ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

იესოს ლოცვა დაბეჯითებით, მოშურნეობით, მგზნებარედ, გამუდმებით იმეორეთ. მხოლოდ ასე გაძლიერდებით სულიერად. იესოს < =_1>ლოცვა დაბეჯითებით, მოშურნეობით

მუდმივად იმეორე იესოს ლოცვა; ის ყველაფერს გამოასწორებს, რადგან ვინც ლოცულობს, ნათლდება, ხოლო მას, ვინც ჩემსავით ზარმაცობს ლოცვაში, გონება უბნელდება. მუდმივად იმეორე იესოს < =_1>ლოცვა; ის

სხეულს რაც შეეხება, მთელი ძალისხმევით უნდა იღვაწო, რათა მუდამ სულს დამონებული იყოს. საერთოდ არ შეგეცოდოს. ჭამ თუ საქმიანობ, იესოს ლოცვას ნუ შეწყვეტ. ყველა ლოცვის დროს გონება უნდა მისდევდეს და იაზრებდეს, რას ლოცულობ და რას ამბობ. რამეთუ, შენ თვითონ თუ არ გესმის, რას ამბობ, ღმერთს როგორ შეუთანხმდები, როგორ მოგცეს, რასაც სთხოვ? სხეულს რაც შეეხება, მთელი ძალისხმევით უნდა

[იესოს] ლოცვა თქვი ხოლმე, რადგან, თუ ეშმაკმა შეგაცდინა და რამე ცოდვას ჩაიდენ, მღვდელი ვეღარ გამოხვალ, რაც გულდასაწყვეტი იქნება. ამიტომ, გაფრთხილდი, მაქსიმალურად თავშეკავებული იყავი, მეტანიები გააკეთე, საკუთარ სხეულს გაუბრაზდი ხოლმე, მოსცხე ხოლმე, ცუდ [ხორციელ] გულისსიტყვებს ცეცხლივით გაექეცი. საერთოდ არ მიაქციო ყურადღება, რათა ფესვი არ გაიდგან შენში. მეორე მხრივ, სასო არ წარიკვეთო, რადგან ღმერთი დიდია და შემცოდეთ შეუნდობს. ოღონდ, როცა შეცდომა მოგდის, სინანული უნდა გქონდეს და თავი აიძულო, რომ მსგავსი რამ აღარ ჩაიდინო. ამას მოკლედ გწერ, როდესაც მოხვალ, უკეთ ვისაუბრებთ. ოღონდ შენ მალე მოდი. ბიძაშენსაც ნახავ, რომელიც, ალბათ, ოციოდე დღის შემდეგ მონაზონი გახდება. ამიტომაც მანამდე მოდით. [იესოს] < =_1>ლოცვა თქვი ხოლმე, რადგან, თუ

იღაღადეთ ღვთის სახელი. ღმერთი მზადაა შეეწიოს ყველას, ვინც ითხოვს. ნუ გავიწყდებათ იესოს ლოცვა. იღაღადეთ ღვთის სახელი. ღმერთი მზადაა შეეწიოს

თამამად ენდე „ბრძოლვილთა შემწეს“, ზესთამბრძოლს, ჩვენი უტკბესი იესოს ლოცვა გონებით იმეორე და მხნედ ებრძოლე ეშმაკის მიერ მოტანილ გულისსიტყვებსა და წარმოდგენებს.
გახსოვდეს ეს უწმინდესი სახელი, რომლისგანაც ძრწიან ბნელეთის ძალები. თამამად ენდე ბრძოლვილთა შემწეს, ზესთამბრძოლს

შიში, რომელიც ღამღამობით გიპყრობს, ბოროტისგანაა და მას ღვთისადმი რწმენით დაამარცხებ. იფიქრე, რომ ღმერთი ყველგან სუფევს. „მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ“ (საქმე. 17, 28). თუ ღმერთი არ დაუშვებს, ცუდი არაფერი მოხდება. თუნდაც ეშმაკთან და გარეულ მხეცებთან აღმოვჩნდეთ, ღმერთი იქაც იქნება! ეშმაკი და მხეცები ვერაფერს გვავნებენ, თუ ამის უფლება ღვთისგან არ მიეცათ.
მაშ, რატომ ვცხოვრობთ ამ მაცხონებელი ღვთაებრივი ჭეშმარიტების გარეშე, ღვთის განგებულების რწმენა გვაკლია და იმის გვეშინია, რაც არ არის საშიში? როგორღა შემემთხვევა უბედურება, როცა უფალი მბრძანებლობს ეშმაკზეც, ბოროტ ადამიანზეც და ყველაფერზე, რასაც შეუძლია მავნოს? ან წმინდა ანგელოზი, რომელიც ადამიანის მფარველია და ღმერთმა მის გვერდით ყოფნა უბრძანა, როგორ დაუშვებს, რაიმე შეემთხვეს ადამიანს, თუ ეს უფლის განგებულებით არ მოხდება?
ამიტომ, შვილო, გამხნევდი და როცა ასეთი შიში შეგიპყრობს, თქვი: „ვისი უნდა მეშინოდეს? ვის შეუძლია რაიმე მავნოს, ყველაფერს ხომ ღმერთი განაგებს? „ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ" (ფსალმ. 22, 4). თან იესოს ლოცვა იმეორე და ნურაფრის შეგეშინდება. მტკიცედ გწამდეს რწმენის ჭეშმარიტება. შიში, რომელიც ღამღამობით გიპყრობს

შვილო, იზრუნე შენი სულისთვის, წმინდა მამათა მსგავსად იფიქრე, იმეორე იესოს ლოცვა, რომელიც საფუძვლიანად განამტკიცებს შენს სულს. შვილო, იზრუნე შენი სულისთვის, წმინდა მამათა

ადამიანი უნდა გაფრთხილდეს, რომ მაცდურს წარმოდგენის ჩამოყალიბების საშუალება არ მისცეს, რადგან ჯერ წარმოდგენა ჩნდება, შემდეგ გულისსიტყვა, ბოლოს კი – ბილწი ტკბობა. ასე რომ, როცა მღვიძარების მეშვეობით ეშმაკს ბოროტი წარმოსახვის ჩამოყალიბების საშუალებას არ ვაძლევთ და თან იესოს ლოცვას ვამბობთ, სატანის შეჭირვებისგან ვთავისუფლდებით და ღმერთი გვირგვინს გვიბოძებს იმ კეთილი განზრახვის გამო, რომ გვსურს სათნოვეყოთ მას. ადამიანი უნდა გაფრთხილდეს, რომ მაცდურს

გიყვარდეს იესო და დაუცადებლად ილოცე და იგი (ლოცვა) განგანათლებს მის (იესოს) გზაზე გიყვარდეს იესო და დაუცადებლად ილოცე იგი

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3