ვისაც მონაზვნობა სურს, დიდი თავგანწირვა მართებს. და საკუთარ თავს უნდა უთხრას, რომ სხვა არაფრით იცხოვრებს ამ ქვეყნად. არამედ ჯვარს გაეკვრება ყოველგვარი მოწევნული განსაცდელის დათმენით: სიცივის, წყურვილის, სიშიშვლის, წყენის, შეურაცხყ...
იხილეთ სრულად
ვისაც მონაზვნობა სურს, დიდი თავგანწირვა მართებს. და საკუთარ თავს უნდა უთხრას, რომ სხვა არაფრით იცხოვრებს ამ ქვეყნად. არამედ ჯვარს გაეკვრება ყოველგვარი მოწევნული განსაცდელის დათმენით: სიცივის, წყურვილის, სიშიშვლის, წყენის, შეურაცხყოფის, ყოველგვარი გულისტკენის. ხოლო თუკი ამას არ გაითვალისწინებს და მოვა კარგი ცხოვრების იმედად, ქალი იქნება თუ კაცი, უჯობს საერთოდ არ მოვიდეს, არამედ ერში იცხოვროს, როგორც კარგმა ქრისტიანმა
ადამიანებმა არ იციან სწორად შეფასება. მან უნდა გვცეს პატივი - ღვაწლისდამდებელმა, რომელიც ღვაწლს გვთავაზობს, ბრძოლის წესებს ადგენს, ანიჭებს ძალას, ათვინიერებს მოწინააღმდეგეთ, გვირგვინოსანჰყოფს მოღვაწეთ, აჯილდოვებს დიდებით. ამისი არ...
იხილეთ სრულად
ადამიანებმა არ იციან სწორად შეფასება. მან უნდა გვცეს პატივი - ღვაწლისდამდებელმა, რომელიც ღვაწლს გვთავაზობს, ბრძოლის წესებს ადგენს, ანიჭებს ძალას, ათვინიერებს მოწინააღმდეგეთ, გვირგვინოსანჰყოფს მოღვაწეთ, აჯილდოვებს დიდებით. ამისი არც სიტყვებით შეცნობაა იოლი და არც გაგება, თუ განსაცდელთა ღუმელში არ შეხვედი და თავად არ იგემე.
სათნოებას ეჟვანი როდი აბია, რომ ჟღერდეს და ცნობისმოყვარეობას აღძრავდეს, რომ მოიხედო და დაინახო. ეს ღმერთის არანივთიერი ნიჭია. რატომ უწოდებენ მას მადლს? იმიტომ, რომ არ იხილება, არ შემოისაზღვრება, ვერ წარმოიდგინება, არ ფერადდება. ღმ...
იხილეთ სრულად
სათნოებას ეჟვანი როდი აბია, რომ ჟღერდეს და ცნობისმოყვარეობას აღძრავდეს, რომ მოიხედო და დაინახო. ეს ღმერთის არანივთიერი ნიჭია. რატომ უწოდებენ მას მადლს? იმიტომ, რომ არ იხილება, არ შემოისაზღვრება, ვერ წარმოიდგინება, არ ფერადდება. ღმრთის ნიჭი. გამოუთქმელი და მიუწვდომელი და მდიდარი სასწაული.ამიტომ უფალი, ჭეშმარიტად ღმერთი, როცა გზებზე დადიოდა, ისეთი ჩანდა, როგორიც დანარჩენი ადამიანები. ამბობდნენ: "ჭამს და სვამსო". მატყუარა და ეშმაკეული შეარქვეს. და დ...
ღვაწლი, რომელიც წინ გვიძევს, მრავალია. მრავალ სულთან მოგველის ბრძოლა, რომელთაგან უდიდესია სიძვა, რომელიც ცამდე აღმართავს აბრას და უფსკრულში ეშვება. როცა შენ მარხულობ, მღვიძარებ, ღაღადებ, ტირი, განიცდი, იგი (სიძვა), ეშმაკის შემწეობ...
იხილეთ სრულად
ღვაწლი, რომელიც წინ გვიძევს, მრავალია. მრავალ სულთან მოგველის ბრძოლა, რომელთაგან უდიდესია სიძვა, რომელიც ცამდე აღმართავს აბრას და უფსკრულში ეშვება. როცა შენ მარხულობ, მღვიძარებ, ღაღადებ, ტირი, განიცდი, იგი (სიძვა), ეშმაკის შემწეობით, ერთი წუთითაც არ ცხრება, არამედ მუდამ აღგზნებულია: ცეცხლი, ცეცხლისგან წარმოქმნილი, ესავის თესლი, ბაბილონის ძისა. შენ უხმობ, ეძებ ქრისტეს. აქეთ-იქით აწყდები, ტირი, განიცდი. ის კი ყვირის: "ქალი მინდა!" და განა ერთი დღე ...
როგორც ადამიანი კვდება სუნთქვის შეწყვეტისას, ისევე კვდება სულიც დაუცადებელი და მარადისი ლოცვის გარეშე. რადგან ცოცხალ ხორცს სძინავს, ამის გამო იგი წყდება დაუცადებელ ლოცვას და ვნებები ახლდება. რადგან მტერს არ სძინავს, არამედ მარადის...
იხილეთ სრულად
როგორც ადამიანი კვდება სუნთქვის შეწყვეტისას, ისევე კვდება სულიც დაუცადებელი და მარადისი ლოცვის გარეშე. რადგან ცოცხალ ხორცს სძინავს, ამის გამო იგი წყდება დაუცადებელ ლოცვას და ვნებები ახლდება. რადგან მტერს არ სძინავს, არამედ მარადის იბრძვის. და როგორც დედის წიაღში ჩასახული ჩვილი, სუნთქვას თუ შეწყვეტს, იგუდება და კვდება. ასევეა სულიერი ჩასახვისასაც, თუ წყდება გონებრივი ქმედება
ვაი, ჩვენს უბედურებას! რადგან უფალი გვიწოდს, რომ მისი ძენი გავხდეთ, ჩვენ კი წყვდიადის შვილები ვხდებით. ერთ წვეთ თაფლზე საუკუნეებს ვცვლით. მცირე სიამოვნებისთვის სიხარულზეც და ცათა სასუფევლის დიდებაზეც უარს ვამბობთ და გარე განვვარდე...
იხილეთ სრულად
ვაი, ჩვენს უბედურებას! რადგან უფალი გვიწოდს, რომ მისი ძენი გავხდეთ, ჩვენ კი წყვდიადის შვილები ვხდებით. ერთ წვეთ თაფლზე საუკუნეებს ვცვლით. მცირე სიამოვნებისთვის სიხარულზეც და ცათა სასუფევლის დიდებაზეც უარს ვამბობთ და გარე განვვარდებით.ასე რომ, ნეტარია ის, ვინც დაინახა ეს ხიბლი, და თავი შეიკავა სიამოვნების წვეთი თაფლისაგან, იმქვეყნიური ტკბობის შემყურემ
ოჰ! განდევნილობაში ვართ და არ გვინდა ამის გაგება. არ გვინდა დავინახოთ, თუ რა სიმაღლიდან ჩამოვვარდით. არამედ თავს ვიყრუებთ და თვალებს ვაფახულებთ, ნებაყოფლობით დაბრმავებული, რომ ჭეშმარიტება არ დავინახოთ. ვაი ჩვენდა, რომ ამა სოფლის წ...
იხილეთ სრულად
ოჰ! განდევნილობაში ვართ და არ გვინდა ამის გაგება. არ გვინდა დავინახოთ, თუ რა სიმაღლიდან ჩამოვვარდით. არამედ თავს ვიყრუებთ და თვალებს ვაფახულებთ, ნებაყოფლობით დაბრმავებული, რომ ჭეშმარიტება არ დავინახოთ. ვაი ჩვენდა, რომ ამა სოფლის წყვდიადს, როგორც ნათელს, ისე აღვიქვამთ, ხოლო იმქვეყნიურ ნათელს, როგორც წყვდიადს, ისე გავურბივართ წუთისოფლის მცირე სიამოვნების გამო, სხეულის მცირე გასაჭირის გამო, აქაური განსვენების გამო
ისეთი განსაცდელები მქონდა, მეგონა, ტკივილისაგან სულს განვუტევებდი, როგორც ცეცხლოვანი ღუმელიდან. მაგრამ, როგორც კი ჩაივლის განსაცდელი, ისეთი ნუგეში მოდის, თითქოს სამოთხეში იყო სხეულის გარეშე. უყვარხარ ქრისტეს, უყვარხარ ჩვენს ღმრთის...
იხილეთ სრულად
ისეთი განსაცდელები მქონდა, მეგონა, ტკივილისაგან სულს განვუტევებდი, როგორც ცეცხლოვანი ღუმელიდან. მაგრამ, როგორც კი ჩაივლის განსაცდელი, ისეთი ნუგეში მოდის, თითქოს სამოთხეში იყო სხეულის გარეშე. უყვარხარ ქრისტეს, უყვარხარ ჩვენს ღმრთისმშობელს, წმინდანები გაქებენ, აგნელოზებს უკვირთ.ხედავ, რამდენი სიკეთე მოაქვს განსაცდელსა და გასაჭირს? მაშ ასე, თუ გინდა, რომ შენც შეიცნო და იგემო ქრისტეს სიყვარული, მოითმინე, რაც შენს თავს მოიწევა. არა ის, რაც შენ თვითონ ...
ნეტარია, ვინც ბოლომდე დაითმინა, და ყოველივე უარყო. სულგრძელების გამო მისთვის ეკლები და ძეძვი მცირდება, როცა ნებას აძლევს აღსრულდეს მოკლება დედამიწაზე და სიმდიდრე ცათა შინა