ნამდვილი მართლმადიდებელი ის კი არ არის, რომელიც მხოლოდ აზროვნებს მართლმადიდებლურად, არამედ ის, ვინც კიდევაც აზროვნებს და კიდევაც ცხოვრობს ამ წესით. მხოლოდ ასეთი პიროვნება შეიმოსება სულიწმიდის მადლით, რადგან მაცხოვრის სწავლება არ ა...
იხილეთ სრულად
ნამდვილი მართლმადიდებელი ის კი არ არის, რომელიც მხოლოდ აზროვნებს მართლმადიდებლურად, არამედ ის, ვინც კიდევაც აზროვნებს და კიდევაც ცხოვრობს ამ წესით. მხოლოდ ასეთი პიროვნება შეიმოსება სულიწმიდის მადლით, რადგან მაცხოვრის სწავლება არ არის განყენებული რომელიმე ფილოსოფიური ნააზრევი, არამედ სული და სიცოცხლე. „სიტყვები, რომლებსაც თქვენ გეუბნებით, სული არის და სიცოცხლე“ (ინ. 6, 63), - ბრძანებს უფალი.
ზოგიერთებს ნერვული სისტემა იმდენად გადაეღალათ, რომ გამოსავალს თვითმკვლელობაშიღა ხედავენ. ის კი არ იციან ან ავიწყდებათ, რომ ამით თავს საშინელი მარადიული სატანჯველისთვის იმეტებენ.
კონსტანტინეპოლის პატრიარქი, წმიდა პროკლე, თავის სააღდგომო სიტყვაში ამბობს: „ჯვარს აქამდე წყევლისაგან არასდროს გამოუხსნია უფლის ქმნილება; კაცობრიობის გადარჩენის საფასურად არასოდეს მიუჩნევიათ 30 ვერცხლი; უცოდველისა და უდანაშაულოს ტა...
იხილეთ სრულად
კონსტანტინეპოლის პატრიარქი, წმიდა პროკლე, თავის სააღდგომო სიტყვაში ამბობს: „ჯვარს აქამდე წყევლისაგან არასდროს გამოუხსნია უფლის ქმნილება; კაცობრიობის გადარჩენის საფასურად არასოდეს მიუჩნევიათ 30 ვერცხლი; უცოდველისა და უდანაშაულოს ტანჯვა არასდროს ყოფილა მიზეზი ადამის მოდგმის ბრალთა გამოსყიდვისა, საფლავს არასოდეს მიუღია სიკვდილის დამთრგუნველი... მაგრამ რას ვამბობ? ეს იყო არა საფლავი, არამედ სასახლე ქორწინებისა“.
თავისუფლება მშვენიერია, სასურველი და ახლობელი, მაგრამ იგი, ამავე დროს, საშიშიცაა, რადგან თითოეულ ჩვენგანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს; თავისუფლება ადამიანს აძლევს არჩევანის, ინიციატივის გამოჩენის, შეხედულებების შეცვლის საშუალება...
იხილეთ სრულად
თავისუფლება მშვენიერია, სასურველი და ახლობელი, მაგრამ იგი, ამავე დროს, საშიშიცაა, რადგან თითოეულ ჩვენგანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს; თავისუფლება ადამიანს აძლევს არჩევანის, ინიციატივის გამოჩენის, შეხედულებების შეცვლის საშუალებას... მაგრამ, ამავე დროს, პასუხსაც სთხოვს ყველა მის მოქმედებასა და გადაწყვეტილებაზე.
ურწმუნოებისა და მონობის ხანა თავისუფლებამ და ცხოვრების ახალმა წესმა შეცვალა, მაგრამ მას ხალხი მოუმზადებელი შეხვდა. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა დღესაც არ იცის, რა არის სინამდვილეში თავისუფლება.
ადამიანის მომავალ აღდგომას ტერტულიანე ადარებს წლის სხვადასხვა დროს, რომელთაგან თითოეული ატარებს ბეჭედს სიკვდილისა და შემდგომი განახლებისა. „ამის მაგალითად, - შენიშნავს იგი, - გამოდგება თუნდაც ზამთარში მცენარეთა კვდომა და გაზაფხულზ...
იხილეთ სრულად
ადამიანის მომავალ აღდგომას ტერტულიანე ადარებს წლის სხვადასხვა დროს, რომელთაგან თითოეული ატარებს ბეჭედს სიკვდილისა და შემდგომი განახლებისა. „ამის მაგალითად, - შენიშნავს იგი, - გამოდგება თუნდაც ზამთარში მცენარეთა კვდომა და გაზაფხულზე მათი გამოცოცხლება, მიწაში გახრწნა ყველა თესლისა და შემდეგ აღმოცენება მისგან შესანიშნავი, საუკეთესო ფორმებისა“ („სხეულის აღდგომის შესახებ“, თავი 12).წმიდა იოანე დამასკელი კი ასე ამბობს: „აღდგომა არის აღდგინება იმისა, ვი...