ღმერთში ზოგიერთი არსებითი თვისებების აღიარებას თვით ჩვენი გონება ითხოვს. იგი შთაგვაგონებს, რომ ღმერთს გააჩნია გონისმიერ-პიროვნული და თავისუფალ-პიროვნული მყოფობა. თუკი არასრულყოფილ სამყაროში ვხედავთ პიროვნულ, თავისუფალ-გონიერ არსებ...
იხილეთ სრულად
ღმერთში ზოგიერთი არსებითი თვისებების აღიარებას თვით ჩვენი გონება ითხოვს. იგი შთაგვაგონებს, რომ ღმერთს გააჩნია გონისმიერ-პიროვნული და თავისუფალ-პიროვნული მყოფობა. თუკი არასრულყოფილ სამყაროში ვხედავთ პიროვნულ, თავისუფალ-გონიერ არსებებს, როგორ შეიძლება არ ვცნოთ თავისუფალ-გონისმიერი პიროვნული მყოფობა თავად ღმერთში, რომელიც სიცოცხლის დასაბამი, მიზეზი და შემოქმედია. შესაქმის კანონი ადასტურებს, რომ ნებისმიერი მიზეზი შეიცავს არამცთუ ნაკლებს, არამედ უფრო ...
ღმერთმან ცხოველმან, რომელ არს შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, და რომელი იგი მოვიდა ზეცით ქუეყანად ხსნისათვის ნათესავისა კაცთასა და სიკუდილითა თვისითა აღგუადგინნა და უკუდავება მოგვანიჭა, მან უკუე დასცნა და დაამდაბლნა იგინი.
ღმერთი ყოველივეს განმსჭვალავს, თვითონ კი, ამავე დროს, არაფერს არ აღერევა. ღმერთს ვერაფერი განმსჭვალავს. ყოველივე ღმერთმა თავისი მარტივი ცოდნით იცის და ყველაფერსვე მარტივად სჭვრეტს თავისი ღვთაებრივი და უხორცო თვალით - აწმყოსაც, წარ...
იხილეთ სრულად
ღმერთი ყოველივეს განმსჭვალავს, თვითონ კი, ამავე დროს, არაფერს არ აღერევა. ღმერთს ვერაფერი განმსჭვალავს. ყოველივე ღმერთმა თავისი მარტივი ცოდნით იცის და ყველაფერსვე მარტივად სჭვრეტს თავისი ღვთაებრივი და უხორცო თვალით - აწმყოსაც, წარსულსაც და მომავალსაც და სჭვრეტს უწინარეს მათი ყოფისა. ღმერთის ბუნება უცოდველია, თვითონ კი ცოდვათა მომტევებელი და ყოველთა მაცხოვნებელია. რასაც კი ინებებს, ღმერთი ყოველივეს იქმს, რამეთუ მას ყველაფერი ძალუძს. მაგრამ უნდა ვი...
ღმერთი ყოველივეს აღავსებს და ამასთან ყველაფრის მიღმა ჰგიებს. ღმერთი მთლიანად არის ყველგან, სრულიად ყოველივეში, თანაბრად დიდსა თუ მცირეში და მთლიანადვე აღმატებულად ყოველივეზე.
ღმერთი უსასრულო სულია. ადამიანი სულით არის მსგავსი ღვთისა და სულით უახლოვდება მას. ღმერთი დაუსრულებელი სიყვარულია და წმინდა გულის ადამიანს ძალუძს მისი განცდა. ღმერთი უბრალოა და უბრალო ადამიანს სწამს იგი. სიმდაბლითა და მოშურნეობით ...
იხილეთ სრულად
ღმერთი უსასრულო სულია. ადამიანი სულით არის მსგავსი ღვთისა და სულით უახლოვდება მას. ღმერთი დაუსრულებელი სიყვარულია და წმინდა გულის ადამიანს ძალუძს მისი განცდა. ღმერთი უბრალოა და უბრალო ადამიანს სწამს იგი. სიმდაბლითა და მოშურნეობით იღვწის და შეიგრძნობს ღვთის საიდუმლოებებს.
ღმერთის სიტყვამ მოიღო ახლადშექმნილი მიწის ნაწილი, თავისი უკვდავი ხელით შექმნა ჩემი ხატი და წილად არგუნა მას თავისი სიცოცხლე, რამეთუ წარმოგზავნა მასში სული - უხილავი ღმრთაების მცირე ჭავლი.
ღმერთის რწმენის შესახებ განსჯას წინ უსწრებს გულისთქმა, რომ ღმერთი არსებობს. ამ გულისთქმას ჩვენ მოვიხვეჭთ ქმნილ საგანთა მეშვეობით. გულმოდგინედ განვიხილავთ რა ქმნილ სამყაროს, შევიმეცნებთ, რომ ღმერთი ყოვლადბრძენია, ყოვლადძლიერია და ს...
იხილეთ სრულად
ღმერთის რწმენის შესახებ განსჯას წინ უსწრებს გულისთქმა, რომ ღმერთი არსებობს. ამ გულისთქმას ჩვენ მოვიხვეჭთ ქმნილ საგანთა მეშვეობით. გულმოდგინედ განვიხილავთ რა ქმნილ სამყაროს, შევიმეცნებთ, რომ ღმერთი ყოვლადბრძენია, ყოვლადძლიერია და სახიერია. შევიმეცნებთ ყველა მის უხილავ თვისებას და ამგვარად ვაღიარებთ მას უზენაეს განმგებლად. რაკი მთელი სამყაროს შემოქმედი ღმერთია, ჩვენ კი სამყაროს ნაწილნი ვართ, მაშასადამე, ღმერთი ჩვენი შემოქმედიცაა. ასეთ შემეცნებას მო...
ღმერთი სიყვარულია. ადამიანი იმდენად ცხოვრობს, რამდენადაც უყვარს. სიყვარული მის ცხოვრებას გაცილებით სავსეს ხდის, გულს უფრო ღრმას, გონებას უფრო ბრძენს და თუმცა, იგი ამქვეყნად საკუთარი თავისა და სხვათა მიზეზით ტანჯვას განიცდის, ამ ტა...
იხილეთ სრულად
ღმერთი სიყვარულია. ადამიანი იმდენად ცხოვრობს, რამდენადაც უყვარს. სიყვარული მის ცხოვრებას გაცილებით სავსეს ხდის, გულს უფრო ღრმას, გონებას უფრო ბრძენს და თუმცა, იგი ამქვეყნად საკუთარი თავისა და სხვათა მიზეზით ტანჯვას განიცდის, ამ ტანჯვაში უფალი მას მოულოდნელ და გამოუთქმელ სიხარულს ანიჭებს.
ღმერთის განგებულება ყოველთვის და ყოველივეში უცვალებელია და ტყუილად მძვინვარებთ და დრტვინავთ თქვენ, ჰოი, კაცნო, როცა უსიამოდ უყურებთ საგანთა აუცილებელი თანამიმდევრულობის ჯაჭვს და არ უწყით, თუ რა მიზნისკენაა მიმართული ყველა ცალკეული...
იხილეთ სრულად
ღმერთის განგებულება ყოველთვის და ყოველივეში უცვალებელია და ტყუილად მძვინვარებთ და დრტვინავთ თქვენ, ჰოი, კაცნო, როცა უსიამოდ უყურებთ საგანთა აუცილებელი თანამიმდევრულობის ჯაჭვს და არ უწყით, თუ რა მიზნისკენაა მიმართული ყველა ცალკეული რამ სამყაროს საღმრთო აღმშენებლობაში. რამეთუ ყოველივე, რაც კი არსებობს, განსაზღვრული წესრიგითა და თანამიმდევრობით, ყოვლისგამრიგე და მომწესრიგებელი ღმერთის სიბრძნესთან თანახმიერად, თანხმობაში უნდა მოვიდეს ღვთაებრივ ბუნება...
ღმერთი ნათელია და თავისი საღმრთო ნათელით ყველა იმას განანათლებს, ვისაც კი შეუერთდება საზომისაებრ მისი განწმედისა და მაშინ ამგვარი ადამიანი შემოქმედ ღმერთს სულიერადაც თანაეზიარება და სხეულებრივადაც, ანუ მთელი თავისი არსებით უერთდებ...
იხილეთ სრულად
ღმერთი ნათელია და თავისი საღმრთო ნათელით ყველა იმას განანათლებს, ვისაც კი შეუერთდება საზომისაებრ მისი განწმედისა და მაშინ ამგვარი ადამიანი შემოქმედ ღმერთს სულიერადაც თანაეზიარება და სხეულებრივადაც, ანუ მთელი თავისი არსებით უერთდება შემოქმედ ღმერთს.