წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
როგორც გველს ვიწრო ხვრელში გაძრომის გარეშე ძველი პერანგის მოშორება არ შეუძლია, ასევე ჩვენ ვერ განვიმოსავთ თავდაპირველ ჩვეულებებს, სულის სიბილწესა და ძველი კაცის სამოსს, თუკი მარხვისა და შეურაცხებით ვიწრო და ძნელი გზით არ ვივლით.
როგორც ხვრელიდან სახლში შეპარული მზის სხივი ანათებს იქაურობას ისე, რომ მცირე მტვერიც კი ჩანს, ასევე ღვთის შიში კაცის გულში შეღწეული მას საკუთარ მცირე და დაფარულ ცოდნებსაც აჩვენებს.
როგორც მეფეთა სიმდიდრის მხილველი გლახაკები უმეტესად შეიცნობენ საკუთარ სიღატაკეს, ასევე სული, რომელიც მამებისა და მოწამეების უმაღლეს სათნოებებს გამოიძიებს, უმეტესად იმდაბლებს თავს.
კარგად შეისწავლე შენში არსებული ყოველი სათნოებისა თუ ვნების სიმცირე და სიდიდე, ამის შემდეგ კი მათ ზრდასა და შემცირებას დააკვირდი და ამგვარად შეიტყობ მათ ზომასა და წარმატებას.
როგორც დიდი ხნის ავადმყოფისათვის შეუძლებელია, რომ თავდაპირველი ჯამრთელობა და ძალა წამიერად დაიბრუნოს, ასევე შეუძლებელია, რომ ვნებებში ჩაფლულმა ადამიანმა წამიერად მოსრას საკუთარ თავში ვნებები.
როგორც კეთილი მესაჭის მიერ წარმართული ნავი უსაფრთხოდ მიაღწევს ნავსადგურს, ასევე კეთილი მწყემსის მქონებელი სული, თუნდაც მრავალი ცოდვა ჰქონდეს, ადვილად ავა ზეცაში - ღვთის შეწევნით, თუკი მორჩილებაში იქნება.
როგორც გონიერი კაციც კი ადვილად შეცდება უცხო გზაზე სვლისას, თუკი წინამძღოლი არ ჰყავს, ასევე ისიც, ვინც თვითნებობით და საკუთარი თავის ხელმძღვანელობით მოღვაწეობს მონაზვნურ ცხოვრებაში, თუნდაც უდიდესი სიბრძნის პატრონი იყოს, დასაწყისში... იხილეთ სრულად
სინდისი არის ჩვენთვის ღვთისაგან მცველი ანგელოზის მიერ ბოროტების მამხილებლად მოცემული, რომელსაც ჩვენში ნათლისღება აძლიერებს და რამდენადაც განიწმინდება იგი, მით მეტი მხილების უნარს იძენს, ხოლო, რაც უფრო დაითრგუნება, მით სუსტდება, ამ... იხილეთ სრულად
დაყუდების მოყვარეს აქვს მეტად მხნე და ვაჟკაცური ზრახვა, რომელიც მტკიცედ დგას მისი გულის კართან და მოახლოებულ აზრებს ან განდევნის, ან - კლავს. ვინც გულისხმიერებით აღასრულებს დაყუდების ღვაწლს, მან კარგად იცის ზემოთქმულის შესახებ, ხო... იხილეთ სრულად