ვინც ეკლესიას არ ეკუთვნის, ის ქრისტიანი არაა, რადგან იესო ქრისტეს მადლს ვერ მიიღბეს. რა სახით გადმოგვცემს ეკლესია იესო ქრისტეს მადლს? პირველ რიგში ნათლისღებით, შემდეგ სახარებისა და საერთოდ საღმრთო წერილის სწავლებით; რაც მთავარია, ...
იხილეთ სრულად
ვინც ეკლესიას არ ეკუთვნის, ის ქრისტიანი არაა, რადგან იესო ქრისტეს მადლს ვერ მიიღბეს. რა სახით გადმოგვცემს ეკლესია იესო ქრისტეს მადლს? პირველ რიგში ნათლისღებით, შემდეგ სახარებისა და საერთოდ საღმრთო წერილის სწავლებით; რაც მთავარია, ეკლესია არა მხოლოდ იესო ქრისტეს მადლს გვაზიარებს, არამედ გვაერთებს მასთან, როცა უფლის სისხლსა და ხორცს ვეზიარებით. ეკლესია არასოდეს დაგტოვებს ობლად, სიხარულისა და მწუხარების ჟამს, ჭირსა თუ ლხინში, წმინდა ეკლესია მიგვიძღვ...
ვინ კადნიერდება ღვთის საქმეს შეჰრიოს საქმე ვნებისა, დაბრმავებისა, უგუნურებისა და ავისზრახვისა? – მტერი ეკლესიისა. ვინაა მტერი ესე, ეგოდენ თავხედი, ღმერთთან ბრძოლას რომ ბედავს, და იმდენად ძლიერი, რომ ერთი შეხედვით, წარმატებაც კი აქ...
იხილეთ სრულად
ვინ კადნიერდება ღვთის საქმეს შეჰრიოს საქმე ვნებისა, დაბრმავებისა, უგუნურებისა და ავისზრახვისა? – მტერი ეკლესიისა. ვინაა მტერი ესე, ეგოდენ თავხედი, ღმერთთან ბრძოლას რომ ბედავს, და იმდენად ძლიერი, რომ ერთი შეხედვით, წარმატებაც კი აქვს ამ ბრძოლაში?! ღვთის თქმულისაებრ, „მტერი ესე ეშმაკი არს“. რა ესაქმება ეშმაკს ეკლესიასთან? იგივე, რაც ბოროტმოქმედს ჩვენი ხანმოკლე ცხოვრების ბილიკზე კეთილ ადამიანებთან, – სხვისი ჩათრევის ავისმოსურნე სურვილი წარწყმედაში, ...
ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, დაე, თუნდ მისი ცხოვრება შექების ღირსიც იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ ამ ერთი უსჯულოების – ქრისტეს ერთობისაგან განშორების გამო, და მას ღმერთის რისხვა ეწევა!
ეკლესიაში ჩვენ ვხედავთ საკუთარ თავს, უღირს, სუსტ, უშნო ადამიანებს და შეგვიძლია დავინახოთ სრულყოფილი ადამიანი ქრისტეს პიროვნებაში. დავინახოთ ის, როგორც სრულქმნილება და შევიცნოთ როგორც ღმერთი ჩვენი და უფალი ჩვენი. ეს შეგვიძლია იმიტო...
იხილეთ სრულად
ეკლესიაში ჩვენ ვხედავთ საკუთარ თავს, უღირს, სუსტ, უშნო ადამიანებს და შეგვიძლია დავინახოთ სრულყოფილი ადამიანი ქრისტეს პიროვნებაში. დავინახოთ ის, როგორც სრულქმნილება და შევიცნოთ როგორც ღმერთი ჩვენი და უფალი ჩვენი. ეს შეგვიძლია იმიტომ, რომ სულიწმიდა გარდამოვიდა დედამიწაზე და აგვიხილა თვალი. ის ნუგეშისმცემელია, ის სიმტკიცეა, ის სიხარულია, ის ჩვენში თითქოსდა ჩვენს ქრისტესთან მსგავსებას, ჩვენს ღვთიურ სახეს გვანახებს. ესაა ეკლესიის ერთ–ერთი ყველაზე სიღრ...
ეკლესიას სხვდასხვანაირი ადამიანები სჭირდება, ყველა: ისიც, ვინც რბილი ხასიათით გამოირჩევა და ისიც, ვინც ბუნებით მკაცრია, თავისებურად ემსახურება მას. ადამიანის ხორცს სხვადასხვაგვარი საკვები სჭირდება – ტკბილიც და მჟავეც, თვით ბაბუაწვ...
იხილეთ სრულად
ეკლესიას სხვდასხვანაირი ადამიანები სჭირდება, ყველა: ისიც, ვინც რბილი ხასიათით გამოირჩევა და ისიც, ვინც ბუნებით მკაცრია, თავისებურად ემსახურება მას. ადამიანის ხორცს სხვადასხვაგვარი საკვები სჭირდება – ტკბილიც და მჟავეც, თვით ბაბუაწვერას მწარე ფოთლებიც კი საჭიროა. თითოეულ საკვებში ხომ მისთვის დამახასიათებელი ნივთიერებები და ვიტამინებია. ამიტომაც ეკლესიის სხეულს სხვადასხვაგვარი ადამიანები ესაჭიროება. ერთი ადამიანი მეორეს ავსებს. თითოეული ჩვენგანი მოვ...
ეკლესია საზრდოთი გვზრდის. შვიდი საიდუმლოს აღსრულებით ჩვენ იგი სულიერ მადლს მოგვანიჭებს. ყველაზე მთავარი ქველმოქმედება ეკლესიისა ის არის, რომ იგი თავის შვილებს ერთმანეთს აყვარებს და ერთმანეთთან აერთებს. ამაო წუთისოფელი ადამიანს ადა...
იხილეთ სრულად
ეკლესია საზრდოთი გვზრდის. შვიდი საიდუმლოს აღსრულებით ჩვენ იგი სულიერ მადლს მოგვანიჭებს. ყველაზე მთავარი ქველმოქმედება ეკლესიისა ის არის, რომ იგი თავის შვილებს ერთმანეთს აყვარებს და ერთმანეთთან აერთებს. ამაო წუთისოფელი ადამიანს ადამიანისაგან განაშორებს, ეკლესია კი, პირიქით, შეაერთებს. მაგრამ ეკლესიას მხოლოდ მათთვის მოაქვს სარგებლობა, განათლება და ცხონება, რომელნიც მის ხმას ისმენენ (I, 475–476)
ეკლესიამ უნდა შეგვინარჩუნოს ჩვენი ტრადიცია, სახე, ფესვები. ქართველი კაცი თუ ფესვებს მოწყდა, დაკარგავს იმ სახეს, რომელიც უფალმა გვიბოძა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ფასეულობანი, ის კულტურა, ის ტრადიცია, რომლითაც ამაყობდა...
იხილეთ სრულად
ეკლესიამ უნდა შეგვინარჩუნოს ჩვენი ტრადიცია, სახე, ფესვები. ქართველი კაცი თუ ფესვებს მოწყდა, დაკარგავს იმ სახეს, რომელიც უფალმა გვიბოძა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ფასეულობანი, ის კულტურა, ის ტრადიცია, რომლითაც ამაყობდა და დღესაც ამაყობს ქართველი კაცი.
ეკლესია კი ის უცნაური, გარედან მიუწვდომელი საზოგადოებაა, რომელიც შედგება ჩვენგან – ადამიანებისგან, ცოდვებისგან, სუსტი, მსხვრევადი, არა მხოლოდ ღვთის უღირსი, არამედ საკუთარი თავის და ერთმანეთის უღირსი არსებებისაგან, ამავე დროს ესაა ...
იხილეთ სრულად
ეკლესია კი ის უცნაური, გარედან მიუწვდომელი საზოგადოებაა, რომელიც შედგება ჩვენგან – ადამიანებისგან, ცოდვებისგან, სუსტი, მსხვრევადი, არა მხოლოდ ღვთის უღირსი, არამედ საკუთარი თავის და ერთმანეთის უღირსი არსებებისაგან, ამავე დროს ესაა ადგილი, სადაც ღმერთი და ადამიანი ხვდებიან ერთმანეთს, ერთდებიან სიყვარულში, ერთ საზოგადოებად იქცევიან.
ეკლესია იმისთვის კი არ არსებობს ამქვეყნად, რომ მასში ოქროს ადნობდნენ ან ვერცხლს სჭედავდნენ, – ეკლესია ანგელოზთა მოზეიმე საკრებულოა. ამიტომაც ძღვნად მისთვის სულებს მოვითხოვთ, რამეთუ სწორედ სულთა გამო მიიღებს ღმერთი სხვა ძღვენსაც. ვ...
იხილეთ სრულად
ეკლესია იმისთვის კი არ არსებობს ამქვეყნად, რომ მასში ოქროს ადნობდნენ ან ვერცხლს სჭედავდნენ, – ეკლესია ანგელოზთა მოზეიმე საკრებულოა. ამიტომაც ძღვნად მისთვის სულებს მოვითხოვთ, რამეთუ სწორედ სულთა გამო მიიღებს ღმერთი სხვა ძღვენსაც. ვერცხლის ტრაპეზი როდი იყო მაშინ (უფლის საიდუმლო სერობაზე) და ოქროს სასმისებით როდი აწვდიდა იესო ქრისტე სასუმელს – ღვინოს, ანუ თავის უწმიდეს სისხლს მოწაფეებს. მიუხედავად ამისა, ყოველივე აქ ძალზე ძვირფასი იყო და უაღრეს მოწი...
ეკლესია ზრუნავს ჩვენზე, უდიდეს უმრავლესობაზე, ვისაც თავისი უძლურების გამო არ ხელეწიფება სრულყოფილების ხარისხს მიაღწიოს. ეკლესია ცდილობს ხელმოკიდებული, ნაბიჯ–ნაბიჯ, როგორც ბავშვს ასწავლიან სიარულს, წაგვიყვანოს წინ, სრულყოფილებისაკე...
იხილეთ სრულად
ეკლესია ზრუნავს ჩვენზე, უდიდეს უმრავლესობაზე, ვისაც თავისი უძლურების გამო არ ხელეწიფება სრულყოფილების ხარისხს მიაღწიოს. ეკლესია ცდილობს ხელმოკიდებული, ნაბიჯ–ნაბიჯ, როგორც ბავშვს ასწავლიან სიარულს, წაგვიყვანოს წინ, სრულყოფილებისაკენ, რაც იგივე განღმრთობაა. ზუსტად ეს მიზანი აქვს მარხვასაც, რაც თავად არ არის სამოთხის „საშვი“, მაგრამ მისი მოპოვების საშუალებას გვაძლევს.