ადამიანები, უკიდურეს შემთხვევაში, მოძღვართან რომ დადიოდნენ და აღსარებას ამბობდნენ, ეშმაკეული ზემოქმედება განქარდებოდა და ისინი ფიქრს კვლავ შეძლებდნენ. ეხლა ხომ ბოროტის გავლენით მათ ტვინებს აზროვნებაც აღარ შეუძლიათ. სინანული, აღსარ...
იხილეთ სრულად
ადამიანები, უკიდურეს შემთხვევაში, მოძღვართან რომ დადიოდნენ და აღსარებას ამბობდნენ, ეშმაკეული ზემოქმედება განქარდებოდა და ისინი ფიქრს კვლავ შეძლებდნენ. ეხლა ხომ ბოროტის გავლენით მათ ტვინებს აზროვნებაც აღარ შეუძლიათ. სინანული, აღსარება ეშმაკს ადამიანებზე გავლენას უკარგავს.
ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: „რატომ ვკითხულობთ ამ წიგნს აპოკალიფსზე?“ ჩვენ თავიდან უნდა გავიგოთ ამ წიგნის შექმნის მიზანი. შეიძლება ითქვას, რომ ეს საიდუმლოებების წიგნია. ამ საიდუმლოებებში ჩადებულია რაღაც ღრმა აზრი, რომელიც დაკავ...
იხილეთ სრულად
ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: „რატომ ვკითხულობთ ამ წიგნს აპოკალიფსზე?“ ჩვენ თავიდან უნდა გავიგოთ ამ წიგნის შექმნის მიზანი. შეიძლება ითქვას, რომ ეს საიდუმლოებების წიგნია. ამ საიდუმლოებებში ჩადებულია რაღაც ღრმა აზრი, რომელიც დაკავშირებულია ყოველი არსებულის საწყისთან და დასასრულთან, საბოლოო მიზნით სამყაროსა და კაცობრიობასთან და უფლის მარადიული მეფობის გამოცხადებასთან.
მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ წიგნის კითხვას შეუთავსდეს მუდმივი სასულიერო მოღვაწეობა – საეკლესიო მსახურებებზე დასწრება, ზიარება, ბიბლიის და სხვა სასულიერო წიგნების კითხვა. თუ ასე ვიცხოვრებთ, ვიცხოვრებთ მართლმადიდებლური რწმენით, გავ...
იხილეთ სრულად
მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ წიგნის კითხვას შეუთავსდეს მუდმივი სასულიერო მოღვაწეობა – საეკლესიო მსახურებებზე დასწრება, ზიარება, ბიბლიის და სხვა სასულიერო წიგნების კითხვა. თუ ასე ვიცხოვრებთ, ვიცხოვრებთ მართლმადიდებლური რწმენით, გავიგებთ რწმენას ისე, როგორც ყოველდღიურ და მუდმივ შეგნებულ სულიერ ბრძოლებს, მაშინ ჩვენ არ ვიქნებით დათრგუნულნი რაიმე ახალი კატასტროფით ან აპოკალიფსის რაიმე წინასწარმეტყველების შესრულებით.
ეკლესიის ამ წიგნის დაწერის მიზანი დასაწყისშივე იხსნება. თემა აპოკალიფსისა – ეს არის ქრისტეს ეკლესიისა და სრულიად სამყაროს მომავალი ხვედრის მისტიკური გამოსახულება. წიგნში აღწერილია ეკლესიის ბრძოლა მისი მტრების, განსაკუთრებით ეშმაკი...
იხილეთ სრულად
ეკლესიის ამ წიგნის დაწერის მიზანი დასაწყისშივე იხსნება. თემა აპოკალიფსისა – ეს არის ქრისტეს ეკლესიისა და სრულიად სამყაროს მომავალი ხვედრის მისტიკური გამოსახულება. წიგნში აღწერილია ეკლესიის ბრძოლა მისი მტრების, განსაკუთრებით ეშმაკის წინააღმდეგ და მისი გამარჯვება.
აპოკალიფსის წიგნს, შესაბამისად, აქვს არა მარტო წინასწარმეტყველური, არამედ ზნეობრივი მნიშვნელობაც. ამ სიტყვების აზრი ასეთია: ნეტარია ის ვინც ამ წიგნს კითხულობს და თავისი ღვთისმოსავი ცხოვრებითა და ქმედებებით მარადისობისათვის ემზადებ...
იხილეთ სრულად
აპოკალიფსის წიგნს, შესაბამისად, აქვს არა მარტო წინასწარმეტყველური, არამედ ზნეობრივი მნიშვნელობაც. ამ სიტყვების აზრი ასეთია: ნეტარია ის ვინც ამ წიგნს კითხულობს და თავისი ღვთისმოსავი ცხოვრებითა და ქმედებებით მარადისობისათვის ემზადება, რამეთუ თითოეული ჩვენგანისათვის მარადისობაში გადასვლა ახლოს არის.
აპოკალიფსის შესწავლის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მართლმადიდებლური მოძღვრების ცოდნა მთლიანობაში და განსაკუთრებით მართლმადიდებლური ესქატოლოგიისა. (მოძღვრება ბოლო ჟამის შესახებ, ქვეყნის დასასრულის ჩართვით).
აპოკალიფსის წიგნი – მომავალი მოვლენების უბრალო ქრონოლოგია არ არის, არამედ ქრისტეს ეკლესიის მთელი ისტორიის მისტიკური ხედვა, და მხოლოდ ზოგჯერ აქ გვეძლევა მომავალი მოვლენების ხილვა.
არ გაგვაჩნია, უფალო, ეს მუდმივი გლოვა ჩვენი ცოდვების გამო; მხოლოდ აღსარებისას, როდესაც მღვდელი ჩამოგვითვლის ცოდვებს, ჩვენ ცოტ–ცოტას ვიგებთ ჩვენი ცოდვილობის შესახებ. დანარჩენ დროს არც კი გვცალია აღსარებისა და წმ. ზიარებისთვის მოსამ...
იხილეთ სრულად
არ გაგვაჩნია, უფალო, ეს მუდმივი გლოვა ჩვენი ცოდვების გამო; მხოლოდ აღსარებისას, როდესაც მღვდელი ჩამოგვითვლის ცოდვებს, ჩვენ ცოტ–ცოტას ვიგებთ ჩვენი ცოდვილობის შესახებ. დანარჩენ დროს არც კი გვცალია აღსარებისა და წმ. ზიარებისთვის მოსამზადებლად. იმისთვისაც ვერ ვიცლით, რომ აღსარების წინ ჩავფიქრდეთ, რითი განვარისხეთ ღმერთი ჩვენი პირადი ცხოვრებით. იმის იმედად ვართ, რომ ჩვენს მაგივრად ცოდვებს მღვდელი ჩამოთვლის და ჩვენ კი ვუპასუხებთ: „ცოდვილი ვარ“, ისიც კი ...