სიკვდილი სამი სახისაა: ფიზიკური, სულიერი და მარადიული. მაცხოვარმა ჩვენ სულიერი და მარადიული სიკვდილისაგან გვიხსნა. გვიხსნა სულიწმიდის განშორებისა და მარადიული სატანჯველისგან. მან თავისი სისხლით და ხორცით გამოისყიდა პირველქმნი...
იხილეთ სრულად
სიკვდილი სამი სახისაა: ფიზიკური, სულიერი და მარადიული.მაცხოვარმა ჩვენ სულიერი და მარადიული სიკვდილისაგან გვიხსნა. გვიხსნა სულიწმიდის განშორებისა და მარადიული სატანჯველისგან. მან თავისი სისხლით და ხორცით გამოისყიდა პირველქმნილი ცოდვა და ამით მორწმუნეთათვის სასუფევლის კარი შეაღო.
link
დიდთა და მცირეთ, ჩინებულთა და უჩინოთა, ბოროტთა და კეთილთ - ყველას დაუდგება მიწიერ ყოფასთან განშორების დღე. გარდაცვალება სინამდვილეში ხელახალი შობაა სხვა სამყაროში. ბედნიერი ხარ, თუ ეს სიტყვები შენც შეგეხება: "ნეტარ არს გზა ეგე, რო...
იხილეთ სრულად
დიდთა და მცირეთ, ჩინებულთა და უჩინოთა, ბოროტთა და კეთილთ - ყველას დაუდგება მიწიერ ყოფასთან განშორების დღე. გარდაცვალება სინამდვილეში ხელახალი შობაა სხვა სამყაროში. ბედნიერი ხარ, თუ ეს სიტყვები შენც შეგეხება: "ნეტარ არს გზა ეგე, რომელსა წარმართებულ ხარ დღეს, სულო, რამეთუ ადგილი განსასვენებელი მოგელის შენ"
link
გარდაცვალების შემდგომ არ ვკარგავთ ხსოვნასა და წარმოდგენას ყოველივე იმისა, რაც ამ სიცოცხლეში განვიცადეთ. ყოველივე რომ დაგვვიწყებოდა, რაც ამქვეყნად ვნახეთ, აღვასრულეთ და შევიყვარეთ, მაშინ კაცის ცხოვრებაცა და წარწყმედაც შეუძლებელი იქ...
იხილეთ სრულად
გარდაცვალების შემდგომ არ ვკარგავთ ხსოვნასა და წარმოდგენას ყოველივე იმისა, რაც ამ სიცოცხლეში განვიცადეთ. ყოველივე რომ დაგვვიწყებოდა, რაც ამქვეყნად ვნახეთ, აღვასრულეთ და შევიყვარეთ, მაშინ კაცის ცხოვრებაცა და წარწყმედაც შეუძლებელი იქნებოდა, რადგან სულ სხვა ვიქნებოდით და ღმრთისაგან ვერც ჯილდოსა და ვერც სასჯელს ვეღარ მივიღებდით.
link
სიკვდილი არის მოკლება სიცოცხლისაგან და არსებობისაგან, რადგანაც, რაკი გაჩნდება ადამიანი, არასოდეს დამთავრდება მისი არსებობა. სიცოცხლე კი ღმერთთან ერთად არსებობაა. და რადგანაც ღმერთი არის წყარო ბედნიერებისა, სიცოცხლე ბედნიერებაში არ...
იხილეთ სრულად
სიკვდილი არის მოკლება სიცოცხლისაგან და არსებობისაგან, რადგანაც, რაკი გაჩნდება ადამიანი, არასოდეს დამთავრდება მისი არსებობა. სიცოცხლე კი ღმერთთან ერთად არსებობაა. და რადგანაც ღმერთი არის წყარო ბედნიერებისა, სიცოცხლე ბედნიერებაში არსებობა ყოფილა. სიკვდილი არის ღვთისაგან, იმავე სიცოცხლისაგან, ბედნიერი არსებობისათვის დაცილება.
link
რა არის მორწმუნისათვის საფლავი, რომელშიც მიცვალებულის სხეული განისვენებს? – მხოლოდ ვიწრო კარი, რომლის გავლითაც სული, რომელმაც სხეული დატოვა, გადადის უმაღლეს სამყაროში და ნაპრალებს შორის მარადიული სიცოცხლის სამოთხისეული შუქი ციალე...
იხილეთ სრულად
რა არის მორწმუნისათვის საფლავი, რომელშიც მიცვალებულის სხეული განისვენებს? – მხოლოდ ვიწრო კარი, რომლის გავლითაც სული, რომელმაც სხეული დატოვა, გადადის უმაღლეს სამყაროში და ნაპრალებს შორის მარადიული სიცოცხლის სამოთხისეული შუქი ციალებს. თუ კეთილი და საყვარელი მიცვალებულის გამო სწუხხარ, საკუთარ თავს მიმართე: „ჩვენი მოქალაქეობა ცათა შინა არს“.
თ. 3, 20
link
წიწილამ, რომელიც ჯერ არ გამოჩეკილა, არ იცის, რომ კვერცხის ნაჭუჭის იქით არსებობს სხვა სამყარო და ამას მხოლოდ გამოჩეკის შემდეგ იგებს, ადამიანიც მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ხედავს იმქვეყნიურ სამყაროს. იგი წიწილას მსგავსად გარდაცვალებ...
იხილეთ სრულად
წიწილამ, რომელიც ჯერ არ გამოჩეკილა, არ იცის, რომ კვერცხის ნაჭუჭის იქით არსებობს სხვა სამყარო და ამას მხოლოდ გამოჩეკის შემდეგ იგებს, ადამიანიც მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ხედავს იმქვეყნიურ სამყაროს. იგი წიწილას მსგავსად გარდაცვალების შემდეგ თავისუფლდება გვამისაგან (ნაჭუჭისაგან) და მის წინაშე გადაიშლება უცნობი, ულამაზესი, უდიდესი და საიდუმლო სამყარო.
link
შემდგომად გარდაცვალებისა ჩვენ არ გვეკარგება ხსოვნა, წარმოდგენა ყოვლისა, რასაც ამ სიცოცხლეში ვიქმთ. უფალი იესო ქრისტე შემდგომად აღდგომისა თვისისა იყო იგივე, როგორც სიკვდილამდი. სიკვდილმა არ მოსპო მის შორის მეხსიერება იმისა, რასაც ი...
იხილეთ სრულად
შემდგომად გარდაცვალებისა ჩვენ არ გვეკარგება ხსოვნა, წარმოდგენა ყოვლისა, რასაც ამ სიცოცხლეში ვიქმთ. უფალი იესო ქრისტე შემდგომად აღდგომისა თვისისა იყო იგივე, როგორც სიკვდილამდი. სიკვდილმა არ მოსპო მის შორის მეხსიერება იმისა, რასაც იტყოდნენ მასზედა წინასწარმეტყველნი, რაც აღუთქვა მან მოწაფეთა თვისთა. შემდგომად სიკვდილისა იმასვე ასწავლიდა მოწაფეთა თვისთა, რასაც სიკვდილამდე.
link
აქედან იმ ქვეყანაში ჩვენ ყველა ჩვენს სულიერ თვისებას გადავიტანთ. სიკვდილი კაცს ვერ ართმევს იმას, რითაც თითოეული კაცი სხვა პირთაგან განსხვავდება. კაცი ჯოჯოხეთსა თუ სამოთხეს აქვე თავისივე ხელით აშენებს. ანგარი, ხარბი და შურიანი იქ ყ...
იხილეთ სრულად
აქედან იმ ქვეყანაში ჩვენ ყველა ჩვენს სულიერ თვისებას გადავიტანთ. სიკვდილი კაცს ვერ ართმევს იმას, რითაც თითოეული კაცი სხვა პირთაგან განსხვავდება. კაცი ჯოჯოხეთსა თუ სამოთხეს აქვე თავისივე ხელით აშენებს. ანგარი, ხარბი და შურიანი იქ ყოველგვარ ნუგეშს მოკლებული გადავა; ღმრთის, სიკეთისა და სიმართლის მოყვარეს კი ბედნიერება ელოდება – რაც უყვარდა, რაც სურდა და რასაც ეძიებდა, ყოველივე მიეცემა.
link
გარდაცვალება არის ზღვარი, რომლითაც ადამიანის მოღვაწეობის დრო შემოისაზღვრება და იწყება მისაგებელის დრო. ასე რომ, გარდაცვალების შემდგომ შეუძლებელია როგორც სინანული, ასევე ცხოვრების გამოსწორებაც. ეს ჭეშმარიტება გამოხატა ქრისტე მაცხოვ...
იხილეთ სრულად
გარდაცვალება არის ზღვარი, რომლითაც ადამიანის მოღვაწეობის დრო შემოისაზღვრება და იწყება მისაგებელის დრო. ასე რომ, გარდაცვალების შემდგომ შეუძლებელია როგორც სინანული, ასევე ცხოვრების გამოსწორებაც. ეს ჭეშმარიტება გამოხატა ქრისტე მაცხოვარმა თავის იგავში მდიდრისა და ლაზარეს შესახებ, საიდანაც ჩანს, რომ ერთმაც და მეორემაც სიკვდილისთანავე მიიღო მისაგებელი. მდიდარს კი, რაც არ უნდა წამებაში ყოფილიყო ჯოჯოხეთში, სინანულის გზით ტანჯვისგან გათავისუფლება აღარ შეე...
link
ფიზიოლოგიურად მკვდარი ვერ ხედავს ნივთიერ სინათლეს, სულიერად მკვდარი კი, თუნდაც ჯერ კიდევ ხორცში იყოს, ვერ ხედავს მარადიულ მზეს - ღმერთს, ანუ ადამიანი შეიძლება ფიზიოლოგიურად ჯერ კიდევ ცოცლხობდეს, მაგრამ სულიერად მკვდარი იყოს. მაგრა...
იხილეთ სრულად
ფიზიოლოგიურად მკვდარი ვერ ხედავს ნივთიერ სინათლეს, სულიერად მკვდარი კი, თუნდაც ჯერ კიდევ ხორცში იყოს, ვერ ხედავს მარადიულ მზეს - ღმერთს, ანუ ადამიანი შეიძლება ფიზიოლოგიურად ჯერ კიდევ ცოცლხობდეს, მაგრამ სულიერად მკვდარი იყოს. მაგრამ, თუ ხორცში ყოფნის დროს აქვს კავშირი უფალთან, ანუ ბედნიერების წყაროსთან, არ კვდება. წმინდა წერილი გავსწავლის, რომ ასეთი ადამიანი გარდაიცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. როგორც კი მისი ხორციელი თვალი დაიხუჭება, აღიხილება ...
link