ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან
ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
მონაზონს, ისევე როგორც მეომარს, უიმედობა არ შეჰფერის. რამ უნდა მისცეს ძალა, რომ იარაღი ატაროს და ღამის დამქანცველი სამხედრო გადაადგილებები, თუ თავდასხმები განახორციელოს გამარჯვების მოსაპოვებლად? ასევეა გონიერი მტრის წინააღმდეგ ... იხილეთ სრულად
შვილო, მოუთმინე შენს შვილებს. რას ვიზამთ, მართალია, ცელქი ბავშვები არიან, მაგრამ სხვაგვარადაც ვერ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უნდა მოვითმინოთ. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტან, ზედმიწევნით ნუ გამოიკვლევ, წვრილმანებს ნუ გამო... იხილეთ სრულად
ძალიან გთხოვ, ნუ დაკარგავ სულიერ სიმხნევეს, არამედ ღვთის მტკიცე რწმენით აღიჭურვე, რადგან უფალი ჩვენს ძალებზე აღმატებულ განსაცდელს არ დაუშვებს ჩვენზე.
ილოცე, რომ უფალმა მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრე გაგიმრავლოს, ამ საგანძურით კი სხვებსაც გაამდიდრებ.
ნურაფერზე დამწუხრდები გარდა იმისა, რომ ზოგიერთ საკითხში მოუთმენლობას იჩენ, რითაც კარგავ საუკუნო სასყიდელს და ლოცვაში კადნიერებას ღვთის წინაშე.
ნუ უგულებელყოფ შენს მცირე ნაკლს, ნუ იტყვი: „ეს არაფერია“. არა. მცირე დიდი გახდება და მისგან სხვა ბოროტებაც იშვება. ის, ვინც მცირეზე არ იზრუნებს, დიდ ცოდვაში ჩავარდება.
ეცადე კარგად დაიწყო, მაშინ დასასრულიც წარმატებული გექნება. როგორც დაიწყებ, ისე განაგრძობ სვლას.