იოსებ ათონელი (ისიხასტი) - ციტატები, გამონათქვამები
იოსებ ათონელი (ისიხასტი) - ციტატები, გამონათქვამები იოსებ ათონელი (ისიხასტი) | გამონათქვამები
იზრუნე, რომ იყო მუდამ გონიერი, მდაბალი, გამგონე, მდუმარე, მომთმენი, თავშეკავებული, მუყაითი, დღე და ღამე განუწყვეტლივ მლოცველი. და დაინახავ, როგორ განგინათლდება გონება, გული კი სიხარულსა და სიმშვიდეს აღმოაცენებს!
მრავალსიტყვაობას არ დაეჩვიო, სჯობს ნაკლები ილაპარაკო, მდუმარება კი სულის სიმდიდრეა. ბევრ ლაპარაკს თუ მიეჩვევი, იესოს ლოცვასაც მალე დაკარგავ და შენს სულსაც დაქანცავ და უთუოდ ბევრ სხვა რამესაც ავნებ. რადგან მრავალსიტყვაობაში ცოდვას ... იხილეთ სრულად
იკითხე ღმრთაებრივი წიგნები, რომ გონება განგინათლონ, რომ სულიერ გზაზე წარემართოს შენი სული. და ეს ღმრთაებრივი სწავლება გახდება შენი ზეციური მზითევი და მარადიული სიმდიდრე
ნუ შეიყვარებ სამკაულებს. სუნამოებით ნუ დაინტერესდები. ყველაფერი ეს ამა სოფლის საქმეა: რამდენადაც ზედმეტი, იმდენად საძრახისი
არ იფიქრო სიხარულისა და კმაყოფილების პოვნა იმაში, რაც შენს სულს ამწუხრებს, ღმრთის მადლი კი ადგილს ვერ პოულობს. სიხარული ღმერთის საჩუქარია ჩვენი სულისათვის და თუკი შენ მას შეაშფოთებ, ის მეტად აღარ მოვა მანამ, სანამ შენ დიდი ტკივილი... იხილეთ სრულად
მთელი სულითა და გულით შევიყვაროთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მისი უტკბესი დედა იმისათვის, რომ მათ შეგვიყვარეს. და განვლევთ რა ამ ცხოვრების ქარიშხლებს, იქ განუყრელნი ვიქნებით მათთან, და მარადის ვუჭვრეტთ ენითუთქმელ დიდებასა და იმ მიუ... იხილეთ სრულად
ჩვენი საკუთარი ღვაწლია - გვძაგდეს არა მარტო სიამენი, არამედ ამქვეყნიური ცხოვრების ყოველგვარი მწუხარება, და ყოველდღიურად გადაგვქონდეს ჩვენი ცხოვრება ცათა სასუფეველში
ჩვენ ყველამ, მონაზვნებმა, დავტოვეთ სოფელი და ყველაფერი ამა სოფლისა ერთი მიზნისათვის - რომ ღირსნი გავხდეთ უხრწნელი და მარადიული სიკეთეებისა. და ის, ვინც ივიწყებს თავის ამ მიზანს, ამჟღავნებს, რომ არ იცის, თუ რატომ აირჩია მონაზვნური ... იხილეთ სრულად
მონაზონს მაშინ აქვს დრო, როცა მასთან მადლია და შეეწევა და ადამიანი სამოთხეში იმყოფება, და ცხოვრებას ისე ატარებს, როგორც ხორციელი ანგელოზი. მაგრამ როცა მადლი მიდის, მაშინ ყოველ წამს ჯოჯოხეთის მოწამლულ წყალს სვამს. წყვდიადი და სულის... იხილეთ სრულად