ბოროტი წარმოსახვებისა და გულისსიტყვების წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ გულისწყრომა და რისხვა არ კმარა; ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული, მისთვის აუცილებელია განუწყვეტლივ ილოცოს და უფლის სახელს მოუხმოს: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".
გიკვირს და ამბობ: „განა შესაძლებელია ადამიანებმა, განსაკუთრებით კი მონაზვნებმა და სამღვდელოებამ, სულიერად იცხოვრონ და დაიკმაყოფილონ სულიერი მოთხოვნილება ლოცვის გარეშე, რომელიც ჩვენი ეკლესიის მღვიძარე მამებმა საკუთარი გამოცდილებით ...
იხილეთ სრულად
გიკვირს და ამბობ: „განა შესაძლებელია ადამიანებმა, განსაკუთრებით კი მონაზვნებმა და სამღვდელოებამ, სულიერად იცხოვრონ და დაიკმაყოფილონ სულიერი მოთხოვნილება ლოცვის გარეშე, რომელიც ჩვენი ეკლესიის მღვიძარე მამებმა საკუთარი გამოცდილებით გადმოგვცეს?“
მღვიძარე მამებმა ბევრი იღვაწეს, რომ ლოცვის საშუალებით ღვთის მადლი მოეპოვებინათ. ამიტომ ჩვენ, მათ შვილებს, მუდმივი მადლიერება გვმართებს, რომ გვიჩვენეს გზა, რომელსაც სული ღმერთთან ერთობამდე მიჰყავს.
მთელი გულით შეიყვარეთ ლოცვა, რომ მადლის სურნელებად იქცეთ, თქვენ გვერდით მყოფმა ადამიანებმა კი იგრძნონ კეთილსურნელება და თქვან: „ჭეშმარიტად, მონაზვნები ანგელოზებრივ კეთილსურნელებას აფრქვევენ მონაზვნობის სულიერი მადლით“. ასე რომ, შო...
იხილეთ სრულად
მთელი გულით შეიყვარეთ ლოცვა, რომ მადლის სურნელებად იქცეთ, თქვენ გვერდით მყოფმა ადამიანებმა კი იგრძნონ კეთილსურნელება და თქვან: „ჭეშმარიტად, მონაზვნები ანგელოზებრივ კეთილსურნელებას აფრქვევენ მონაზვნობის სულიერი მადლით“. ასე რომ, შორს თქვენგან ბინძური ვნებები, რადგან ისინი სიმყრალეს გამოსცემს და მონაზვნობაზე ცუდი წარმოდგენის მიზეზი ხდება.
ჩემო შვილებო, გულმოდგინედ იზრუნეთ სულიერ კეთილსურნელებაზე - ლოცვის შესახებ ვამბობ, იესოსთან იმ წმინდა საუბარზე, რომელიც უხვად გვანიჭებს უფლის კურთხევას.