ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
თვით ბუნება კაცისა ელტვის ანუ ეძიებს ნუგეშსა და კმაყოფილებასა. შრომასა, მოღვაწეობას კაცი თითქმის ძალდატანებით ასრულებს, ხოლო ლხინსა, განცხრომასა თავის ნებით და მხიარულებით. ვგონებ, ძნელად იპოება ქვეყანაზე ისეთი კაცი, რომელსაც არ მოსწონდეს მომეტებულის ღვინის სმა და მით გამხიარულება. დიდი ძალა და გავლენა აქვს ღვინოს ბუნებასა ზედა კაცისასა. ამისთვისაც წმიდა მოციქული პავლე აგვიკრძალავს მთვრალობას და იქავე მოიყვანს მიზეზსა: „ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე“(ეფეს. 5.18–19). თუმცა, გარნა ბილწებისა, სხვანიცა მრავალნი ვნებანი და ცოდვანი შეუდგებიან მთვრალობასა. მაგალითებრ, ერთი უსაძაგლესი ვნება, რომელიც მთვრალობისაგან წარმოსდგება, ის არის, რომ იგი ერთ ხანს კაცს პირუტყვად გაჰხდის, ჭკუას დაუბნელებს, ენას დაუბამს; მაგრამ სუყველაზე უცუდესი თვისება მთვრალობისა ის არის, რომ მთვრალობას და ბილწებას აქვს განუწყვეტელი კავშირი. მაშასადამე, მოერიდე, ძმაო ჩემო, სიხარბით ღვინის სმასა. არა თუ არ უნდა დასთვრე, მომეტებულიც არ უნდა დალიო.
წაგიკითხავთ რაიმე იესოს ლოცვის შესახებ? საქმითაც ხომ იცით ის. ასეა, მხოლოდ ის გვეხმარება, რომ შინაგანად მტკიცედ მოვწესრიგდეთ და გარეგან საზრუნავებს საშუალება არ მივცეთ ს წესრიგი დაგვირღვიონ; ის, მხოლოდ ის გვაძლევს ძალას, მამათა დარიგება აღვასრულოთ: ხელები დააკავეთ საქმით, ხოლო გონება და გული ღმერთით. რაცა ის გულს ერწყმის, შიგნით, აღარ წყდება, არამედ მუდმივად არის და არის... რაიმეს სისტემატური აღძვრა გულში ძნელად მისაღწევია, მაგრამ ერთის ან ერთგვარის შეკავება უცილობელ საქმეთა მრავალფეროვნების ფონზე შეიძლება. ეს იესოს ლოცვის მეშვეობით ხორციელდება, როცა ის გულს შეერწყმება. როგორ შეერწყმება?! ვინ იცის, როგორ? მაგრამ შეერწყმება. მოღვაწე აცნობიერებს ამას, მაგრამ ვერ ხვდება, როგორ აღესრულება ეს შრომა... სვლა ღვთის წინაშე, ლოცვის რაც შეიძლება ხშირი გამეორება. დრო გამოიძებნა? მაშინვე მისკენ... და მოგეცემა...
გვირჩევენ, ლოცვის შესახებ უფრო მეტი ვიკითხოთ, რამეთუ კითხვა მიეკუთვნება იესოს ლოცვის განახლების და გამოცოცხლების საშუალებათა რიგს.
მაგალითი მონასტრული ცხოვრებიდან: სინას მონასტრის წინამძღვრად იყო ცნობილი მოღვაწე ღირსი სილუანი. ერთხელაც აქ მოვიდა სხვა ბერი, დაინახა შრომაში გულმოდგინედ ჩართული ძმები და განიკითხა ისინი სახმართმოყვარებისათვის, რადგან თვითონ ფიქრობდა, რომ ბერისათვის აუცილებელი იყო მხოლოდ სულიერი ღვაწლი: ლოცვა, მარხვა, ღვთის მჭვრეტელობა და არა ფიზიკური გარჯა. ამან წინამძღვარი სილუანი არ გაანაწყენა და მისცა კურთხევა, სტუმრისათვის გამოეყოთ ცაკლე კელია. როცა ბერებმა დაამთავრეს მუშაობა, გაემართნენ სატრაპეზოსკენ და დანაყრდნენ. სტუმარი ფანჯრიდან იყურებოდა და უცდიდა, როდის მოუხმობდნენ მასაც სადილად, მაგრამ არავინ ეძახდა. შიმშილმა რომ შეაწუხა, იგი იღუმენთან წავიდა და ჰკითხა, მისცეს თუ არა საზრდელი იმ დღეს ბერებს; წინამძღვრისაგან თანხმობა რომ მიიღო, ეწყინა, მე რატომ არ გამაგებინესო; - შენ სულიერი კაცი ხარ და საჭმელი რად გინდა. ჩვენ ხორციელნი ვართ, კვება ჩვენთვის აუცილებელია, ამიტომაც ვშრომობთ, შენ კი იკითხე წიგნები, ისაზრდოვე სულიერი სიტყვებით, - უპასუხა იღუმენმა.
უღვთონი კი სასჯელსაც თავიანთ ზრახვათამებრ მიიღებენ, რადგან მართალიც აითვალისწუნეს და უფალსაც განუდგნენ.
რადგან უბედურია, ვინც სიბრძნესა და სწავლას შეურაცხყოფს; ამაოა იმედი მათი, შრომა უნაყოფო და მათი საქმეები უსარგებლოა.
მათი ცოლები უგუნურნი არიან, ხოლო შვილები უკეთურნი; დაწყევლილია მათი მოდგმა.
რადგან ნეტარია წაუბილწველი ბერწი ქალი, რომელმაც არ იცის საწოლი ცოდვისა. იგი მიიღებს ნაყოფს სულთა განკითხვისას.
საჭურისსაც, ვის ხელსაც ურჯულოება არ ჩაუდენია და არ განუზრახავს ბოროტი უფლისა მიმართ, მიეცემა გამორჩეული მადლი რწმენისა და უსანატრელესი წილი უფლის ტაძარში.
რადგან სანაქებოა ნაყოფი კეთილი შრომისა და ძირი სიბრძნისა შეურყეველია.
მემრუშეთა შვილნი ვერ მოიწიფებიან და თესლი უკანონო საწოლისა გაქრება.
ხანგრძლივადაც რომ იცოცხლონ, მაინც არარად შეირაცხებიან და უპატიო იქნება მათი ღრმა სიბერეც.
ხოლო, თუ ნაადრევად აღესრულებიან, არც იმედი და არც ნუგეშისცემა არ ექნებათ განკითხვის დღეს.
რადგან მძიმეა უსამართლო მოდგმის აღსასრული.
თ. 2-4
ლოცვა როდის წარმოითქმება უშრომლად?
სულიერი შრომა რას გულისხმობს?
ისწავლე ლოცვა!
ლოცვა საუბარია ღმერთთან, გულისნადების მის წინაშე განფენაა, საკუთარი თავის მის შვილად შეცნობა და ღვთის მადლისა და შეწევნის მოპოვებაა; თუმცა სულიერი შრომა მარტო ლოცვას არ გულისხმობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს, რა თქმა უნდა, აგრეთვე, არის სწორი სულიერი აზროვნება და სულიერი ცხოვრება. ეს რომ შევძლოთ უფლის მხსნელ მარჯვენას ხელი უნდა ჩავჭიდოთ და მასთან ვიყოთ განუშორებლად.
დიდ შრომადაც რომ დაგიჯდეს, უნდა აღასრულო!
ო, ზეციური დიდებულება! ო, პატივი და სუდიადე ადამიანისა! იგი მოკრძალებული თიხაა, მაგრამ ღმრთაებრივი სუნთქვაცაა! მოვა ჟამი, როცა ის შეიცვლება. "მიწა ხარ და მიწადცა მიიქცე". აღსრულდება ჩვენი შემოქმედის სიტყვები. მაგრამ ღმრთაებრივი ქროლვა, ღმრთაებრივი სუნთქვა - რა მოუვა მას? როგორც მიწა დაუბრუნდება მიწას, ისე სული - ღმრთის ქროლვა - დაუბრუნდება ღმერთს. კი მაგრამ, როგორ? როცა სული ღმერთისგან წარმოიშვა, იგი კეთილსურნელოვანი ღმრთაებრივი ღმრთაებრივი სუნთქვა იყო, მაგრამ ახლაც ისევ ისეთია? არა, ისეთი აღარ არის. მაშ, როგორღა იქნება? აუცილებელია განწმენდა. ცრემლები, გლოვა, ტკივილი, რადგან შენ ესოდენ კეთილი და ქველისმოქმედი მამა დაამწუხრე, ღმერთი, რომელმაც შენ - თიხა - ეგზომ განგადიდა და მოგანიჭა თავისი ღმრთაებრივი სუნთქვა, სინანულის ეს შრომა განგწმენდს მისი მადლით. ამრიგად, ურვა და გლოვა, რათა მან ისევ უწინდელ მდგომარეობაში დაგაბრუნოს.
და როცა შენ ტირიხარ სულის მწარე ტკივილით, რადგან შესცოდე, რადგან ღმერთი დაამწუხრე, ტირილთან ერთად შენ ნუგეში და სიხარული გფარავს. და მაშინ გეხსნება ლოცვის კარი
ასეთი სულიერი ნაყოფისთვის ღირდა შრომა!
ბრძოლის თავდაპირველი სიძნელეების გამო გულს ნუ გაიტეხთ, სიკეთე შრომითა და ტკივილით მიიღწევა, მაგრამ, როცა ნაყოფს იხილავთ – თან როგორ ნაყოფს! – მაშინ თქვენ თვითონ იტყვით: „ასეთი სულიერი ნაყოფისთვის ღირდა შრომა“.
თემა: სიკეთე, სულიერი ბრძოლა, შრომაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი