იოსებ ათონელი (ისიხასტი) - ციტატები, გამონათქვამები
იოსებ ათონელი (ისიხასტი) - ციტატები, გამონათქვამები იოსებ ათონელი (ისიხასტი) | გამონათქვამები
ვერ აღგიწერთ, თუ როგორ უყვარს ჩვენს ღმრთისმშობელს უბიწოება და სიწმინდე. რადგან იგია მხოლოდ უწმინდესი ქალწული, მას ჩვენც ასეთნი ვუყვარვართ და სურს, რომ ჩვენ ყველანი ასეთნი ვიყოთ. და როგორც კი მას მოვუხმობთ, უმალ ისწრაფვის საშ... იხილეთ სრულად
თუ იზარმაცებთ მწარე სასმისის შესმა მოგიწევთ, მაგრამ თუ თავს ძალას დაატანთ, საუკუნოდ ცხონდებით. გახდებით ნელსურნელოვანი საკმეველი და ძვირფასი მირონი. ჭეშმარიტად შეიქნებით უფლისთვის სათნო სიტყვიერი მსხვერპლი
განწმენდილების ტანსაცმელიც კი, როცა იცვლიან, როგორც განმაახლებელი მირონის ჭურჭელი, ვრცელდება და კეთილსურნელებას აფრქვევს მთელი ის სახლი. და ეს ღმრთაებრივი უწყებაა ნეტარი სიწმინდის, უწმინდესი ქალწულების შესახებ. ამიტომ მრავალი... იხილეთ სრულად
არ არსებობს უფრო მეტად კეთილწურნელოვანი მსხვერპლი ღმრთის წინაშე, ვიდრე სხეულის სიწმინდეა, რომელიც სისხლითა და სასტიკი ბრძოლით მოიპოვება. ბევრი რამ შემიძლია ვთქვა ამ ნეტარი სიწმინდის შესახებ, რომელიც ვიგემე და ვჭამე მისი ნაყოფი
იმ ადამიანის ცხოვრება და ლოცვა, რომელიც მოსაგრეობს და სხეულს წმინდად, თავის გონებას კი უწმინდურ გულისსიტყვათაგან შეუბღალავად იმარხავს, როგორც კეთილსურნელოვანი საკმეველი, აღიწევა ზეცად
არაფერი ისე არ სძულს ღმერთს, როგორც უსჯულო, ტკბობას მიცემული სხეულის სიბილწე. და ის ადამიანი, ვინც უწმინდურ გულისსიტყვებთან მრუშობს, მკვდარი ძაღლივით ერთიანად ყარს
რა არის უფრო ბინძური, ვიდრე ამპარტავნება და უფრო მყრალი, ვიდრე უწმინდური გულისსიტყვები? და მაინც შენ მათ იტან, ისინი შენ გბილწავენ. შენ იოლად აძლევ მათ ნებას, რომ შემოვიდნენ და შენი ზღუდე მოარღვიონ, მაგრამ მერე ვნახოთ, როგორ გავლე... იხილეთ სრულად
როცა დამდაბლდები, ყველა წმინდანად მოგეჩვენება. ხოლო როცა შენ თვითკმაყოფილი ხარ, შენი მოსაწონი არავინ არის და ყველანი ცუდები არიან
სადაა სიმდაბლე, როცა შენ ხედავდ და ამბობ, რომ ყველა დამნაშავეა და მხოლოდ შენ ხარ კარგი? სიმდაბლეა, როცა სხვას ეშლება და მანამ, სანამ ის მოასწრებს შენდობის თხოვნას, ჩვენ მას მეტანიას ვუკეთებთ და ვამბობთ: "შემინდე, ძმაო, მაკურთ... იხილეთ სრულად
ადამიანი სახლში ჯდომით ქალაქში ვერ იმოგზაურებს. მონაზონი, სიზარმაცითა და ულოცველობით, ვერ გახდება ზეციური იერუსალიმის ღირსი