იოსებ ათონელი (ისიხასტი) - ციტატები, გამონათქვამები
იოსებ ათონელი (ისიხასტი) - ციტატები, გამონათქვამები იოსებ ათონელი (ისიხასტი) | გამონათქვამები
ბევრი არ ილაპრაკო, არ უსმინო იმას, რაც შეუფერებელია. რადგან სმენა გიბინძურდება. იზრუნე, რომ იყო დამჯერე, გონიერი, მდაბალი, სათნო, ლოცვისა და კითხვის მოყვარული. ცრემლით ილოცე, ლოცვით იკითხე. დაე შენმა ბაგეებმა არ შეწყვიტონ: "უფალო ... იხილეთ სრულად
როგორც ცეცხლს, ისე გაექეცი ბოროტ გულისსიტყვებს. სულაც ნუ მოუსმენ მათ. იმისათვის, რომ ფესვი ვერ გაიდგან შენში. და ისევ, სასო არ წარიკვეთო. რადგან ღმერთი დიდია და ცოდვილებს პატიობს. ოღონდ შეინანე როცა ცდები, და ეცადე მსგავსი რამ მეტ... იხილეთ სრულად
განსაცდელის ჟამს ყოველთვის ქრისტესა და ღმრთისმშობელს მიმართე. საშველად წმინდანებს უხმე და ყურადღებით იყავი
რამდენადაც შეძლებ, ეცადე თავშეკავებული იყო, რადგან ნაყროვანებისაგან იშვება უკეთურება და ოცნებები
თუკი დაიმარხავ სულისა და სხეულის ქალწულებას, ყოვლადწმინდა ქალწული დაგიფარავს ყოველგვარი ბოროტისაგან, ხილულ და უხილავ მტერთაგან
იზრუნე, რომ იყო მუდამ გონიერი, მდაბალი, გამგონე, მდუმარე, მომთმენი, თავშეკავებული, მუყაითი, დღე და ღამე განუწყვეტლივ მლოცველი. და დაინახავ, როგორ განგინათლდება გონება, გული კი სიხარულსა და სიმშვიდეს აღმოაცენებს!
მრავალსიტყვაობას არ დაეჩვიო, სჯობს ნაკლები ილაპარაკო, მდუმარება კი სულის სიმდიდრეა. ბევრ ლაპარაკს თუ მიეჩვევი, იესოს ლოცვასაც მალე დაკარგავ და შენს სულსაც დაქანცავ და უთუოდ ბევრ სხვა რამესაც ავნებ. რადგან მრავალსიტყვაობაში ცოდვას ... იხილეთ სრულად
იკითხე ღმრთაებრივი წიგნები, რომ გონება განგინათლონ, რომ სულიერ გზაზე წარემართოს შენი სული. და ეს ღმრთაებრივი სწავლება გახდება შენი ზეციური მზითევი და მარადიული სიმდიდრე
ნუ შეიყვარებ სამკაულებს. სუნამოებით ნუ დაინტერესდები. ყველაფერი ეს ამა სოფლის საქმეა: რამდენადაც ზედმეტი, იმდენად საძრახისი
არ იფიქრო სიხარულისა და კმაყოფილების პოვნა იმაში, რაც შენს სულს ამწუხრებს, ღმრთის მადლი კი ადგილს ვერ პოულობს. სიხარული ღმერთის საჩუქარია ჩვენი სულისათვის და თუკი შენ მას შეაშფოთებ, ის მეტად აღარ მოვა მანამ, სანამ შენ დიდი ტკივილი... იხილეთ სრულად