ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

ღვთის დიდი სიყვარულის წყალობით კვლავაც მშვიდობითა და კეთილდღეობით ვხვდებით უდიდესსა და ღვთივშემოსილ დღესასწაულს - ქრისტეს შობას, ზეიმს, რომელიც მთლიანად მოიცავს ყოველი თაობის ადამიანის გულსა და ცნობიერებას, ზატიკს, რომელიც მეფობს საუკუნეებზე. ეს ის სასიხარულო და ნათელმოსილი დღეა როდესაც ჩვენ ბეთლემელ მწყემსებსა და აღმოსავლელ მოგვებთან ერთად გონებით მივემგზავრებით იმ გამოქვაბულისაკენ, რომელსაც წილად ხვდა ბედნიერება, წიაღსა შინა თვისსა მიეღო ახლადშობილი ყრმა, მაცხოვარი ქვეყნისა. ღვთის დიდი სიყვარულის წყალობით კვლავაც

საშობაო ეპისტოლე წმ. ეფრემ ასურის სიტყვებით მსურს დავამთავრო: "დღეჲ ესე არს დღეჲ ცხონებისა, ღამეჲ ესე მშჳდობასა და მყუდროებას მიანიჭებს მსოფლიოს. აწინდელი ღამე ეკუთვნის მშვიდს (იესო ქრისტეს). ამისთვის განაგდოს ყოველმან რისხუაჲ და სიფიცხლეჲ, დააყუდოს ამპარტავნებაჲ და ზვაობაჲ თჳსი, აწ აღმობრწყინდა დღეჲ იგი წყალობისა და ნუ ეუფლება ვისმეს გრძნობაჲ შურისგებისა წყენისათვს მისისა, ნუ იქმნება ვინმე მიზეზი სხვისი ჭირისა და მწუხარებისა. ეს დღე უღრუბლო და ნათელია, დაე, მოიდრიკოს მის წინაშე რისხვამ, შემმუსრველმა მშვიდობისა და მყუდროებისა" (ეფრემ ასური, 1904, გვ.138). საშობაო ეპისტოლე წმ. ეფრემ ასურის სიტყვებით

image
image თემა: შობა,  მშვიდობა
ავტორი: ილია II

შობა - კეთილი დღე უპირველესად იმ მიზეზითაა, რომ ამ დღეს ქვეყნად კეთილი მეფე მოვიდა. ქალაქები შენობათა და ძეგლთა ქვის მემატიანეებში იმ დღეებს აღნიშნავენ, როცა ისინი მიწიერმა მეფეებმა მოინახულეს. ჩვენ კი საკუთარ გულებში ზეციური მეფის მიერ მონახულების დღეს ჩავწერთ. ხე დალპება, ქვა დაიშლება, ხოლო ის, რაც გულში ინახება, დასძლევს სიკვდილს და მარადიულობას შეერთვის. წმიდა ადამანები ქრისტეს სახელს ისევე ბუნებრივად ახსენებენ, როგორც სუნთქავენ. როდესაც წმიდა ეგნატე კოლიზეუმში მხეცებმა დაგლიჯეს, მისი გული უვნებლად გადარჩა, მასზე თითქოს ორი ასო იყო ამოკვეთილი: ი (იესო), ქ (ქრისტე). შობა - კეთილი დღე უპირველესად იმ მიზეზითაა

ვფიქრობ, არცერთ წარართულ ქვეყანას არ მოუსმენია ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე ქადაგება ერთი ღმერთის შესახებ. ეს მოხდა მხოლოდ საქართველოში. რატომ გამოირჩია უფალმა საქართველო? იმიტომ, რომ საქართველომ უნდა აღასრულოს მოციქულთა ღვაწლი. მან უნდა გააგრძელოს ქადაგება ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ, რასაც ამქვეყნად ჯერ ებრაელები, შემდეგ კი ქრისტეს წმინდა მოციქულები აკეთებდნენ. ეს არის საქართველოს მთავარი იდეა, მისი ძირითადი დანიშნულება. საქართველომ ყველგან უნდა იქადაგოს ჭეშმარიტება, მაგრამ ასითვის, უპირველეს ყოვლისა, ჯერ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რა არის ჭეშმარიტება, სად არის სიკეთე და სად - ბოროტება. ვფიქრობ, არცერთ წარართულ ქვეყანას არ

image
image თემა: საქართველო
ავტორი: ილია II

ვინ თქვა პირველად ენერგიის შენახვის კანონის შესახებ
მატერიისა და ენერგიის შენახვის კანონის შესახებ მეცნიერებმა XVIII ს-ში შეიტყვეს - მიხეილ ლომონოსოვი მიუთითებდა მატერიის მუდმივობის თაობაზე. ბიბლიაში კი ამაზე ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე მერვე საუკუნეში, ანუ დაახლოებით 2800 წლის წინათ იყო ნათქვამი. ესაიას წინასწარმეტყველებაში საუბარია ღმერთზე, რომ "არავინ დააკლდება ძალმოსილს და ყოვლადძლიერს" (თ. XL,26).
დღეს მოსწავლეებმაც კი იციან, რომ სამყაროში უკვალოდ არაფერი არ ქრება, არამედ ერთი ფორმიდან მეორეში გადადის. ცხადია, თუკი მუდმივია მატერია, მით უფრო მარადიულია სული, სულიერი აზრები, მარადიულია სიცოცხლე ვინ თქვა პირველად ენერგიის შენახვის კანონის

ვინ თქვა პირველად ატომთა შესახებ
მეცნიერება ატომთა შესახებ აღმოცენდა ქრისტეს შობამდე IV საუკუნეში და განქარდა XIX საუკუნის ბოლოს, რამეთუ ატომი (თარგმანებით "განუყოფელი") განყოფადი აღმოჩნდა და არა სამყაროს უმარტივესი ელემენტი.
ბიბლიაში კი ყველა ატომისტზე გაცილებით ადრე და ზუსტად ითქვა სამყაროს ამ პირველსაწყისი ელემენტების შესახებ. წიგნში "იგავნი სოლომონისნი" საუბარია იმ უძველეს, წინარე დროზე, როცა შესაქმე ის-ის იყო დაიწყო, "როცა მას (ღმერთს) ჯერ კიდევ არ შეექმნა არც ხმელი, არც ველი, არც საწყისი ცახენი სამყაროულნი" (იგავნი, თ. VIII,26). აი ამ "საწყის ცახენს" უწოდებდნენ მეცნიერები ატომებს, ეხლა კი მათ ელემენტარული ნაწილაკების, ელექტრონების, პოზიტრონების, კვარკების და ა.შ. სახელით იხსენიებენ ვინ თქვა პირველად ატომთა შესახებმეცნიერება

შობა - კეთილი დღეა ქრისტეში გამჟღავნებული სიყვარულის გამო. "იხილეთ, რაბამი სიყუარული მომცა ჩუენ მამამან, რაითა შვილ ღმრთისა ვიწოდნეთ. ამისთვის, ყოველმან არა გიცნის თქუენ, რამეთუ არცა იგი (ქრისტე) იცნეს" (1 იოან. 3, 1) - წერს ქრისტეს თვითმხილველი. უფლის მოვლინებამდე კაცთა მოდგმამ არ უწყოდა მამის სიყვარულის შესახებ შვილებისადმი და შვილებისა მამისადმი, მაგრამ ჩვენს სამყაროში მხოლოდშობილი უფლის ძის დაბადებით ადამიანებს მასზე და მის ერთიან ზეციურ მამაზე თვალი აეხილათ, დაინახეს მანამდე შეუცნობელი ზეციური სიყვარული. განა ამ ზეციური სიყვარულით გამთბარმა არ უარყო წმიდა ეკატერინემ მიწიერი სამეფო გვირგვინი და თავის მოკვეთით სიკვდილი მიიღო? რამდენი მოწამე დაადგა მის გზას, ვინც განიძარცვა სხეულებრივი გარსი, მსგავსად ძველი სამოსისა. შობა - კეთილი დღეა ქრისტეში გამჟღავნებული

შობა - კეთილი დღე, ქრისტეს მიერ განცხადებული, მარადიული ცხოვრების გამოცდაა. ამ დღემდე ქვეყანაზე მხოლოდ ნამცეცები ცვიოდნენ, რათა ხალხისათვის ზეციური სერობის შესახებ შეეხსენებინათ. ადამიანები ციებ-ცხელებიანებივით იტაცებდნენ მათ, არ უწყოდნენ, თუ საიდან ან ვისგან იყო ისინი. ქრისტე ქვეყნად მოვიდა, რათა ხალხისათვის ეჩვენებინა დაუსრულებელი სერობა სიცოცხლისა და მარადიულ ნადიმზე მიეწვია ყველა. ხოლო, ვინც მიწვევა მიიღო და ირწმუნა უცოდველი, ცხოვრების სიხარულის შიმშილს განიცდიდა, შიმშილს ღვთიური სიცოცხლის უხვი სერობისა. როდესაც წმინდა მოწამე ზინობს შესთავაზეს, არჩევანი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გაეკეთებინა, მან უპასუხა: "სიცოცხლე ქრისტეს გარეშე სიცოცხლე არაა, არამედ სიკვდილი გახლავთ, ხოლო სიკვდილი ქრისტესათვის არ არის სიკვდილი, იგი სიცოცხლეა". შობა - კეთილი დღე, < =_0>ქრისტეს მიერ

1160. როდის დაიწერა წმიდა წერილის წიგნები?
წმიდა წერილის წიგნებიდან ნაწილი ქრისტეს შობამდე დაიწერა, ხოლო ნაწილი ქრისტეს შობის შემდგომ.
1161. რას ვუწოდებთ წმიდა წერილის წიგნებს, რომლებიც ქრისტეს შობამდე დაიწერა?
ვუწოდებთ ძველი აღთქმის წიგნებს.
1162. რას ვუწოდებთ წიგნებს რომლებიც ქრისტეს შობის შემდგმ არის დაწერილი?
მათ ვუწოდებთ ახალი აღთქმის წიგნებს.
წმიდა წერილის წიგნებიდან ნაწილი ქრისტეს <

905. რას განასახიერებს წმიდა ლიტურგია?
წმიდა ლიტურგია განასახიერებს განკაცებული უფლის – იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებას: შობას, ჯვარცმას, აღდგომას და ამაღელებას. მასში უხილავად თვით უფალი მონაწილეობს და ღვთისმსახურების ხელით ყველაფერს თავად აღასრულებს.
წმიდა ლიტურგია განასახიერებს განკაცებული

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3