წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ღმერთმა ადამიანს, რაც მისი ბედნიერებისათვის საჭიროა, ყველაფერი მისცა. ამიტომ ვინც ღმერთისაგან ბოძებულ ნიჭს კარგად მოიხმარს, ვინც გულმოდგინედ ირჯება და შრომობს, ის მოწყინებაში არ ჩავარდება, მოწყინებას მხოლოდ ზარმაცი, ცუდი ხასიათისა... იხილეთ სრულად
ყოველი შესაწირავი და მსხვერპლი ჩვენი მხოლოდ მაშინ არის სათნო და სიყვარული ღმრთისათვის, თუ გული გვაქვს მიქცეული მისდამი, თუ სიყვარული და კეთილი ყოფაქცევა გამოგვარჩევს.
სანთლის შესაწირავს მეორე მხარეც აქვს: იმ ფულით, რომელიც ეკლესიაში გაყიდული სანთლიდან რჩება, მრავალი ფრიად პატიოსანი და ღმრთის სათნო საქმე სრულდება. ამ შემოსავლის უმეტესი ნაწილი სასულიერო სასწავლებლების შენახვას ხმარდება; თვით ეკლე... იხილეთ სრულად
გულწრფელობითა და ერთგულებით გაღებულ შესაწირავს, რაც არ უნდა მცირე იყოს იგი, ღმერთი მოწყალების თვალით უყურებს, ამიტომ, ყოველ ღმრთისმოყვარე კაცს თავისი ნაყოფისგან ღმრთისთვის შეწირვა უნდა უყვარდეს. იმ შესაწირავთა და მსახურებათა შორის... იხილეთ სრულად
მაცხოვარი ზეცად ამაღლდა, მაგრამ მოწაფეებს არ განშორებია, მიეფარა თვალთა მათთაგან, მაგრამ გულთა მათთა მიეახლა. ადამიანის გულს ასეთი თვისება აქვს, თუ იგი უმანკო, წმინდა სიყვარულითაა სავსე, განშორება უფრო ძვირფასს ხდის იმას, ვინც უყვ... იხილეთ სრულად
ძმაო ერისკაცო, ღმერთის საქმის მოქმედი მარტო საყდარში კი არ უნდა იყო, არამედ ყველგან და ყოველთვის. ღმერთის სიტყვა და მცნება მოკლედ და ვიწროდ არ უნდა გვესმოდეს, ვრცელ არს ცნება შენი ფრიად და მონამან შენმან შეიყვარა იგი.
ოღონდ კი სარგებელი საქმე აკეთე, და რაც გინდა მცირე იყოს იგი, თუ გულმოდგინედ აღასრულებ, ამით ღმერთს ემსახურები. მაშასადამე, ეს სიტყვა არამხოლოდ მათთვისაა სანუგეშო, რომელთაც დიდ-დიდი სახელმწიფო საქმეები აბარიათ, არამედ თვით უკანასკნ... იხილეთ სრულად
მოციქული პავლე გვაუწყებს (კოლ. 3, 23), რომ ყოველი საქმე ისე აღვასრულოთ, ვითარცა ღმრთისა. ღმერთს არამხოლოდ მაშინ ვემსახურებით, როდესაც, მაგალითად, ეკლესიაში ვდგავართ და ვლოცულობთ, ან როცა, ღმერთის მცნებათა შესაბამისად, რომელიმე ქვე... იხილეთ სრულად
მართალია, ტაძარში ლოცვებსა და გალობებს სამღვდელო პირნი წარმოთქვამენ, მაგრამ ერისკაცნიც ღმრთისმსახურების მოზიარენი არიან
პარვა, ანუ ქურდობა მარტო ის ნუ გონია, რომ კაცი თავის მოყვასს მალვით, ძალადობით ან პირდაპირ რაიმე ნივთს წაართმევს. პარვა არის ყოველი ისეთი მოქმედება, როდესაც შენ სიტყვით, ან საქმით მოყვასი რაიმეთი აზარალე. ან დააბრკოლე; ან შეიძლება... იხილეთ სრულად