წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
10. როცა სიყვარულის შედეგად გონება ღმერთამდე ამაღლდება, მაშინ ის სრულებით ვერ იგრძნობს ვერც საკუთარ თავსა და ვერც რაიმე მის გარშემო არსებულს. უსასრულო ღვთიური ნათლით გაბრწყინებული გონება ვერ გრძნობს ვერცერთ ქმნილებას, ისევე როგორც... იხილეთ სრულად
9. თუ გონების დანიშნულება შემეცნების განათლებაა, ხოლო ეს ნათელი კი ღვთის სიყვარულით იბადება, მაშინ კარგად უთქვამთ, რომ არაფერია ღვთიურ სიყვარულზე დიადი.
8. ვინც გონებას უფლის სიყვარულსა და უფალზე ფიქრს მოსწყვეტს და რაიმე გრძნობისმიერს შეიყვარებს, ის სულს სხეულს ამჯობინებს და შემოქმედ ღმერთს იმას, რაც მისგან არსებობს.
7. თუკი სული სხეულზე უმჯობესია და სამყაროზე გაცილებით უკეთესი - მისი შემოქმედი ღმერთი, მაშინ ის, ვინც სულზე უმჯობესად სხეულს მიიჩნევს და ღმერთზე უმჯობესად მის მიერ შექმნილ სამყაროს, არაფრით განსხვავდება კერპთაყვანისმცემელთაგან.
6. ვისი გონებაც სიყვარულით ღმერთს მიენდობა, ის არად მიიჩნევს ყოველივე ხილულს, საკუთარი სხეულიც კი მისთვის უცხო იქნება.
5. თუკი ყოველივე ღვთისაგან და ღვთისათვის არსებობს, მაშინ ღმერთი თავის მიერ ქმნილ ყველა არსებაზე უმჯობესია: ამიტომ ის, ვინც ღმერთს დაუტევებს და ამაო საგნებით მოიხიბლება, დაამტკიცებს, რომ ღმერთთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებს იმა... იხილეთ სრულად
4. ღვთის მოყვარული ღვთის ქმნილებებზე მეტ მნიშვნელობას ღვთის შემეცნებას ანიჭებს და დაუცხრომლად ისწრაფვის მისკენ.
3. უფლის მორწმუნეს ჯოჯოხეთის ტანჯვის ეშინია. ტანჯვათა მოშიში ვნებათაგან თავს იკავებს. ვნებათაგან თავშეკავებული მოთმინებით იტანს განსაცდელს. განსაცდელთა დამთმენი უფლის მსასოებელი ხდება. უფლის სასოება გონებას ყოველგვარ მიწიერ ვნებათ... იხილეთ სრულად
2. სიყვარული იბადება უბიწოებით; უბიწოება - ღვთის სასოებით; სასოება - მოთმინებითა და სულგრძელობით, ეს უკანასკნელი კი - ყველაფერში თავშკავებით; თავშეკავებულობა - ღვთის შიშით, შიში - ღვთის რწმენით.