ის კაციც მპარავია, რომელმაც თავისი მოყვასისათვის მიცემული სიტყვა და პირობა არ აღასრულა და ამით ზარალი მიაყენა. საზოგადოდ, რომ ვთქვათ პირდაპირი ქურდისაგან კაცი როგორმე თავს დაიფარავს, პირობის დამრღვევისა და ცრუ კაცისაგან კი - ვერას...
იხილეთ სრულად
ის კაციც მპარავია, რომელმაც თავისი მოყვასისათვის მიცემული სიტყვა და პირობა არ აღასრულა და ამით ზარალი მიაყენა. საზოგადოდ, რომ ვთქვათ პირდაპირი ქურდისაგან კაცი როგორმე თავს დაიფარავს, პირობის დამრღვევისა და ცრუ კაცისაგან კი - ვერასოდეს. მაშასადამე, პირობის დარღვევა უფრო მცირე ცოდვა არ არის, ვიდრე პარვა. თუ გსურს პარვის მოზიარე არ იყო, ეცადე, რომ ან ისეთი პირობა არ დადო, რომლის აღსრულებაც არ შეგიძლია, ან თუ რაიმე პირობა აიღე შენს თავზე, ეცადე, რომ ...
link
ჩვენ თავს ვუწოდებთ ქრისტიანს, ე.ი. ჩვენ მივითვისეთ ქრისტე ღმერთის სახელი. მაშასადამე, როცა ჩვენი ცხოვრება კეთილი და წმინდაა, ქრისტეს სისხლი იდიდება ჩვენ შორის, ხოლო უკეთუ ჩვენი ცხოვრება უწმინდურია და ცუდად ვიქცევით, მაშინ ღმრთის ს...
იხილეთ სრულად
ჩვენ თავს ვუწოდებთ ქრისტიანს, ე.ი. ჩვენ მივითვისეთ ქრისტე ღმერთის სახელი. მაშასადამე, როცა ჩვენი ცხოვრება კეთილი და წმინდაა, ქრისტეს სისხლი იდიდება ჩვენ შორის, ხოლო უკეთუ ჩვენი ცხოვრება უწმინდურია და ცუდად ვიქცევით, მაშინ ღმრთის სახელს ვამდაბლებთ
link
რა არის ქადაგება და ღმრთის სიტყვას მოძღვარი როგორ უნდა ქადაგებდეს? ღმრთის სიტყვის ქადაგება ორგვარია და ორგვარადვე აღსრულდება. პირველი მისი სახე ისაა, როცა მქადაგებელი მხოლოდ ზოგად აზრებს გამოთქვამს ისე, რომ არავის შეეხება და არც გ...
იხილეთ სრულად
რა არის ქადაგება და ღმრთის სიტყვას მოძღვარი როგორ უნდა ქადაგებდეს? ღმრთის სიტყვის ქადაგება ორგვარია და ორგვარადვე აღსრულდება. პირველი მისი სახე ისაა, როცა მქადაგებელი მხოლოდ ზოგად აზრებს გამოთქვამს ისე, რომ არავის შეეხება და არც განსაკუთრებულ სწავლა-დარიგებას მისცემს ვინმეს. ასე რომ იგი ყველა მსმენელისათვის ერთი ფასისა იქნება. ამგვარი ქადაგება არავის გაანაწყენებს, მაგრამ არც დიდ სარგებლობას მისცემს ვინმეს, და გარეგნულად რაც არ უნდა დიდი მჭერმეტყვ...
link
მეორე სახე ქადაგებისა ისაა, როცა მქადაგებელი ცდილობს მისი მსმენელს დაუახლოვოს. მან წინასწარ იცის სულიერი ნაკლოვანებანი და საჭირობანი მსმენელებისა და ქადაგებას მათ შესაბამისად წარმოთქვამს, ანუ შესაფერის სწაზვლა-დარიგებებს იძლევა. ი...
იხილეთ სრულად
მეორე სახე ქადაგებისა ისაა, როცა მქადაგებელი ცდილობს მისი მსმენელს დაუახლოვოს. მან წინასწარ იცის სულიერი ნაკლოვანებანი და საჭირობანი მსმენელებისა და ქადაგებას მათ შესაბამისად წარმოთქვამს, ანუ შესაფერის სწაზვლა-დარიგებებს იძლევა. იგი ცდილობს, რომ მისი სიტყვა უქმად და განყენებულად არ დარჩეს, ასე რომ, ყოველმა მასში სულიერი მდგომარეობა, ვითარცა სარკეში, ისე უნდა დაინახოს. ასეთი მქადაგებელი მჭერმეტყველების გარეგნულ ხერხებზე კი არ ზრუნავს, არამედ იმაზე...
link
977. რამდენგვარია მგლოვარება, ანუ მწუხარება?
იხილეთ სრულად
მგლოვარება, ანუ მწუხარება ორგვარია: ხორციელი ანუ ამსოფლიური და სულიერი. პირველი ისაა, როცა კაცს რომელიმე ამსოფლიური ზარალი, ან უბედურება აწუხებს (მაგ: ავადმყოფობა, სიკვდილი, სიღარიბე და სხვა), სულიერი მწუხარება კი ისაა, როცა ქრისტიანი საკუთარი ცოდვებისა და უღირსების გამოა მგლოვიარე და დაღონებული. მაცხოვარი მათაც ნეტარებს უწოდებს, რადგან ვისაც თავისი უღირსება ახსოვს, ცოდვათა გამო წუხს და ნანობს, ის ღმრთისაგან სულიერ მადლს მოიპოვებს. ისინი ნუგეშს მ...
link
946. როგორ უნდა აღასრულებდნენ ქრისტიანები საეკლესიო დღესასწაულებს?
იხილეთ სრულად
ესაია წინასწარმეტყველი ღმრთის სახელით კიცხავდა ებრაელებს უსჯულოების გამო და ეუბნებოდა: „მარხვა და უქმობა და დღესასწაულნი თქუენნი სძულან სულსა ჩემსა“. რატომ გაურისხდა ღმერთი ებრაელებს იმდენად, რომ მათი დღესასწაულები და უქმენი მოიძულა? იმიტომ, რომ მხოლოდ დღესასწაულის აღსრულება, თუ იგი პატიოსან და წმინდა ცხოვრებასთან არაა შეერთებული, ღმრთისთვის სათნო არაა. ახლა გავიხსენოთ, როგორ ვატარებთ ჩვენ სადღესასწაულო დღეებს: ტაძარში ხალხის მხოლოდ რაღაც ნაწილი ...
link
922. რა დღესასწაულია მირქმა?
იხილეთ სრულად
ამ დღეს ეკლესია აღნიშნავს სვიმონ მართლის მიერ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მირქმას, ანუ მიგებებას. ძველი სჯულის მიხედვით, მშობლებს პირმშო შვილი მეორმოცე დღეს ტაძარში უნდა მიეყვანათ და ღმრთისათვის შესაწირავი შეეწირათ. ამ დროს მდიდარს მდიდრული შესაწირავი მიჰქონდა, ღარიბს – ღარიბული – ორი მტრედი. ეს წესი იესო ქრისტეს მშობლებმაც აღასრულეს, იგი ტაძარში მიიყვანეს, ილოცეს და ღარიბთათვის დაწესებული შესაწირავი – ორი მტრედის ხუნდი შესწირეს. როდესაც მარიამი და ...
link
904. რას გვეტყვით კეთილ და უღირს ეპისკოპოსთა შესახებ?
879. რისთვის დააწესა ღმერთმა სადღესასწაულო დღეები?
იხილეთ სრულად
ერთის მხრივ იმიტომ, რომ მადლობა შევწიროთ, ვადიდოთ და აღვამაღლოთ ის პიროვნება ან მოვლენა, რომელსაც ვდღესასწაულობთ. მეორეს მხრივ კი, ჩვენ თვითონ შევიძინოთ სულიერი სარგებლობა, ე.ი. მადლი, სწავლა და განათლება. აქედან ჩანს, რომ დღესასწაული სულიერი სწავლისა და ნუგეშისათვის არის დაწესებული და არა ხორციელი განცხრომისათვის.
link
875. რა არის საღმრთო შური?