან. ძველი აღთქმის ერთი მართალი, რომელმაც

როგორც კი გაივლის ერთი უბედურება, ერთი განსაცდელი, უკვე მეორე მოდის. ერთი ბრძოლა კიდევ არ დამთავრებულა, რომ უკვე სხვა მრავალი მოულოდნელი ბრძოლა იწყება. როგორც კი გაივლის ერთი უბედურება, განსაცდელი

საკუთარ ნაკლოვანებებთან ბრძოლა ჩვენი ხვედრია მიწაზე, გონიერება და დათმენა კი უპირველესი სათნოებები. საკუთარ ნაკლოვანებებთან ბრძოლა ჩვენი ხვედრია

მიწიერი ცხოვრებისკენ მიდრეკილების არქონა და ყოველგვარი ცხოვრებისეულის მოძულება კიდევ არ ნიშნავს ცხოვრებაზე უარის თქმას: პირიქით, ეს ნიშნავს, ჭეშმარიტი განსაზღვრების ცოდნას და, აქედან გამომდინარე, მისი ჭეშმარიტად მაღალი ღირებულების ცოდნას. მიწიერი ცხოვრებისკენ მიდრეკილების არქონა და

სიცოცხლე ღვთის საჩუქარია: მისი განკარგვა საკუთარი და არა - ღვთის ნების მიხედვით, დანაშაულია. სიცოცხლე ღვთის საჩუქარია: მისი განკარგვა

ღვთისთვის უნდა იცხოვრო და სიცოცხლეც ღვთისთვის უნდა გიყვარდეს ღვთისთვის უნდა იცხოვრო და სიცოცხლეც გიყვარდეს

ეს ცხოვრება ღვთისგან სინანულისთვის მოგვეცა. თუ მას უაზროდ, ცუდად დავხარჯავთ, ძალიან ვინანებთ, მაგრამ მეორედ ვეღარ ვპოვებთ. ეს ცხოვრება ღვთისგან სინანულისთვის მოგვეცა.

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2