წმიდა სამების მშენებარე ტაძარი არის ღვთისაგან მონიჭებული წყალობა და ამავე დროს ნიშანი ერთიანი ქართული სახელმწიფოს აღდგინებისა. თუ გავიხსენებთ წარსულს, დავინახავთ, რომ სვეტიცხოვლისა და მასთან ერთად ბაგრატის, ალავერდის, იშხნისა და ბ...
იხილეთ სრულად
წმიდა სამების მშენებარე ტაძარი არის ღვთისაგან მონიჭებული წყალობა და ამავე დროს ნიშანი ერთიანი ქართული სახელმწიფოს აღდგინებისა. თუ გავიხსენებთ წარსულს, დავინახავთ, რომ სვეტიცხოვლისა და მასთან ერთად ბაგრატის, ალავერდის, იშხნისა და ბედიის ტაძრები უშუალოდ დიდი საქართველოს წინარე პერიოდში აიგო (თვით ოქროს ხანაშიც კი ასეთი რამ აღარ განხორციელებულა). ვიმედოვნებთ, რომ როგორც მაშინ, ახლაც ეს დიდებული საკათედრო ტაძარი იქნება გვირგვინი ერთიანი საქართველოსი....
რა თქმა უნდა, ყოველი ხელისუფლებაც ღვთისგან არის: კეთილიცა და ბოროტიც, ხალხის მსახურიცა და თავისი თავის მსახურიც. უფალი საზოგადოების ღირსების შესაბამისად განაგებს ამ საიდუმლოს.
სიტყვა ენერგიაა, დადებითი ან უარყოფითი, და თანაც ძალიან ძლიერი, რომელიც თავის გავლენას, პირველ რიგში, მათზე ახდენს, ვისგანაც იგი წარმოითქმის, შემდეგ კი აისახება სხვებზე და საერთოდ გარემოზე