თუნდაც გიჭირდეთ, მაინც მიეხმარეთ სხვას, ვინც თქვენზე კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და გახსოვდეთ ბიბლიის სიბრძნე: "გამცემი ხელი ცარიელი არ დარჩება, ზარმაცის ხელს სიღარიბე მოაქვს, მუყაითისას კი - სიმდიდრე" (იგავნი 10,4).
ჩვენი მიზანია, ადამიანი უფალთან მივიყვანოთ, დავუბრუნოთ მას რწმენა არა ზოგადად ღმრთისა და აქედან გამომდინარე, საერთოდ რელიგიისა, არამედ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომლითაც ცხოვრობდნენ და ცხონების ღირსი ხდებოდნენ ჩვენი ...
იხილეთ სრულად
ჩვენი მიზანია, ადამიანი უფალთან მივიყვანოთ, დავუბრუნოთ მას რწმენა არა ზოგადად ღმრთისა და აქედან გამომდინარე, საერთოდ რელიგიისა, არამედ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომლითაც ცხოვრობდნენ და ცხონების ღირსი ხდებოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები.
დამდაბლებით, ცხოვრების ქურაში გატარებით, ამპარტავნებისა და პატივმოყვარეობის ცოდვისგან გვკურნავს მაცხოვარი და გვეხმარება, რომ თავმდაბლობა, შინაგანი სიმშვიდე და წონასწორობა მოვიპოვოთ.
ვიდრე დედამიწა და კაცობრიობა იარსებებს, სიკეთე და ბოროტება, მწუხარება და სიხარული, სასოება და იმედის გაცრუება, ომი და მშვიდობა ყოველთვის გვერდიგვერდ იქნება, რადგან პიროვნებაში ბნელი საწყისის მთელი ძალაა დაფარული და მასშივეა მთელი ...
იხილეთ სრულად
ვიდრე დედამიწა და კაცობრიობა იარსებებს, სიკეთე და ბოროტება, მწუხარება და სიხარული, სასოება და იმედის გაცრუება, ომი და მშვიდობა ყოველთვის გვერდიგვერდ იქნება, რადგან პიროვნებაში ბნელი საწყისის მთელი ძალაა დაფარული და მასშივეა მთელი ძალა ნათლისა (შელინგი).
სამყაროს ღრმა ძილით ეძინა, როცა ბეთლემელ მწყემსებს ესმათ ანგელოზთა გალობა - სადიდებელი ახლადშობილი მაცხოვრისა: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.