მღვდელი რომ აღსარებას გათქვამს, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, სიგლახეა. მერე მღვდლად აღარ უნდა იყოს!

მოძღვარი - ციტატები, გამონათქვამები

ძმებო, დავემორჩილოთ ჩვენს მოძღვრებს და მაშინ იქნება საერთო მშვიდობა; უფალიც სულიწმიდით იქნება ჩვენთან.
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ცაშიც.
თ. 18-19
ჭეშამრიტი მოძღვრობა ურთულესი რამაა. ამაზე რთული საქმიანობა არ არსებობს! ეს უხილავი და დაუნდობელი ბრძოლაა თითოეული ადამიანის სულზე!..

თუ ადამიანი ყველაფერს არ ეუბნება მოძღვარს, მისი გზა არასწორია და ვერ იხსნის თავს, ხოლო ვინც ყველაფერს ეუბნება, იგი პირდაპირ სასუფევლისკენ მიდის.

მორჩილი, რომელიც უკეთურ აზრს შეიწყნარებს თავის მოძღვარზე და მისდამი ნდობას დაკარგავს, ისე დაეცემა, როგორც გუმბათი, როცა მას საყრდენ ლოდს გამოაცლიან.

მოძღვრის მიმართ ნამდვილი და სრული მორჩილება მჟღავნდება მაშინ, როცა მისი ნების გარეშე საქებარი საქმეც კი არ აღესრულება, არათუ საგმობარი და მიუღებელი.
კეთილი და ჭეშმარიტი მოძღვარი აუცილებლად ზედმეტი “თავმდაბლობის” გარეშე მოგცემთ პასუხს, რომ მას შეუძლია მიგიყვანოს ღმერთთან, თუ ამისთვის შენც ყველაფერს გააკეთებ.
მოძღვრის დამოკიდებულება სულიერი შვილის მიმართ ყოველთვის უნდა იყოს სიყვარულის გამოვლინება. მხოლოდ ამგვარად შეძლებს ის ზნეობრივი ზემოქმედების მოხდენას სულიერ შვილზე.
ჭეშამრიტ მოძღვარს მართლა შეუძლია მორწმუნე მიიყვანოს სასუფეველში, ის იქიდან არის ჩამოსული. მას გაღწეული აქვს ღმერთამდე, სულით ის სულ სასუფეველშია, რადგან ღმერთია მასში!..