როცა ადამიანი გაძღება მადლით და გულისხმიერია და არასდროს არ სულმოკლეობს, არ ენდობა საკუთარ თავს და იშიშვის სიცოცხლის ბოლომდე, მაშინ იგი ხედავს, მაცთურის მოახლოებისას, რომ რაღაც არანორმალურობაა, რაღაც იმგვარად არ ხდება. და მაშინ ჭკ...
იხილეთ სრულად
როცა ადამიანი გაძღება მადლით და გულისხმიერია და არასდროს არ სულმოკლეობს, არ ენდობა საკუთარ თავს და იშიშვის სიცოცხლის ბოლომდე, მაშინ იგი ხედავს, მაცთურის მოახლოებისას, რომ რაღაც არანორმალურობაა, რაღაც იმგვარად არ ხდება. და მაშინ ჭკუა, გული, გონება - სულის მთელი ძალა ეძებს მაცხოვარს. ეძებს მას, ვინც ყველაფერი არარსებობიდან არსებობისათვის გამოიხმო და ყველაფერს ყოფს. მას შეუძლია წყალთა გაყოფა წყალთაგან. და როცა მხურვალედ, ცხარე ცრემლები თ უხმობენ მას...
რას ფლობ ისეთს, ყოყოჩო კაცო, რაც არ მიგიღია? ხოლო თუკი მიიღე, რას იქადი, თითქოს არ მიგეღოს? შეიცან, მდაბალო სულო, შენი ქველისმოქმედი და უყურე, სხვისი არ მიითვისო - ღმრთისა, როგორც საკუთარი მონაპოვარი. შეიცან, ბედკრულო, შენი არსება...
იხილეთ სრულად
რას ფლობ ისეთს, ყოყოჩო კაცო, რაც არ მიგიღია? ხოლო თუკი მიიღე, რას იქადი, თითქოს არ მიგეღოს? შეიცან, მდაბალო სულო, შენი ქველისმოქმედი და უყურე, სხვისი არ მიითვისო - ღმრთისა, როგორც საკუთარი მონაპოვარი. შეიცან, ბედკრულო, შენი არსება, შეიგნე შენი წარმომავლობა. არ დაივიწყო, რომ აქ უცხო ხარ და ყველაფერი სხვისია! და თუკი გიბოძა ტკბილმა ქველისმოქმედმა ღმერთმა, მიაგე მას სუფთა სინდისით მისი მისთაგან, "შენნი შენთაგან".
თუკი ზეცად ახვედი და იხილე ა...
სინანულის მადლი, მათში მოქმედი, ვინც მოსაგრეობს, მემკვიდრეობაა, მამათაგან დატოვებული. ეს გაცვლა და ღმრთაებრივი ვაჭრობაა, რომელშიც ჩვენ ვაძლევთ მიწას, სანაცვლოდ კი ზეცას ვიღებთ, ვცვლით ნივთიერებას და ვიღებთ სულს. ყოველი ოფლი, ყოველ...
იხილეთ სრულად
სინანულის მადლი, მათში მოქმედი, ვინც მოსაგრეობს, მემკვიდრეობაა, მამათაგან დატოვებული. ეს გაცვლა და ღმრთაებრივი ვაჭრობაა, რომელშიც ჩვენ ვაძლევთ მიწას, სანაცვლოდ კი ზეცას ვიღებთ, ვცვლით ნივთიერებას და ვიღებთ სულს. ყოველი ოფლი, ყოველი ტკივილი, ყოველი ღვაწლი ჩვენი ღმრთისათვის გაწეული - სავაჭო გაცვლაა. სისხლის გაღება და სულის ჩაღვრაა.ეს მადლი იზრდება, რამდენადაც ადამიანს დატევნა ძალუძს, ჭურჭლის მსგავსად, თუ რამდენად ეტევა მასში.ხოლო იწოდება ქმედების მ...
უკან მისდიეთ ზეციურ სიძეს, ჩემი იესოს ქურციკნო! შეიწყნარეთ გონიერი მირონი. თქვენი ცხოვრება, სული და სხეული სიწმინდისა და ქალწულების საკმეველად აქციეთ. სხვა არაფერი ვიცი ისეთი, აგრერიგად რომ მოსწონდეს უტკბეს იესოსა და მის უტკბეს დე...
იხილეთ სრულად
უკან მისდიეთ ზეციურ სიძეს, ჩემი იესოს ქურციკნო! შეიწყნარეთ გონიერი მირონი. თქვენი ცხოვრება, სული და სხეული სიწმინდისა და ქალწულების საკმეველად აქციეთ. სხვა არაფერი ვიცი ისეთი, აგრერიგად რომ მოსწონდეს უტკბეს იესოსა და მის უტკბეს დედას, როგორც სიწმინდე და ქალწულება. და თუკი ვინმეს უნდა, რომ დატკბეს მათი დიდი სიყვარულით, დე იზრუნოს განწმენდაზე, განისპეტაკოს სული და სხეული. და ამით მას მოელის ყოველგვარი ზეციური სიკეთე
სხვა მადლია მღვდლობა, სხვაა მონაზვნობა. სხვა - საიდუმლოებანი. სხვა - მოღვაწეობის მადლის მოქმედება. ეს ყველა ერთი წყაროდან წარმოიშვება, მაგრამ ერთმანეთისაგან განსხვავდება აღმატებითა და დიდებით
როცა ხედავ, რომ მადლი მოქმედებს და შენი სული იხარებს და უნებლიეთ ცრემლი გდის იმ მოწყალებათა გამო, რომლებიც ღმერთმა გიბოძა, თუ ლოცვაზე ხარ, იდექი; თუ დგახარ, არ გაინძრე; თუ ზიხარ, ადგილზე დარჩი; თუ ლოცულობ, ილოცე ჩვილი გულისსიტყვის...
იხილეთ სრულად
როცა ხედავ, რომ მადლი მოქმედებს და შენი სული იხარებს და უნებლიეთ ცრემლი გდის იმ მოწყალებათა გამო, რომლებიც ღმერთმა გიბოძა, თუ ლოცვაზე ხარ, იდექი; თუ დგახარ, არ გაინძრე; თუ ზიხარ, ადგილზე დარჩი; თუ ლოცულობ, ილოცე ჩვილი გულისსიტყვის გარეშე და მიიღე სულის უხვი წმივა, რამდენიც არ უნდა დაგაწვიმოს. რადგან, თუ მუშაობის დროს მოგისწრებს, შენ კი ლოცვაზე დადგები, მაშინ შეწყდება. მას სურს, რომ იქ დარჩე, სადაც მან გპოვა. რათა შენ არ იყო "ოსტატი" მადლის მიმართ...
ცოდვა ღმრთის წინაშე კადნიერებას განაგდებს, მაგრამ სინანული მყის უკან აბრუნებს მას. მადლი უსასოობას არ გვანებებს, არამედ დაცემულს მარად სიხარულად აღძრავს. ეშმაკის სიტყვები კი მაშინვე სასოწარკვეთილებაში აგდებს, ღუპავს, როგორც სეტყვა...
იხილეთ სრულად
ცოდვა ღმრთის წინაშე კადნიერებას განაგდებს, მაგრამ სინანული მყის უკან აბრუნებს მას. მადლი უსასოობას არ გვანებებს, არამედ დაცემულს მარად სიხარულად აღძრავს. ეშმაკის სიტყვები კი მაშინვე სასოწარკვეთილებაში აგდებს, ღუპავს, როგორც სეტყვა, ნაზ, ახლადგაფურჩქნულ ფოთლებს რომ ეცემა
ყოველი გულისსიტყვა, რომელსაც უსასოობა და დიდი მწუხარება მოაქვს, ეშმაკისგანაა. ეს ვნებათა ნისლია და მყისვე უნდა უარყო ღმრთის იმედით. მოძღვრისთვის გულისსიტყვათა გამხელით, იმაზე ფიქრით, რომ უფროსები ლოცულობენ და ღმერთს ევედრებიან შენ...
იხილეთ სრულად
ყოველი გულისსიტყვა, რომელსაც უსასოობა და დიდი მწუხარება მოაქვს, ეშმაკისგანაა. ეს ვნებათა ნისლია და მყისვე უნდა უარყო ღმრთის იმედით. მოძღვრისთვის გულისსიტყვათა გამხელით, იმაზე ფიქრით, რომ უფროსები ლოცულობენ და ღმერთს ევედრებიან შენთვის.მცირე მწუხარება, სიხარულითა და ცრემლებით განზავებული და გულში ნუგეშით - ღმრთის მადლისგანაა. მას სინანულისაკენ მივყავართ ყველაფერში, როგორც არ უნდა ვცოდავდეთ სიცოცხლის ბოლომდე
აიძულე თავი ღვაწლისათვის. ნუ იურვი და დროს უქმად ნუ დაკარგავ. რადგან დროს, რომელსაც ყოველდღიურად უმიზნოდ და ფუჭად ხარჯავ, ვეღარ ჰპოვებ. და ანგარიში უნდა ჩააბარო შენი ცხოვრების ყოველი დღის, საათისა და წამის შესახებ. ადამიანი არა მხ...
იხილეთ სრულად
აიძულე თავი ღვაწლისათვის. ნუ იურვი და დროს უქმად ნუ დაკარგავ. რადგან დროს, რომელსაც ყოველდღიურად უმიზნოდ და ფუჭად ხარჯავ, ვეღარ ჰპოვებ. და ანგარიში უნდა ჩააბარო შენი ცხოვრების ყოველი დღის, საათისა და წამის შესახებ. ადამიანი არა მხოლოდ უნდა გარბოდეს, არამედ გზის სტადიონებსაც (სიგრძის ერთეული) ზომავდეს. და ამასთან არ ჩამორჩეს და არ იზარმაცოს
ყოველი ნაბიჯის წინ გადადგმისას, მონაზონმა უნდა დაღვაროს ბევრი ცრემლი, სისხლის წვეთები და ასე ხანგრძლივი დროის მანძილზე. და მოდის ეშმაკი, დასაბამიერი ბოროტება და მიადგება მას ძალაყინით ისე, რომ მადლი და სხვათა ლოცვები თუ არ მიუსწრე...
იხილეთ სრულად
ყოველი ნაბიჯის წინ გადადგმისას, მონაზონმა უნდა დაღვაროს ბევრი ცრემლი, სისხლის წვეთები და ასე ხანგრძლივი დროის მანძილზე. და მოდის ეშმაკი, დასაბამიერი ბოროტება და მიადგება მას ძალაყინით ისე, რომ მადლი და სხვათა ლოცვები თუ არ მიუსწრებს, არბევს. და ისევ - სულ თავიდან იწყება. და ისევ - სისხლის დათხევა.ამიტომ აუცილებელია მოთმინება. ნუ დამწუხრდები, ნუ იქნები სულმოკლე. მოთმინება გამოიჩინე. რათა მადლმა დაგიფაროს