დიდი ძალა აქვს მოძღვრის, სულიერი მამის ლოცვებს. ძლიერ ვიტანჯებოდი სიამაყისათვის ეშმაკებისაგან, მაგრამ უფალმა მომცა მორჩილება და შემიწყალა მოძღვრის ლოცვით და ეხლა უფალმა გამიხსნა, რომ მათზე არის სულიწმიდა, ამიტომაც მე პატივს ვცემ მ...
იხილეთ სრულად
დიდი ძალა აქვს მოძღვრის, სულიერი მამის ლოცვებს. ძლიერ ვიტანჯებოდი სიამაყისათვის ეშმაკებისაგან, მაგრამ უფალმა მომცა მორჩილება და შემიწყალა მოძღვრის ლოცვით და ეხლა უფალმა გამიხსნა, რომ მათზე არის სულიწმიდა, ამიტომაც მე პატივს ვცემ მოძღვრებს. მათი ლოცვით ჩვენ ვღებულობთ სულიწმიდის მადლს და სიხარულს უფალზე, რომელსაც ჩვენ ვუყვარვართ.
link
მტკიცედ გეპყრას საჭურველი, რომელიც მიიღე და ძლიერად იღვაწე, მაგრად მოზიდე ისრები მტრის წინააღმდეგ, ერთ მიზანს უმზირე და მას სტყორცნე ისარი: იმას, რომ არასდროს ურჩო შენს სულიერ მამას. რადგან თუ ღმერთს დაამწუხრებ, შენი მოძღვარი გეყო...
იხილეთ სრულად
მტკიცედ გეპყრას საჭურველი, რომელიც მიიღე და ძლიერად იღვაწე, მაგრად მოზიდე ისრები მტრის წინააღმდეგ, ერთ მიზანს უმზირე და მას სტყორცნე ისარი: იმას, რომ არასდროს ურჩო შენს სულიერ მამას. რადგან თუ ღმერთს დაამწუხრებ, შენი მოძღვარი გეყოლება მლოცველი, რომელიც შეავედრებს მას შენს თავს; ხოლო თუკი ბერს დაანაღვლიანებ, მაშინ ვინღა ჰყოფს უფალს შენზე მოწყალედ?
link
მართალია ის, ვინც ამბობს, რომ დღეს აღარ არიან ნამდვილი მოძღვრები, მაგრამ მაინც არ ეგების ოდენ სახარებისა და მამათა სწავლათა კითხვის ამარად დარჩენა, აუცილებელია შეკითხვა! ბერმა პაისიამ ეს პრობლემა ასე გადაწყვიტა: ორი-სამი თანამზრახ...
იხილეთ სრულად
მართალია ის, ვინც ამბობს, რომ დღეს აღარ არიან ნამდვილი მოძღვრები, მაგრამ მაინც არ ეგების ოდენ სახარებისა და მამათა სწავლათა კითხვის ამარად დარჩენა, აუცილებელია შეკითხვა! ბერმა პაისიამ ეს პრობლემა ასე გადაწყვიტა: ორი-სამი თანამზრახველი მოილაპარაკებს, შეკრავს კავშირს, ეკითხებიან ერთი-მეორეს და ასე ატარებენ ცხოვრებას ურთიერთმორჩილებასა და ღვთის შიშით ლოცვაში.
link
ვისაც ზედმეტად განსწავლულად და ყოვლისმცოდნედ მიაჩნია საკუთარი თავი, ღმრთისმსახურზე წყრება: „რა ერთსა და იმავეს ამბობსო“, ავიწყდება, რომ ამბიონზე მდგარი მოძღვარი დგას იმ ქვაზე, რომელიც უფლის საფლავიდან არის გადმოგორებლი და ამ წმინდ...
იხილეთ სრულად
ვისაც ზედმეტად განსწავლულად და ყოვლისმცოდნედ მიაჩნია საკუთარი თავი, ღმრთისმსახურზე წყრება: „რა ერთსა და იმავეს ამბობსო“, ავიწყდება, რომ ამბიონზე მდგარი მოძღვარი დგას იმ ქვაზე, რომელიც უფლის საფლავიდან არის გადმოგორებლი და ამ წმინდა ადგილიდან უსარგებლო სიტყვათა წარმოთქმა არ შეუძლია. ამბიონიდან თქმული თვით ყველაზე უმნიშვნელო სიტყვაც კი მუდამ მართლმადიდებლური ჭეშმარიტებით გვმოძღვრავს.
link
მორჩილ ადამიანს საყვედური არ ეუხერხულება, არც შეურაცხყოფა ააპილპილებს. მორჩილი დარდში ხარობს და მწუხარებაში მადლობას აღავლენს.
თუ გინდა, რომ რჩეულ ჭურჭელად იქცე, წყრომა არ დაიტოვო მოძღვრის მიმართ, ეცადე ემონო ღმერთს და მოიპოვო მო...
იხილეთ სრულად
მორჩილ ადამიანს საყვედური არ ეუხერხულება, არც შეურაცხყოფა ააპილპილებს. მორჩილი დარდში ხარობს და მწუხარებაში მადლობას აღავლენს.
თუ გინდა, რომ რჩეულ ჭურჭელად იქცე, წყრომა არ დაიტოვო მოძღვრის მიმართ, ეცადე ემონო ღმერთს და მოიპოვო მორჩილება.
შეიყვარე ღვთისმსახურნი, ისინი მრავალმოწყალე ღმერთის მეგობრებია და ღმერთთან ჩვენი და მთელი სამყაროს ქომაგები არიან.
ვისაც სძულს მღვდელი, მას მისი ღმერთიც სძულს.
link
ყოველი თანამდებობის კაცის სახე უნდა იყოს თვისთა ქვეშევრდომთა; პირველად იგი უნდა აძლევდეს მაგალითსა და ერმეთ და მოითხოვდეს ქვეშმდგომთაგან - თუ ყოველი თანამდებობის კაცს ასეთი თვისება უნდა ჰქონდეს - უმეტესად მღვდელსა, ვინაითგან ხორცე...
იხილეთ სრულად
ყოველი თანამდებობის კაცის სახე უნდა იყოს თვისთა ქვეშევრდომთა; პირველად იგი უნდა აძლევდეს მაგალითსა და ერმეთ და მოითხოვდეს ქვეშმდგომთაგან - თუ ყოველი თანამდებობის კაცს ასეთი თვისება უნდა ჰქონდეს - უმეტესად მღვდელსა, ვინაითგან ხორცეული და სულიეირი წარმატება ერის მას აბარია. მისი დანიშნულებაა. იგი მასწავლებელია როგორც სიტყვით, ისე საქმით. რომელ იგი მოითხოვს პირდაპირობას, პირში თქმას თვისთა ნაკლუვანებათა.
link
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მღვდელი ასრულებს მსახურებას სულიწმიდაში. ამიტომ ღვთისმოსავურად უნდა ვიყოთ მის წინაშე. მერწმუნეთ ძმებო, თუ ვინმეს მოუხდება სიკვდილი იმ დროს, როცა მასთან არის მღვდელი და ეტყვის მას მომაკვდავი: "მამაო წ...
იხილეთ სრულად
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მღვდელი ასრულებს მსახურებას სულიწმიდაში. ამიტომ ღვთისმოსავურად უნდა ვიყოთ მის წინაშე. მერწმუნეთ ძმებო, თუ ვინმეს მოუხდება სიკვდილი იმ დროს, როცა მასთან არის მღვდელი და ეტყვის მას მომაკვდავი: "მამაო წმიდაო, დამლოცე, რომ ვიხილო უფალი ზეციურ (დიდებაში) სამეუფოში" ხოლო მოძღვარი ეტყვის: "წადი შვილო, უცქირე უფალს", აუხდება მას მოძღვრის კურთხევა, იმიტომ რომ სულიწმიდა ცაში და დედამიწაზე ერთი და იგივეა.
link
თითოეულ მოძღვარს ორი დიდი საქმე აკისრია: პირველი საკუთარი სულის ცხონებაა, მეორე კი, პირველისაგან განუყოფელი - მათ ხელმძღვანელობას მინდობილი სულის გადარჩენა. „ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ ...
იხილეთ სრულად
თითოეულ მოძღვარს ორი დიდი საქმე აკისრია: პირველი საკუთარი სულის ცხონებაა, მეორე კი, პირველისაგან განუყოფელი - მათ ხელმძღვანელობას მინდობილი სულის გადარჩენა. „ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თვისითა“ (საქმ. 20.28). ასეთია მთავარი წესი სამღვდელო მსახურებისა!
თუ გსურთ სულიერ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოთ, არაფერი დ...
link
ზნეობრივი ამაღლება ერისა ოჯახში ურთიერთშორის სიყვარულის დამყარება პირველი მოვალეობაა მღვდლისა და ვაი მას მღვდელს, რომელიც შებღალავს ამ წმიდა მოვალეობას ზნეობით გახრწნილებით და სინდისის დამდაბლებითა! _ წარმეტებისა და წინმსვლელობის ...
იხილეთ სრულად
ზნეობრივი ამაღლება ერისა ოჯახში ურთიერთშორის სიყვარულის დამყარება პირველი მოვალეობაა მღვდლისა და ვაი მას მღვდელს, რომელიც შებღალავს ამ წმიდა მოვალეობას ზნეობით გახრწნილებით და სინდისის დამდაბლებითა! _ წარმეტებისა და წინმსვლელობის გზაზე დაყენება ერისა გონებითი განვითარებით და იმის მოშლით და მოსპობითა რაც უშლის ერის ეკონომიურად ანუ ნივთიერებად წარმატებას _ არა ნაკლები მოვალეობაა მღვდლისა და ნეტარება მას მღვდელსა, რომელმაც აღასრულოს ესე: იგი ხომ საზ...
link
ადამიანს ვერ მოატყუებ, შეიძლება იგი ვერ გრძნობს, ან კიდევ თვალს ხუჭავს მის ცოდვებზე, მაგრამ შენი ცოდვები მას გრამი არ გამოეპარება. ჰოდა, თუ ნამდვილი არ ხარ, ღვთისმსახურების შესაბამისი ცხოვრება არა გაქვს, არ მოგისმენს და შესაბამისა...
იხილეთ სრულად
ადამიანს ვერ მოატყუებ, შეიძლება იგი ვერ გრძნობს, ან კიდევ თვალს ხუჭავს მის ცოდვებზე, მაგრამ შენი ცოდვები მას გრამი არ გამოეპარება. ჰოდა, თუ ნამდვილი არ ხარ, ღვთისმსახურების შესაბამისი ცხოვრება არა გაქვს, არ მოგისმენს და შესაბამისად ვერც გამოასწორებ, არადა ჩვენი მოვალეობა და სამსახური სწორედ ადამიანთა გამოსწორება და გადარჩენაა. ღმრთისმსახური თუ ხარ, ნამდვილი უნდა იყო: თავმდაბალი, პატიოსანი, სიმართლისმოყვარე და გამტანი, საღმრთო მადლით განათლებული, ...
link