იოსებ ათონელი (ისიხასტი) - ციტატები, ამონარიდები
სიკვდილი, რომელიც მრავალთათვის დიადია და საშინელი, ჩემთვის მხოლოდ დასვენებაა, უტკბესი რამ, რომელიც როგორც კი მოვა, გამათავისუფლებს ამ სოფლის ჭირთაგან. და ველოდები მას წუთი-წუთს. იგი მართლაც დიადია. მაგრამ ფრიად დიდია ღვაწლი დღევან... იხილეთ სრულად
თავიდან ისეთი განსაცდელი მქონდა, რომ მთელი ზურგი ლიმონისხელა ძირმაგარებით დამეფარა. ხესავით გავხდი, მოხრა არ შემეძლო. ვებრძოდი ამ სატანნჯველს და სულ არ გამომიცვლია არს საცვალი, არც სხვა რაიმე სამოსი. არამედ ზურგზე გადავიკიდე ერთი ... იხილეთ სრულად
დასაწყისში როგორც კი შევიცნობთ ღმერთს, როგორც ყოველგვარი სიკეთის შემოქმედს, ჩვენზე მზრუნველსა და ჩვენს მფარველ მამას, მაშინ უნდა ვერწმუნოთ მას მთელი სულითა და გულით. და მხოლოდ მას ვსასოებდეთ. და როცა ჩვენს თავზე გამოვცდით მის ქველ... იხილეთ სრულად
მინდა ყველას ვუთხრა, რომ ღმრთის ნების გარეშე ავად არ ვხდებით და არ ვკვდებით. ასე რომ, შორს ჩვენგან, მცირედმორწმუნეობავ
ერთმა მონაზონმა მომწერა, რომ იტანჯება და თუ ოპერაციას არ გაიკეთებს, მოკვდება. მე ვუპასუხე მას და სრულიად საპირისპირო ვუხარი. იგი ისევ მწერს, რომ ექიმმა უთხრა, თუ არ გაიკეთებდა ოპერაციას, რამდენიმე დღეში მოხდებოდა გახვრეტა და საბოლ... იხილეთ სრულად
სოლომონ ბრძენი ამბობს: "შიში ღმრთისა - დასაბამი სიბრძნისა" - და მამები ეთანხმებიან. და მეც გეუბნებით: ნეტარია და სამგზის ნეტარი, ღმრთისმოშიში კაცი. ღმერთის ამ შიშისაგან იშვება ღმერთისადმი ნდობა. და ადამიანს მთელი გულით სჯერა, რომ,... იხილეთ სრულად
ღმრთის შიში გქონდეთ, რათა არ ეურჩოთ თქვენს წინამძღვარს. რადგან მასთან კი არ გაქვთ საქმე, არამედ ღმერთთან, რომელიც მორჩილებას ითხოვს სულის ცხონებისათვის
იყავით გულისხმიერნი და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ განსაცდელში. რადგან ის, ვისაც არა აქვს სიმდაბლე და იმას არ აკეთებს, რასაც ეუბნებიან, ეშმაკების მონა ხდება. და ცხოვრების დასასრული ჭირად ექცევა და კაცთა წინაშე უპატიობად
მორჩილების ტვირთი მიჩნეულია სხვა სათნოებათა შედეგად, ისევე, როგორც უფლის ვნებათა ჯვარი. და როგორც ავაზაკი შევიდა სამოთხეში ჯვრით, ასევე ჩვენც მორჩილებით, როგორც ჯვრით, შევდივართ სასუფეველში
მონაზვნური სახე ჯვარია, იმ ჯვრის ნაცვლად, რომელიც ზიდა ქრისტემ ჩვენი ცხონებისას. ამიტომ ჩვენ, შევიმოსავთ რა ანგელოზებრივ სამოსს, მორჩილებით ვიმოსებით. და ვმოშურნეობთ რა მორჩილებისათვის, ჩვენი ქრისტეს მსგავსად ვიარებით