ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

ადამიანის სულიერი მდგომარეობა მისი ზრახვების ხარისხის მიხედვით იცნობა. ადამიანები საგნებსა და მოვლენებზე იმისდამიხედვით მსჯელობენ, რაც თვითონ აქვთ თავში. როდესაც სულიერება არ გააჩნიათ, მცდარი დასკვნები გამოაქვთ და სხვების მიმართ უსამართლონი არიან. მაგალითად, ვისაც სურს, რომ მის მიერ გაღებული მოწყალება საიდუმლოდ დარჩეს და ამიტომ ღამით აღასრულებს ამ ღვაწლს, იგი ღამით ქუჩაში გამვლელ ხალხზე ცუდად არასდროს იფიქრებს. ხოლო ის, ვინც ღამეებს ცოდვის ქმნაში ატარებს, თუ ღამე დაგვიანებულ გამვლელს შენიშნავს, იტყვის: "ოფ, ეს პირუტყვი, სად დაეხეტებოდა მთელი ღამე?!" იმიტომ, რომ საკუთარი გამოცდილების მიხედვით მსჯელობს. ანდა მაგალითად, თუ კეთილი ზრახვების მქონე ადამიანი ზემო სართულიდან კაკუნს გაიგონებს, გაეხარდება: მეტანიებს აღასრულებენო, ხოლო იგი, ვისაც ბოროტი ზრახვები აქვს, ბოროტად ჩაიბურტყუნებს: "მთელი ღამე გამათენებინეს!" ერთნი გალობის ხმაზე სიხარულით აღივსებიან, მეორენი კი განაწყენდებიან: - ეს რა სიმღერებს გაჰკივიანო ადამიანის სულიერი მდგომარეობა მისი ზრახვების

მეკითხებით, ვისაუბროთ თუ არა სხვებთან სულიერი ცხოვრების შესახებ? ისაუბრეთ, მხოლოდ საკუთარი არ წარმოაჩინოთ, ზოგადად იმსჯელეთ; ეცადეთ გაითავისოთ მისი მდგომარეობვა, ვინც კითხვას გისვამთ. ხდება ისეც, რომ ზოგიერთი მხოლოდ იმიტომ იწყებს ამ საკითხზე საუბარს, რომ ილაპარაკოს. და ეს უკეთესია, ვიდრე რაიმე ცხოვრებისეული და ამაო საუბრები. როდესაც ორნი არა ხართ და სხვას ესაუბრებიან, თუ გსურთ, შეგიძლიათ მდუმარება დაიცვათ. თუ საჭიროების გამო ვინმესთან მიდიხართ და უფალს თქვენი ბაგეების დაცვას ევედრებით, კარგს აკეთებთ. ყველაზე კარგი მუდამ უფალთან ყოფნაა. მაგრამ ლაპარაკიც შეიძლება და უფალთან ყოფნა. მიეჩვიეთ ამას.
საუბრისას ყველაზე მეტად იმას უფრთხილდიტ, თქვენი მგზნებარებით ან თანამოსუბრის აზრისადმი მკვეთრი შეწინააღმდეგებითარ დაურღვიოთ მას სიმშვიდე, არ შეეცადოთ მას თქვენი აზრები მოახვიოთ. მტერი, სწორედ ამას ესწრაფვის - ცდილობს კამათი ატეხოს და კამათით უთანხმოებამდე მიგიყვანოთ. ამაზე არანაკლებ სულიერებაზე საუბარს უფრთხილდით, თქვენი სიბრძნე რომ არ წარმოაჩინოთ. ესეც მტრის ჩაგონებაა და თავს აუცილებლად ადამიანებისაგან დაცინვა და ღვთისაგან არაკეთილი განწყობა დაგატყდებათ. მეკითხებით, ვისაუბროთ თუ არა სხვებთან სულიერი


ჰუმანური პედაგოგიკის მთავარი საფუძველი

ჰუმანურ პედაგოგიკას მთავარი საფუძველი სულიერება აქვს, რომელშიც ღმერთის რწმენაც და სულის უკვდავებაც არის ჩადებული. ასევე ისიც, რომ ეს ცხოვრება, რომელიც მონაკვეთი არის ჩემი მარადიული ცხოვრებისა, როგორ უნდა გავლიო აქ და რით უნდა წავიდე იქ. ხელცარიელი თუ ხელდამშვენებული ჰუმანურ პედაგოგიკას მთავარი საფუძველი

ლოცვას აქვს ძალა და ეს იარაღია. ლოცვა გატყორცნილი ისარივითაა - ის აუცილებლად ესობა ბოროტს, მაგრამ ისინი ამით არ ნადგურდებიან და აუცილებლად განახორციელებენ საპასუხო დარტყმას, და აქ მორწმუნემ უნდა იცოდეს, როგორ დაიცას თავი. ბერები საპასუხო დარტყმებს ასკეტიზმით - მარხვით, მღვიძარებით, ლოცვების საუკუნოვანი მწყობრი სისტემით იგერიებდნენ, ერისკაცებს კი ზოგადად ასეთი პირობები და შესაძლებლობები არ გააჩნიათ, ამიტომ ერისკაცებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, რამდენი ილოცონ და როგორ!.. "რა შეიარაღება გააჩნია არსენალში", როგორი აქვს "ზურგი". ლოცვა ლექსი არ არის! ლოცვის სიტყვებს აქვს ძალა და ის აწუხებს ეშმაკებს, რის შემდეგაც ისინი გადმოდიან დაუნდობელ და სასტიკ შეტევაზე. რადგანაც ერისკაცებს წუთისოფლის საზრუნავი, ხორციელი პრობლემები, თან ვნებები აწუხებთ, მართებთ დიდი ზომიერებითა და სიფრთხილით მოიკიდნონ ლოცვებს!.. ამაში მათ წმიდა მოძღვრები დაეხმარებიან.
როგორც წესი, დამწყებ მორწმუნეთ ახასიათებთ ლოცვებში "გაუმაძღრობა". ამპარტავან ადამიანებს რაღაცას მიაღწიონ ძალიან სწრაფად, უნდათ ბევრი "ლოცვით" წაიწიონ წინ, თუმცა ეს ლოცვაც არ არის. ისინი უბრალოდ კითხულობენ ლოცვებს და მაინც ზომაზე მეტად იწვევენ ბოროტებს. ბოროტს შეუძლია უცებ არც უპასუხოს, "აცალოს" და მეტიც, თვითონ აღძრას ლოცვისათვის, რათა უფრო ღრმად შეიტყუოს და ერთიანად დააზიანოს, როგორც გონებრივად, ისე სულიერად. ყველა საქმეში აუცილებელია მასწავლებელი, მითუმეტეს სულიერებაში!.. თუ ურჩები არ იქნებით, წმიდა მოXვრები გასწავლიან ლოცვებს და სულიერ წინსვლაში შეგიწყობენ ხელს. ლოცვას აქვს ძალა და ეს იარაღია. ლოცვა

რა არის ლოცვა?
ლოცვა მარადიულობისაკენ გარღვევაა, სულის მიქცევა შემოქმედისკენ, მისტიკური თანაზიარება ღმერთთან, ახალი ცხოვრების დასაწყისი, ღვთაებრივი ნათლის აღქმის უნარი, უხილავი სხივი, თაბორის მთიდან კაცის გულისკენ მიმავალი, სულის ფერისცვალება და ხორცის განსულიერება.
ლოცვა ყოფიერების საიდუმლოთა ამოხსნაა - იმ კვანძების გახსნა, კაცის გონებას რომ არ ძალუძს; ცოდვის ტყვეობისა და სოფლის ბორკილებისგან განთავისუფლება, საკუთარ გულში ჩაბუდებულ დემონთან ბრძოლა, იმ ბნელი ძალის შეკვრა, რომელიც სულს გულისსიტყვებისა და ვნებების მეშვეობით გარემოიცავს; სულის საუბარი მასთან, ვინც სიტყვაზე მაღლა დგას.
ლოცვა ყოველი სათნოების წყაროა, ლოცვა ფრთებია, კაცის ცად აღმყვანებელი, ლოცვა სულის მიერ შიშის ძლევა და მოწყინებისაგან განთავისუფლებაა, მარადიული სიხარულის წინასწარგანცდა და ზეციური იერუსალიმის დიდების აჩრდილია. ლოცვა იმ საიდუმლო გალობის ექოა, რომლითაც ანგელოზები ადიდებენ ღმერთს დღედაღამ; ლოცვა მიწის შვილთა კავშირია ზეცის მკვიდრებთან, ესაა მამისეული სახლის ფანჯრიდან გამომავალი სინათლე, შორი გზიდან დაბრუნებულს რომ ეგებება.
ლოცვისას ადამიანი ფერს იცვლის, ფერს იცვლის სამყაროც მის გარშემო. ლოცვა არის დედა და ასული სიყვარულისა, სიყვარულში კი მყოფობის სავსებაა მოქცეული.
ლოცვა მარადიულობისაკენ გარღვევაა, სულის


მდინარეს წყლის ნაკადი გამოეყო და ღირსი ისეს კვერთხს შეუდგა

ერთხელ ღირსმა იოანემ გადაწყვიტა, სათნოებაში და სულიერებაში გამოეცადა თავისი მოწაფეები. წმიდა ისე მდინარე ქსნის ნაპირას ჩავიდა, ჯვარი გადასახა მდინარეს, შემდეგ კვერთხი შეახო და თქვა: "სახელითა უფლისათა გიბრძანებ, ჩემ მიერ კსინვით ვიდოდე და შემომიდეგ, ვიდრეცა ვიდოდე". მდინარეს წყლის ნაკადი გამოეყო და ღირსი ისეს კვერთხს შეუდგა. ღირსმა მამამ წილკნის საყდრამდე მოიყვანა წყალი. ამ სასწაულმა მრავალი ხალხი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ერთხელ ღირსმა იოანემ გადაწყვიტა, სათნოებაში


სვიმეონ მესვეტის ჩვენება შენობის საძირკველზე

ერთხელ ტაძარში, საღვთო ლიტურგიაზე სვიმეონმა სახარებისეული ნეტარებები მოისმინა, გააოცა მათმა სიღრმემ და იქვე მდგომ ბერს სთხოვა საკითხავის განმარტება. სულიერებაში წარმატებული მოხუცის პასუხმა მასში ცათა სასუფევლის დასამკვიდრებლად ამსოფლის დატევების სურვილი აღძრა, სალოცავად განმარტოვდა და დიდხანს მხურვალედ შესთხოვდა უფალს, წინ გასძღოლოდა ღვთისმსახურების ამ ურთულეს გზაზე. როცა ლოცვაში დაქანცულს ჩაეძინა, სიზმრისეული ჩვენებით იხილა, თითქოს რომელიღაც შენობისთვის საძირკველს თხრიდა. რამდენჯერმე გაჩერდა, რადგან ჩათვალა, რომ თხრილის სიღრმე საკმარისი იყო, მაგრამ გვერდით მდგომი კაცი საფუძვლის კიდევ უფრო და უფრო გაღრმავებას ავალებდა. ბოლოს სვიმეონი შეუჩერებლად შეუდგა თხრას და მანამ მუშაობდა, სანამ იმავე ხმამ არა "ჰრქუა კმაყოფაჲ სიღრმისაჲ და მიერითგან ამცნო შენებაჲ". ამ ჩვენებით ჭაბუკმა გულისხმაჰყო, რომ ცხონებისთვის დაუცხრომელი და მოუწყინებელი ღვაწლი იყო საჭირო. ერთხელ ტაძარში, საღვთო ლიტურგიაზე სვიმეონმა


ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს

ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც ჩაესმა ხმა, რომელიც სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოუწოდებდა. განთავისუფლების შემდეგ ეფრემი განეშორა ამ ქვეყანას და ნიზიბიის მთებში დაეყუდა. აქ მისი მოძღვარი შეიქნა ცნობილი ასკეტი იაკობი - ნიზიბიის ეპისკოპოსი (ხს. 13 იანვარს). მღვდელმთავრის მადლმოსილი ხელმძღვანელობით ღირსი მამა სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებას იხვეჭდა და სულიერებაშიც წარემატებოდა. იაკობი მის ღირსებებს ეკლესიის საკეთილდღეოდ იყენებდა: ავალებდა ქადაგებების წარმოთქმას, ბავშვების სწავლებას სასწავლებელში. წმიდანი მოძღვარს თან ახლდა 325 წელს ნიკეაში გამართულ I მსოფლიო კრებაზეც. ეფრემი იაკობის მორჩილებაში იმყოფებოდა 14 წლის განმავლობაში მის აღსასრულამდე. ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და

"ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, მადლითურთ უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა" (კოლ. 3, 16). "ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა" - გულისხმობს სიტყვიერ ლოცვას, ხოლო "მადლითურთ უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა" - შინაგან ლოცვას, ანუ გონიერ-გულისმიერ ლოცვას. ფსალმუნები, გალობები, ჰიმნები, ოდები სულიერ საგალობელთა სხვადასხვა დასახელებებია, რომლებიც შედგენილობითა და ფორმით იმდენად ჰგავენ ერთმანეთს, რომ რაიმე განსხვავების მოძიება ძალიან რთულია. თავისი არსით ისინი ლოცვის სულს გამოხატავენ. ლოცვისადმი აღძრული სული, ადიდებს რა ღმერთს, ჰმადლობს მას და მისდამი თავის ვედრებას აღავლენს. ამიტომ ლოცვითი სულისკვეთების ყველა ეს გამოვლინება სულისატვის განუყოფელია და ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. როცა ლოცვა მოძრაობაში მოდის, ის ერთი სახეობიდან მეორეში გადადის და ეს არც თუ იშვიათად ხდება. გამოხატე ის სიტყვით, გამოვა სიტყვიერი ლოცვა, უწოდე მას ფსალმუნი, ჰიმნი ან ოდა - ყველა ერთი და იგივე იქნება. ნუ გამოვიძიებთ მათ შორის სხვაობას. მოციქულს სურდა გამოეთქვა ყველანაირი სახით გამოხატული ლოცვები. მათ მიესადაგება ყველა ის ლოცვა, რომლებითაც ჩვენ ახლაც ვსარგებლობთ. ფსალმუნთა გარდა ჩვენ ვიყენებთ საეკლესიო გალობებს - დასდებლებს, ტროპარებს, კანონებს და ლოცვანში თავმოყრილ ლოცვებსა და დაუჯდომლებს. კითხულობ რა მოციქულის სწავლებას სიტყვიერი ლოცვის შესახებ, არ შესცოდავ, თუ მასში ჩვენთვის ცნობილ ლოცვებს იგულისხმებ. ლოცვის ძალა არაა ამა თუ იმ ლოცვის გარეგნულ სახეში, არამედ იმაში, თუ როგორ სრულდება ისინი. ამაზე მოციქული მიგვანიშნებს სიტყვით - "სულიერითა...", ლოცვა სულიერი იმიტომაა, რომ თავდაპირველად სულში ჩაისახება და მწიფდება და შემდგომ სულიდან გამოეფინება. მათი ჩასახვა და მომწიფება ხდება სულიწმიდის მადლით. ფსალმუნები და ყველა სხვა სახის ლოცვა თავიდან სიტყვით როდი გამოითქმოდა - ისინი სულიერი იყვნენ და მხოლოდ შემდგომ შეიმოსეს სიტყვა, თუმცა ამით მათ სულიერება არ დაუკარგავთ. ისინი ახლაც სიტყვიერნი არიან ფორმით, ხოლო მათი ძალა კი სულიერებაშია...
აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, თუ ჩვენ გვსურს მოციქულის გამონათქვამი სიტყვიერი ლოცვის შესახებ გაკვეთილად მივიღოთ, ის ასე უნდა შევიმეცნოთ: შეაღწიე შენს მიერ მოსმენილი და წაკითხული ლოცვების სულში, წარმოთქვი ისინი გულით და აღავლინე ღვთისადმი ისე, თითქოს სიტყვები სულიწმიდის მოქმედებით შენსავე გულში იბადებოდნენ. ესაა კანონი, რითაც განისაზღვრება ღვთივსათნო ლოცვის არსი. როგორ მივაღწიოთ ამას? ლოცვები, რომელთაც კითხულობ (რასაც შენი ლოცვითი კანონი შეადგენს), განიხილე, შეიგრძენი და კარგად დაისწავლე. წარმოთქვი ისინი არა როგორც უცხო რამ სიტყვები, არამედ როგორც შენს გულში უკვე არსებულნი და შეგრძნობილნი. ფსალმუნითა და გალობითა შესხმითა სულიერითა

როცა თქვენს გულს ღვთაებრივი სითბო შეეხება, მაშინ დაიწყება თქვენში შინაგანი გარდაქმნა. თქვენში ეს კოცონი ყველაფერს გამოწვავ, გადაადნობს; სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეუდგება ყველაფრის სულიერ გარდაქმნას, სანამ სულით არ აღავსებს ყოველივეს. თუ ეს კოცონი არ მოვა, რა ძალისხმევაც არ უნდა მიმართოთ, სულიერებას ვერ შეიმოსავთ. ეს გარკვეულია; ახლა მთავარი საქმეა მოვიძიოთ ცეცხლი. კეთილი ინებეთ და მისკენ მიმართეთ მთელი თქვენი შრომა. მაგრამ ეს იცოდეტ, ცეცხლი არ გამოჩნდება, სანამ ვნებები ძალაშია, თუნდაც არად ჩააგდოთ ისინი. ვნებები ისეთნაირად მოქმედებენ, როგორც სისველე შეშაში. სველი შეშა არ იწვის. უნდა მოიძიოთ მშრალი ფიჩხი და ცეცხლი ისე დაინთოს. ფიჩხი წვისას ნესტს გამოაშრობს და სველი შესაც დაენთება. ასე თანდათანობით გამოდევნის ცეცხლი ნესტს, გაძლიერდება და მთელ მომზადებულ შეშას ცეცხლის ალში გაახვევს.
შეშები შინაარსით ჩვენი სულიერი ძალებია და სხეულის ყველა მოქმედებებია. სანამ ადამიანი საკუთარ თავს არ აკვირდება, გაჟღენთლია სინოტივით ანუ ვნებებით და სანამ ვნებები არაა გამოძევებული, ისინი მედგრად წინააღმდეგობას უწევენ სულიერ ცეცხლს... აღწევენ რა სამშვინველსა და სხეულში, იპყრობენ თვით სულს - ცნობიერებას და თავისუფლებას, თავისი ძალაუფლების ქვეშ აქცევენ და ასეთნაირად, მთლიანად მბრძანებლობენ ადამიანზე. ვნებების მეშვეობით ეშმაკებიც მბრძანებლობენ ადამიანზე, რომელსაც შეიძლება ეგონოს, რომ თვითონაა საკუთარი თავის მბრძანებელი.
ამ ბორკილებიდან თავს უპირველესად სული აღწევს. ამ მდგომარეობიდან ის ღვთის მადლს გამოჰყავს. აღივსება რა მადლით, სული ღვთის შიშითყოველგვარ კავშირს წყვეტს ვნებებთან, ნანობს წარსულს და იღებს მყარ გადაწყვეტილებას, რომ უპირველესად სათნო ეყოს ერთადერთს, მხოლოდ ღმერთს და მისთვის იცხოვროს, მისი მცნებების აღსრულებით იაროს. ღვთის მადლით და ასეთი გადაწყვეტილებით აღვსილი სული ვნებებს სამშვინველიდან აძევებს და ყველაფერს თავის წიაღში ასულიერებს. და აი, თქვენი სული გამოხსნილია დამპყრობლის ბორკილებისაგან. აზრით და თავისუფალი ნებით თქვენ ღვთის მხარეს გადახვედით. ღმერთს გინდათ ეკუთვნოდეთ და მხოლოდ მას სათნოეყოფოდეთ. ესაა თქვენი სულიერი მოღვაწეობის საყრდენი, მაგრამ როცა თქვენ სული უფლებებს აღიდგენს, სამშვინველი და სხეული ვნებების ზემოქმედების ქვეშ რჩებიან და მათგან ძალადობას ითმენენ. თქვენ ახლა ვნებების წინააღმდეგ უნდა შეიარაღდეთ და სძლიოთ მათ - სამშვინველიდან და სხეულიდან უნდა განდევნოთ ისინი. ვნებებთან ბრძოლა გარდაუვალია. ისინი ნებით არ დასთმობენ თავიანთ, თუმცაღა უკანონო, სამფლობელოებს. ღვთის ხსოვნა სულის სიცოცხლეა. ის ღვთის სათნოყოფისადმი მოშურნეობასაც აღაგზნებს და თქვენს გადაწყვეტილებასაც - ღმერთს ეკუთვნოდეთ - ურყევს ხიდს. ესაა, ისევ ვიმეორებ, სულიერი ცხოვრების საყრდენი წერტილი ვნებების წინააღმდეგ თქვენი მიზანდასახული ქმედების ბაზისი. როცა თქვენს გულს ღვთაებრივი სითბო შეეხება

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3